IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია!
მართა
პოსტი Jul 4 2008, 02:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



პირადად მე მეგობრებთან ერთად ვმუშაობ პროექტზე,რომელიც ეხება მოცემულ თემას! პირველ რიგში საინტერესოა სტატისტიკა და კვლევა თუ რაოდენ ხშირია ძალადობის შემცველი ფაქტები(ნუ ალბად ყველას გვახსოვს შარშანდელი გაზაფხული და ზაფხული რა ინტენსივობით ხდებოდა მკვლელობები და დაჭრები,ქ.თბილისში) ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,გამოვთქვათ მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება ამ სენს ვებრძოლოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც ყველაზე საინტერესოა,თუ ვინმეს რაიმე სახის(ვიდეო,ფოტო,სტატია,კვლევ
და ა.შ ) მოეპოვება დადოს თემაში რაც ნამდვილად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენგან "რაიმეს"გაკეთების შანსს! ამასთანავე იქნებ იცოდეთ საიტებიც და მიგვითითეთ ლინკები...მოკლედ ყველას წინასწარ გიხდით მადლობას,მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და მოდერატორს ვთხოვ დიდი პატივისცემით, მოგვცეს რჩევები და ობიექტური დისკუსიის საშუალება smile.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
G_saxva
პოსტი Apr 29 2013, 04:19 PM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ბევრგან ვეძებე თემა, რომ დამეწერა რაც მინდოდა ყველაზე, ახლოს ეს თემაა და ა აქ დავწერ.
ადამიანის შფოთი, რომ მის გარშემო სატანისტური მოძრაობები არსებობს, ისეთივე მარადიულია, როგორც თვით ამ ადამიანის რწმენა ღვთისადმი, - არსებობს უფალი ე.ი. არსებობს ძალა, რომელიც მას ებრძვის. მე პირადად მეშინია მისი, მაგრამ როცა სანზონაში, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილებში ლეკვის ცოცხლად გატყავების შემსწრეებს დავეძებდი, არანაკლებ შემეშინდა იმის, რომ მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ამ თემაზე საუბარს გაურბოდა. საუბრობდნენ მხოლოდ თინეიჯერები, ერთმა მეტად ინტელიგენტური იმიჯის ქალბატონმა კი საუბრისას ლამის ისინიც ხელიდან გამომგლიჯა, - ყოველშემთხვევაში, თავისი შვილი თითქმის თმებით წაათრია, აქ რას უდგეხარ და რა თემაზე ლაპარაკობო.

თემა კი ასეთი გახლავთ: 24 აპრილს მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილზე, იქ, სადაც ეკლესია და მის უკან სკოლის გაუქმებული ორსართულიანი შენობაა, 20-22 წლის ოთხმა შავებში ჩაცმულმა ბიჭმა და ერთმა გოგონამ ლეკვი დაიჭირა და ცოცხლად გაატყავა. ეს ამ პროცესის შემსწრე მეორეკლასელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ, რომელთაგან ერთმა ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო, ტემპერატურამ აუწია და ისტერიკაში ჩავარდა. ამას რამდენიმე მშობლის თავმოყრა მოჰყვა, რომელთაც ლეკვი უკვე გატყავებული დახვდათ და ასევე ისტერიკაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. განცხადებაში წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტების მასობრიობაზე მიუთითა და საქმის გამოძიება მოითხოვა.

შსს-მ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, მოწმეები დაკითხა და საქმე აღძრა. შედეგზე ჯერჯერობით საუბარი შეუძლებელია, დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქამდე არავინ დასჯილა კანონის იმ მუხლით(259-ე), რომელიც ცხოველების წამებისა და მოკვდინებისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ალბათ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ცხოველის წამებად ან მოკვდინებად ვერ ჩაითვლება. ჩემმა პატარა რესპონდენტებმა საუბრის გარდა ლეკვის გატყავების ადგილიც დამათვალიერებინეს და იქვე დასძინეს, რომ ახლომახლო მსგავსი "რიტუალები" ბევრგან და ხშირად ტარდება. გასაგები მიზეზების გამო პატარა რესპონდენტების ვინაობას არ ვამხელ. ჩვენი საუბარი კი ასეთი გახლავთ:

" დეიდა, იცი, ამას ვინ აკეთებს? ემო-ები! ახლავე გეტვით, როგორ გამოიყურებიან ისინი, - შავი ტანსაცმელი აცვიათ. თვალებიც შავად აქვთ დახატული, ტუჩებიც, ფრჩხილებიც. დიდი რკინებიც აქვთ ჩამოკიდებულები და თავად იძახიან, - ჩვენ ვართ ემოო! ჯერ ქვებს ესვრიან აიღებენ ძაღლებს და კატებს და რომ მოარტყამენ, დაიჭერენ და გაატყავებენ.

- როგორ ატყავებენ, გინახავთ?!

- გვინახავს. კი არ გვიშლიან, თუ გინდა, უყურე. თუ დიდია ძაღლი, ხეზე ჩამოკიდებენ, და ატყავებენ. კატას და ლეკვებს კი მიწაზეც ატყავებენ. ზოგი ფეხებს უჭერს და თავს, რომ არ დაკაწროს.

- ანუ როცა ატყავებენ, ძაღლები და კატები ცოცხალი არიან?!

- კი, დეიდა. როცა ატყავებენ, წკავწკავებენ. ცოცხალი უნდა იყოსო, ეგრე ამბობენ. შუამდე რომ გაატყავებენ, ძაღლები უკვე კვდებიან.

- და ამას ბოლომდე უყურებთ?!

- ვისაც შეუძლია კი. პატარები უფრო ვერ უძლებენ. აი, ის ბიჭი ავად რომ გახდა როცა ლეკვის გატყავებას უყურა, 9 წლის იყო და იმიტომ ვერ გაუძლო, თანაც იმ ლეკვის გატყავება თვალებიდან დაიწყეს. ღამე სასაფლაოზეც ადიან. ვისაც პატარა ძაღლი ჰყავდა, ყველას მოუკლეს, ასე ამბობენ, აქ ჩვენი მეგობარი არის დამარხული და იმას ვწირავთ მსხვერპლსო.

- კიდევ, უფრო ხშირად რა ადგილებში იკრიბებიან?

- ყველგან, სადაც დანგრეული შენობაა. წყლის კანალიზაციაშიც ჩადიან, ტანს იბანენ.

- და ვინ ვართ, საიდან ვართო, ამბობენ?

- ზუსტად არ ვიცით. მგონი, ზოგს მშობლები არ ჰყავს. ერთი ჩვენი მეგობარი დაიჭირეს და უთხრეს, თუ შენც ემო გახდები, მაშინ არაფერს დაგიშავებთ, თუ არა, მოგკლავთო. ის ჩვენი მეგობარი გამოიქცა."

... მერე ბიჭები "ემო"-ების სარიტუალო ნანგრევებისაკენ, რომლებიც, სხვათა შორის, სკოლასა და საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს. იქ კი კედლებზე ცხოველთა სისხლისგან გამოყვანილი ეშმაკის გამოსახულებები და ინგლისური წარწერები მაჩვენეს: "ჩვენ ვართ ემო". ამ ავადმყოფური სანახაობით შეძრწუნებულმა იქაურობა ბავშვებთან ერთად სასწრაფოდ დავტოვე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პატარა თანამგზავრებიც ჩემსავით განიცდიდნენ ნანახს. პირიქით, ძალზე მშვიდად განმიმარტეს, "აი, ხომ ნახეთ აქაც ის წერია, რომ ემო ეშმაკის მსახურს ნიშნავსო".

არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ მე მათთვის არ ამიხსნია, რომ სინამდვილეში "ემო" XXI საუკუნის სუბკულტურაა და ზოგადად სატანიზმთან და ცხოველების მსხვერპლშეწირვასთან არაფერი აქვს საერთო. ამ მოძრაობისათვის დამახასიათებელია დეპრესიულობა და საზოგადოების მიმართ პროტესტი, მაგრამ არა აშკარად გამოვლენილი აგრესია. საკუთარი დეპრესიული ემოციების შესაბამისად ისინი იცვამენ შავ ტანსაცმელს, შავადვე იღებავენ ტუჩებსა და ფრჩხილებს, ხშირად ატარებენ მასიურ რკინის ნივთებს.
გეცნოთ? ალბათ, "ემო-ებს" თქვენც შეხვედრიხართ და როგორც მივხვდით, ისინი ცხოველების "მსხვერპლშეწირვით" დაინტერესებული არ არიან. თუმცაღა ამ ამბავიდან მთავარი ის კი არ არის ემო სინამდვილეში ვინ არის, არამედ ის რომ რეალურად არსებობს დაჯგუფება, რომლის ძალადობის მსხვერპლი, დღეს ცხოველებთან ერთად ბავშვებიც ხდებიან. ხვალ კი არავინ იცის ეს რაში გადაიზრდება. ამიტომაც, შეიძლება ბუნებრივად ჩაითვალოს, რომ ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი მხოლოდ ფაქტის ფსიქოლოგიური კომენტარით არ შემოიფარგლა:

"პირადად მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტების გამოძიება მოხდეს და ამ ჯგუფს აღარ ჰქონდეთ საშუალება, მსგავსი ძალადობები განახორციელოს. ზოგადად კი ამ შემთხვევაში არა ემო-ზე და ეშმაკზე, არამედ აქ პატარა სექტაზეა საუბარი, რომელმაც რაღაც ნიშნები მოიძიეს, რომ გარემოს დაპირისპირებოდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებელი სულაც არ არის რომ სექტა რელიგიური ორგანიზაცია იყოს, - თვით გარემოსაგან ოზოლირებული ოჯახიც შეიძლება პატარა სექტა გახდეს და ოჯახის წევრები ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ზეწოლით დაკავდნენ და დაავადმყოფდნენ სულიერად. ეს ახალგაზრდებიც, რომლებიც სავარაუდოდ ღატაკი ოჯახის შვილები არიან და არ იციან რა აკეთონ და რომლთაც გარემომ ვერაფერი შესთავაზა და არ მიიკარა, მარტონი დარჩნენ. ამიტომაც მონახეს ერთმანეთი. მათი ყოველი საქციელი არის პროტესტი გარემოსადმი და ერთმანეთისათვის თავმოწონება - აი, მე არ მოვწონვარ გარემოს, მაგრამ არა უშავს, მე შენ მყავხარ და დაგიმტკიცებ, რომ მე შენი მეგობარი ვარ, რაც შენ მოგწონს, იმას გავაკეთებო. ასე ერთმანეთის მოსაწონებლად შექმნეს მათ თავისი სექტა და საბრალო ცხოველებს გარემოს დასაშინებლად ხოცავენ. ამასობაში თავადაც სულიერად დაავადმყოფდნენ და საზოგადოებაზეც ძალადობენ. ყველა შემთხვევაში ეს უნდა შეჩერდეს".

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/public/16835-l...ebis-seqta.html
ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მართა   ძალადობა მოზარდებში   Jul 4 2008, 02:49 PM
syd   ბავშვის აზროვნები...   Jul 4 2008, 02:54 PM
kokito   ბავშვის აზროვნები...   Jun 3 2010, 10:13 AM
მართა   syd არა რატო ძალაინ ბ...   Jul 4 2008, 03:06 PM
Floyd   ტაძარში აღზრდა დიდ...   Jul 4 2008, 03:09 PM
tamuna m   ხო, ნამდვილად აქტუ...   Jul 4 2008, 07:03 PM
KveS_!   ხო, ნამდვილად აქტუ...   Jan 5 2009, 12:00 AM
leluka   RE: ძალადობა მოზარდებში   Jul 4 2008, 07:42 PM
.nino   ამ თემაზე აქვს გად...   Jul 4 2008, 11:33 PM
მართა   აბსოლიტურად გეთან...   Jul 6 2008, 05:26 PM
T I K O   რა გზით შეიზლება ი...   Jul 6 2008, 05:40 PM
მართა   .nino ნინო უღრმესი მად...   Jul 6 2008, 05:52 PM
abo   უნარების ტესტების...   Jul 6 2008, 11:02 PM
თათარაშვილი   მშობლების ბრალია   Jul 6 2008, 11:05 PM
staywhite   Tue mir gefahlen und bleib Gangster, dass heisst, ...   Jul 6 2008, 11:49 PM
მართა   თათარაშვილი ერთ-ერ...   Jul 7 2008, 12:01 AM
abo   staywhite მსოფლიო კორიფ...   Jul 7 2008, 01:01 AM
მართა   abo ნუხარ ხოლმე ასეთ...   Jul 7 2008, 11:17 PM
xornabujeli   :) ერთ-ერთი მთავარი...   Jul 8 2008, 01:54 AM
შოთაძე   პირადად მე მეგობრ...   Jul 10 2008, 03:08 AM
ლანა   ნამდვილად დიდი როლ...   Oct 4 2008, 08:39 PM
subterranean   აუ თუ გახსოვთ ადრე ...   Oct 4 2008, 09:20 PM
m16   რათქმაუნდა ოჯახის...   Oct 4 2008, 10:09 PM
staywhite   m16 ნოდარ, ყოველთვის...   Oct 4 2008, 11:11 PM
qalbatonimrcheveli   ბავშვის აღზრდასა დ...   Oct 5 2008, 04:00 PM
ლანა   ოჯახი კი შეიძლება ...   Oct 5 2008, 04:01 PM
m16   ხოდა მაგ შინაგანი ...   Oct 5 2008, 04:59 PM
.ნინო   აბო ძია, ამაში აბს...   Oct 5 2008, 11:31 PM
subterranean   აუ ეს უნარები არაფ...   Oct 5 2008, 11:42 PM
MARDUK   RE: ძალადობა მოზარდებში   Oct 6 2008, 11:02 AM
codvili tevdore   მართლები ხართ ეხლა...   Nov 25 2008, 07:25 PM
MARDUK   ამან დაგვღუპა და დ...   Nov 25 2008, 09:41 PM
anna_anna   ბევრი ოჯახი ვიცი ს...   Nov 25 2008, 09:50 PM
თემო   პირადად მე მეგობრ...   Nov 26 2008, 12:56 PM
tinatin*   მოზარდი ჩემი აზრით...   Jan 4 2009, 11:43 PM
egri3   ამის შემდეგ ეს: ცო...   Jan 5 2009, 04:10 PM
inaina   ეს ჩემი აზრია,რომ: მ...   Jan 5 2009, 04:49 PM
მართა   რაღაც ამ ბოლო დროს ...   Jan 5 2009, 07:02 PM
Ahura Mazda   სასამართლოში ეხლა...   Jan 11 2009, 11:03 AM
*ana*   :unsure:   Jan 11 2009, 03:31 PM
diletanti   ისე ყველაფრის სხვა...   Jan 12 2009, 01:38 AM
მართა   Ahura Mazda აი სიამაყე არ ...   Jan 12 2009, 02:21 AM
diletanti   შენი აზრით რა აწუხ...   Jan 12 2009, 02:48 AM
mekaje   მოზარდებში აგრესი...   Jan 12 2009, 11:25 AM
მართა   mekaje დაახლოებით იგივ...   Jan 14 2009, 06:02 AM
codvili tevdore   ყველაზე საშინელებ...   Jan 27 2009, 04:17 PM
kmunebi   ყველაზე საშინელებ...   Jan 27 2009, 04:33 PM
mekaje   მართა ფსიქოლოგია-...   Jan 27 2009, 04:52 PM
codvili tevdore   საქართველოში მთავ...   Jan 28 2009, 06:30 PM
Funny_GiRL   [i] ჩემი აზრიიით ჩვე...   Jan 29 2009, 01:28 AM
ბექა   Funny_GiRL პირველ რიგში ო...   Jan 29 2009, 05:52 PM
*ana*   კარგი იქნებოდა მოძ...   Jan 29 2009, 05:59 PM
teko tkhelidze   http://www.kvirike.ge/index.php?m=publications&p=9...   Jan 29 2009, 08:35 PM
teko tkhelidze   ეს მხოლოდ ჩემი აზრ...   Jan 31 2009, 12:29 PM
giorgi gvasalia   თეკ ყოველტვის არა...   Jan 31 2009, 12:05 PM
giorgi gvasalia   ყველაფერი ზომიერა...   Jan 31 2009, 12:35 PM
teko tkhelidze   ყველაფერი ზომიერა...   Jan 31 2009, 12:39 PM
giorgi gvasalia   ჩემი აზრით ყოველთვ...   Jan 31 2009, 12:41 PM
teko tkhelidze   ჩემი აზრით ყოველთ...   Jan 31 2009, 12:43 PM
giorgi gvasalia   რაც მარტალია მართა...   Jan 31 2009, 12:45 PM
teko tkhelidze   რაც მარტალია მართ...   Jan 31 2009, 12:48 PM
ბექო   + აბსოლიტურად გეთა...   Feb 1 2009, 03:34 AM
შაკო   გეთანხმები . ძალია...   Feb 1 2009, 03:50 AM
წახწახა   მმ მე ვფიქრობ რომ ა...   Feb 3 2009, 09:49 PM
joriko86   დღევანდელ დღეს რაც...   Feb 4 2009, 06:25 PM
sali-j   ძალიან მტკივნეული ...   Feb 6 2009, 10:24 PM
წახწახა   მეც მეხრე კლასში ვ...   Feb 7 2009, 07:03 PM
sali-j   მეც მეხრე კლასში ვ...   Feb 7 2009, 08:26 PM
codvili tevdore   მოზარდებში როგორც ...   Feb 23 2009, 02:06 PM
კანუდოსელი   ეს იმიტომ, რომ მათ ა...   Feb 23 2009, 03:50 PM
ნაინა   sali-j შენ გაიხარე, ნეტ...   Feb 23 2009, 04:44 PM
კანუდოსელი   განათლების მინისტ...   Feb 24 2009, 05:10 PM
მართა   კანუდოსელი 100%-იანი...   Feb 24 2009, 10:31 PM
mariami seminaria   ეს ძალიან ცუდია და ...   Feb 28 2009, 12:34 AM
codvili tevdore   ჩაცმულობა აქ არაფე...   Feb 28 2009, 04:16 PM
*ana*   sali-j მეც მეცხრე კლას...   Feb 28 2009, 04:45 PM
codvili tevdore   sali-j საშინელებაა ბი...   Mar 5 2009, 01:49 PM
Amuza   ჩემი აზრით, განათლ...   Mar 6 2009, 09:46 PM
გრიგოლი   ნეტავ ვისი ბრალია? ...   Jun 26 2009, 05:26 PM
მაშიკო   26 ივნისი არის წამებ...   Jun 28 2009, 01:30 PM
@rusudani@   სიმარტლის თქმას მ...   Jan 28 2010, 11:57 AM
zviadauri   ჩემო კარგებო...ეხლა ...   Jan 28 2010, 12:20 PM
gvanca baxutashvili   ეგ კი არა ჩემი კლას...   Apr 21 2010, 06:17 PM
gvanca baxutashvili   ხოდა კიდევ ერთი პრ...   Apr 21 2010, 06:32 PM
marine   ჩემი მეგობრის ძმიშ...   Apr 23 2010, 12:42 PM
Atman   :lol: :lol: :lol:   Apr 23 2010, 02:12 PM
marine   :lol: :lol: :lol: სასაცილო ...   Apr 23 2010, 03:07 PM
კანუდოსელი   სასაცილო კი არა სა...   Apr 23 2010, 04:36 PM
marine   არაფერ შუაშია ტელ...   Apr 23 2010, 04:48 PM
ქევანა   ყველაფერი მოქმედე...   Apr 23 2010, 05:03 PM
tamuna m   დღეს მამიდაშვილის ...   Apr 23 2010, 08:23 PM
A.v.B   მოაშორეთ ბავშვებს ...   Apr 24 2010, 01:36 AM
კანუდოსელი   მიეცით ბაშვებს სპო...   May 29 2010, 12:33 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი კანუდ...   May 29 2010, 12:47 PM
კანუდოსელი   მე მომხრე ვარ სპორ...   May 29 2010, 01:19 PM
G_saxva   ბევრგან ვეძებე თემ...   Apr 29 2013, 04:19 PM
Otherguy   G_saxva ემო-ები კი არა ჩ...   Apr 30 2013, 02:50 PM
G_saxva   G_saxva ემო-ები კი არა ჩ...   Apr 30 2013, 03:29 PM
Otherguy   მართლმადიდებელი ბ...   Apr 30 2013, 04:27 PM
G_saxva   ეგ აზროვნება არ ვი...   Apr 30 2013, 04:50 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 01:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი