![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
afxazi
წმ. ევტიქის და წმ. გრიგოლ დიალოღოსის დაპირისპირება ცნობილია ისტორიაში. მაგრამ ამბობენ, რომ სიკვდილის წინ წმ. ევტიქიმ თქვა: "აი ამ სხეულში აღვდგებით ჩვენ"-ო. რის შემდეგაც წმ. გრიგოლმა დაივიწყა ეს საკითხი. წმ. ევტიქის ნაშრომი აღდგომაზე დღეს დაკარგულია, ვერაფერს დავაციტირებ. მაგრამ შემდეგ ხატმებრძოლეები ამ არგუმენტს სულ იყენებდნენ - "რატომ არ გამოსახავთ ქრისტეს სხეულს აღდგომის მერე? ის ხომ ნამდვილი, ღვთაებრივი სხეულია"-ო და ა.შ. ორიგენე რომ სულიერი სხეულით აღდგომას აღიარებდა მგონი ამაზე ციტატის მოტანა არაა საჭირო. ეგ მისტიკოსი კაცი იყო, პლატონისტი. თეოდორე მოფსუესტელი წერს: "და ის სხეული რომელიც აღდგება მკვდრეთით და რომელსაც ადამიანი შეიმოსავს, არ იქნება ფიზიკური, არამედ სულიერი სხეული." არადა საინტერესო ისაა, რომ იესო თავადვე ამბობს ბიბლიაში: "როგორც ანგელოზები ცაში ისე იქნებიან ადამიანები, არ დაქორწინდებიან"-ო. თან პავლე მოციქულიც ხომ ამბობს: "იმარხება ფიზიკური სხეული და აღდგება სულიერი სხეული"(1 კორ 15:44) ანტიოქიის პატრიარქი ანასტასი, მეექვსე საუკუნეში აკრიტიკებდა იმათ, ვინც ამბობდა, რომ ჩვეულებრივი სხეულით აღდგებოდნენ ადამიანები. წმ. მაქსიმე აღმსარებელი თავის მეშვიდე ეპისტოლეში აკრიტიკებდა იმათ, ვინც ამბობდა, რომ აღდგომის შემდეგ სხეული ზუსტად იგივე იქნებოდა, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ უკვდავი იქნებოდა. ზუსტი კრედო როგორია? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი