პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Apr 28 2013, 11:17 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბზობა
28 აპრილს ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა: “ყველას გილოცავთ ბზობის დიდ დღესასწაულს. ბზობა, ეს არის დღე, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, ზის ვირსა ზედა, მთელი ხალხი ხვდება და ადიდებს სიტყვებით – “ოსანა ძესა დავითისა” და “კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. “სახარებაში წერია, როდესაც ერი ადიდებდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მაცხოვარი ტიროდა. ტიროდა იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც დღეს ადიდებდა და უგალობდა უფალს – ოსანას, ძესა დავითისასა, რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს: “ჯვარს აცვით იგი”. ასეთი ცვალებადია ადამიანი”, – აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქმა ინდუსი მოციქულის, სუნდარ-სინგის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას აქვს ქადაგება ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადაც ამბობს, რომ ხალხის ქება და დიდება არაფერს ნიშნავს, რადგან სინამდვილეში ეს უფლის დიდებაა. “უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვაქებენ და გვადიდებენ, ჩვენ კი არ გვაქებენ, არამედ ადიდებენ უფალს, რომელიც ჩვენშია. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ხოლო ბზა არის სიმბოლო ძლიერებისა, განახლებისა და ის უნდა შევინახოთ მთელი წლის განმავლობაში. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ფიზიკური და სულიერი ძალა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ჩვენ ყოველდღე შევთხოვთ უფალს მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას. ჩვენი ცხოვრებით უნდა შევქმნათ ჯვარი – ვერტიკალი – სწრაფვა ღვთისაკენ და ჰორიზონტალი – სწრაფვა ხალხისაკენ. ბედნიერია ადამიანი, ვინც ამ ჯვარს ქმნის. ჯვარი გეწეროთ. ყოვლადწმიდა სამებამ დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს პატრიარქმა დალოცა საქართველოს “უშუ”-ს ეროვნული ფედერაცია და ჯგუფი, რომელიც მიემგზავრება იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის ჩამოსატანად. მან ასევე დალოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულებასა და საინჟინრო ბრიგადის პირად შემადგენლობას, რომლებიც დღევანდელ წირვას ესწრებოდნენ და ავღანეთში მიემგზავრებიან. http://www.ambioni.ge/sadresaswaulo-qadageba-28-04-2013 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი