IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩემი სოფელი, გაგვაცანით თქვენი სოფელი და მისი ისტორია
Amuza
პოსტი Feb 2 2008, 10:41 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



საეკლესიო სოფელი აკურა

სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~.
აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა.
დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა.
აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად.
დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა.
მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად.
1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც.
დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია).
დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი May 3 2013, 12:27 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მართალია ჩემი სოფლის შესახებ არაა , მაგრამ ახლოა და დავდებ .
რამდენიმე წლის წინ დავწერე ეს თემა...

ხაშურის რაიონი გეოგრაფიულად არც თუ ისე დიდი ფართობის გახლავთ,თუმცა დაკვირვებული თვალი აქ იმდენ საინტერესო ისტორიულ ძეგლს შეამჩნევს,რომ ტერიტორიული სიმცირე სულ გადაავიწყდება.
ჩვენ ვაგრძელებთ თემათა ციკლს ,,რა განძი გვქონია’’,რომლის მთავარი მიზანი არც თუ ისე ცნობილი ,მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლების საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობაა.
ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ თემის მეორე ნაწილს,რომელიც სოფელ სატივეზე და ამ დასახლებაში მდებარე წმინდა სამების ტაძარზეა.მიუხედავად ცნობების სიმწირისა,ვიმედოვნებთ,რომ ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგაც მკითხველი უკმაყოფილო არ დარჩება.
თემაში მოთხრობილია იმ ცნობილი ფაქტების შესახებ,რომელიც დაკავშირებულია სოფელ სატივესთან, იმ საიდუმლოსთან, რომელსაც წმინდა სამების ტაძრის ნეკროპოლი ინახავს.

შ ი ნ ა ა რ ს ი

I.შესავალი
II.ძირითადი საკითხები
1.სოფელ სატივის ისტორია
2.არქიტექტურა (გეგმა,სტილი,არქიტექტონიკა,ინ
ერიერი,ექსტერიერი)
საეკლესიო ნივთები: ბარძიმ-ფეშხუმი; სახარება; ტრაპეზი; კანკელი
3.სატიველ ბაგრატიონთა ისტორია
4.მოძღვრის ინტერვიუ

III.დასკვნა

შ ე ს ა ვ ა ლ ი


ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსულით,რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი,რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.
ხაშური პატარა რაიონია,თუმცა მას საკმად საინტერესო წარსული აქვს.თურმე ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტოვია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი.ცნობილია,რომ ხაშურის ტერიტორიაზე ,,გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანზიტო გზა.ამ გზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი’’.(1)ცხადია,ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით.ისტორიკოსები მიუთითებენ,რომ აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულების 150-ზე მეტი ძეგლი.ჩვენი ყურადღება ამჯერად სოფელმა სატივემ მიიქცია,რომელსაც საკმაოდ საინტერესო და უცნობი წარსული აღმოაჩნდა



—————

1-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონი,2000წ.გრაფიქსი

1.სოფელ სატივის ისტორია

სოფელი სატივე მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე,მდ.სურამულას აუზში ზ.დ.750 მ. ხაშურიდან დაშორებულია 16 კმ-ით,გომიდან(უახლოესი რკინიგზის სადგური)5-კმ-ით.სატივე შედის გომის სასოფლო საკრებოლოში,არის დიდი და პატარა სატივე.დიდი სატივე მდებარეობს მდ.სურამულას მარცხენა მხარეს,ხოლო პატარა სატივე მარჯვენა მხარეს.
სახელწოდება მომდინარეობს ტივისგან.გადმოცემით,აქ ტივების სადგური ყოფილა,რომელიც შემდგომ სოფლის სახელწოდებადაც ქცეულა.არის ვარაუდი იმის შესახებაც,რომ მდინარე მტკვრის ერთი ტოტი სწორედ სატივესთან გადიოდა,მდინარე მტკვარი კი, როგორც ცნობილია გამოიყენებოდა ტივების გადასაადგილებლად.ამდენად,გამორიცხული არ არის,რომ სოფლის სახელწოდება ტივიდან მომდინარეობდეს.
სატივეს იცნობს ვახუშტი ბატონიშვილი.იოანე ბატონიშვილი სურამის წყლის აღწერისას აფიქსირებს მას.ქართულ ისტორიულ და ეკონომიკურ ხასიათის ძეგლებში ხშირად გვხვდება იგი.
თავდაპირველად სატივე,როგორც ჩანს,ამირეჯიბების კუთვნილი მამულია,რომელიც შემდგომ დავითიშვილების ხელში გადავიდა.ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია: ,,..…სოფელი სატივე,ამირეჯიბებისგან ნანსისხლი’’.
როდის გადავიდა სატივე დავითაშვილების ხელში უცნობია,მაგრამ XVII საუკუნის 30-იანი წლებისთვის,რომ დავითიშვილების კუთვნილებაა არაერთ დოკუმენტში დასტურდება.როსტომ მეფის 1634 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების წიგნში დავით და რამაზ დავითიშვილების მამულის საქმეზე აღნიშნულია, ,,რომ გამოიფიცა დავით და გამოიტანა ფიცითა.. სოფელი სატივე..’’როგორც ამ დოკუმენტით ირკვევა,სატივეზე დავა ჰქონდათ დავით და რამაზ დავითიშვილებს.ეს უკანასკნელი დავითის ძმისწულია,მათ შთამომავლობას შემდგომშიც აქვთ დავა სატივეზე.
ზემო ქართლის XVII-XVII საუკუნეების მოსახლეობის აღწერის არაერთ დავთარშია დაფიქსირებული სატივე:
XVII საუკუნის დამდეგით დათარიღებული დავთრის მიხედვით,აქ 25 კომლი ცხოვრობს;
XVII საუკუნის მეორე საუკუნის ნახევრის დავთარში შეტანილია 14 კომლი;
1715 წლის რუისის სამწყოს დავთარში სატივიდან დაფიქსირებულია 12 კომლი;
XVII საუკუნის 50-იან წლებში ლეკთა ხშირი შემოსევების შედეგად სატივე როგორც სოფელი მოიშალა,1761 წლის 19 თებერვალს ზაალ დავითაშვილი სატივის შესახებ ერეკლე II-ეს წერდა,,..ჩვენს მამულში ცეცხლი აღარ ანთია,აღარც ყმა დაგვრჩომია,რაც ლეკს მოურჩა,დაიფანტნენ.’’
როგორც ირკვევა სამეფო კარისაგან გარკვეული ღონისძიებები გატარებულა სატივის ასაღორძინებლად,მაგრამ აქ ხელმეორედ დასახლებული გლეხებიც ხშირად გამხდარან ლეკთა შემოსევების მსხვერპლნი.1764 წლის 24 ნოემბრის დიმიტრი ნაზირის არზაში ერეკლე II-სადმი,ნათქვამია:,,ახლაც აჯიაშვილი და 8 გლეხი კაცი ლეკისაგან დაკარგულან.’’იმდენად გართულდა საქმე,რომ მას სატივეში თავისი მსახურები დაუყენებია,რათა სოფელში დარჩენილი გლეხებიც არ დაფანტულიყვნენ.,,..მიდით, სატივეს დადექით,მანამდე ხელმწიფეს მოვახსენო,ვინც დარჩომილან,ისინიც და ქვრივ-ობლები არ დაიფანტონ მეთქი.’’(1)
დიმიტრი სთხოვს სამეფო კარს,რომ სატივის მიმართ გარკვეული



————————————-

1-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა,გვ-128

შეღავათები განხორციელდეს,კერძოდ,ვინც აქ დადგებოდა განთავისუფლებულიყო სურსათის გადასახადისა და მორიგე ჯარში სამსახურისგან.,,თუ თქვენი წყალობა არ დაემართათ რა,და ერთი იმედიანი ოქმი არ უბოძეთ,იმათი გაძლება არ იქნება’’ნათქვამია არზაში.დიმიტრი იქვე მიუთითებს,რომ სატივეში ,,..მემკვიდრე ბინიანი კაცი არავინ არის.სულ მოგროვილ-მოგროვილი კაცნი შემიპყრია და ისინი დგანან.’’(1)
სამეფო კარმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა სატივის მიმართ.ეს კარგად ჩანს დოკუმენტზე ერეკლეს მიერ გაკეთებული წარწერიდან,რომელშიც ნათქვამია;ჩვენი ბრძანება არის,ვინც სატივეს დგახართ,მერმე თქვენი მორიგე და სურსათი გვიპატივებია.თქვენ მანდაურობაზე გულს ნუ გამოიცვლით.მანდავ მართებულათ უნდა იდგეთ..ნაზირისთვისაც გვითქვამს,თქვენს ყოვლისფრის ხელს მოგიმართავსთ.ჩვენც ყურს მოგიგდებთ.თქვენს ძალასა და უსამართლოს ვერავინ გიზამთ.ღმეთმა ნუ ჰქნას,თუ დაგჭირდებათ ჯარს მოგახმარებთ’’.
სამეფო ხელისუფკების მხრიდან სატივის მიმართ გატარებულმა ასეთმა სერიოზულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგი გამოიღო.უკვე,1766 წლის 8 სექტემბერს ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია:,,..რა სატივე აშენდა’’..
გერმანელი მეცნიერი ი.ა. გულდანშტედტი,რომელიც 1771-1772 წლებში მოგზაურობდა საქართველოში,რამდენჯერმე მოიხსენიებს სოფელ სატივეს,ორჯერ აღნიშნავს,რომ სატივე ციხეა.,,მოხისი და სატივე,ორივე ცერებრა’’.მდინარე სურამულას ხეობის აღწერის დროს კვლავ ასახელებს სატივეს, როგორც ციხეს-,,ციხე სატივე’’.
რას ემყარება ი.გულდანშტედტი, როდესაც სატივეს ციხედ მოიხსენიებს,სხვა დოკუმენტებში ვერ მივაკვლიეთ,არც სატივეშია რაიმე კვალი

———————-

1.თ.ლაცაბიძე.ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა,გვ-128

შემორჩენილი თუნდაც ნანგრევების სახით.ამ მხარეში ციხე მხოლოდ ოსიაურში გვხვდება.
სატივეში 1865 წელს 23 კომლი მოსახლეა (20 სახელმწიფო და 3 დრებით ვალდებული)1886 წლის აღწერით კი,აქ 36 კომლი ცხოვრობს (126 კაცი და 223 ქალი)რომლებიც ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მთლიანად ქართველები არიან.
სახელწოდება დანიშნულების სახელისგანაა მიღებული სა-ე თავსართ-ბოლოსართების საშუალებით სატივეში მდებარეობს წ.მ. სამების ეკლესია(დიდი სატივე)რომელიც XIXსაუკუნეშია აგებული(1)

———————–

1.თ.ლაცაბიძე.ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა.გვ126-127

არქტ.ძეგლი.სოფლის ჩრდ.აღმოსავლეთით 500 მ-ზე.აშენებულია XIXს-ის შუა წლებში ბაგრატიონ დავითიშვილის(დავიდოვის)მიერ.ეკლესია დარბაზულია(10.4X6.16)ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით.შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით,ნახევარწლიულ აფსიდში, დარბაზის სამხრეთით და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია,აფსიდის სარკმლის ორივე მხარე ნიშებია.საკურთხევლის წინ დგას კანკელი,ინტერიერი შელესილია და შეთეთრებულია,ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით,რომლის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა,ინტერიერში ჩრდ.კედლის დასავლეთ ნაწილში ჩასმულ მარმარილოს ფირფიტაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა,დასავლეთ ფასადის კარის გასწვრივ კედელში ჩატანებულია ქვაზე-ჯვარი.დასავლეთით ეკლესიაზე მიშენებულია მაღალი პროპორციულობის აგურით ნაგები სამრეკლო,(3.2X3.2).I სართული ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით და დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავანგარდით.II სართული ფანჩატურია,იგი I სართულთან შედარებით ვიწროა,ორივე სართულს გუმბათოვანი გადახურვა აქვს(1)

———————

1.საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა,ტომი-V,გვ 429
საეკლესიო ნივთები
ა)ბარძიმ-ფეშხუმი

ტაძრის აღდგენის დროს,სამწუხაროდ ვერ იქნა ნაპოვნი უძველესი ბარძიმ-ფეშხუმი,ხოლო სურათზე ნაჩვენები ბარძიმ-ფეშხუმი იქნა შეძენილი ბატონ დავით ტყეშელაშვილის მიერ

ბ)სახარება


ტაძრის სახარება,ისევე როგორც ბარძიმ-ფეშხუმი,კომუნისტური მმართველობის პერიოდში დაიკარგა,ხოლო მოცემული სახარება შეძენილ იქნა 2008 წელს,წმინდა სამების ტაძრის მრევლის მიერ.

გ) ტრაპეზი



სურათზე გამოსახულია წმინდა სამების ტაძრის ტრაპეზი,ტრაპეზის ქვა არის შემორჩენილი ძველი ეკლესიისგან.

დ)კანკელი


ძველი ტაძრის კანკელი,ისევე როგორც ნივთების დიდი უმრავლესობა იგიც იყო დაკარგული,სურათზე გამოსახული ტაძრის კანკელი კი შეიქმნა ტაძრის მეორედ აღდგენისას.

სატიველ ბაგრატიონთა ისტორია

გასული საუკუნის საქართველოს სულიერ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა ბაგრატიონ-დავითაშვილთა ოჯახმა,ეს იყო დიდი ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი,რომლის ყველა წევრიც გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენდა იმ დროის საქართველოში.
ყველა ოჯახს თავისი ისტორია და ბედი აქვს,განგებამ ტრაგიკული ხვედრი არგუანა ამ ოჯახს,ოჯახს,რომლის შვილები თავისი დროის საუკეთესო მოღვაწენი იყვნენ,თუმცა პირქუშმა დრომ არც ისინი დაინდო და ხშირად არგუნა ჟამის სიმწარე,მაგრამ აგრეთვე იყო ბედნიერი დღეებიც,რომლებმაც მცირეოდენი სიხარული მაინც მიჰგვარეს ბაგრატიონთა ამ შტოს.


ჩვენ ზემოთ მოგახსენეთ,რომ სოფელ სატივეში,მდებარეობს წმინდა სამების ტაძარი,ეკლესიის ნეკროპოლი ხუთი საფლავით,რომლებიც დიდ ისტორიას ინახავენ,ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგება,თუ რა იმალება ცივი ლოდების უკან.
,,ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს პოდპორუჩიკის ალექსანდრე ბაგრატიონ დავიდოვის მშობლის,კნეინა მელანიას გუამი,რომელიც ითხოვს აღმომკითხველთაგან სულისათვისა განსვენებისა თქმასა.გარდაცვლილ არს ჩყნზ/1857/წელსა იანვრის 4 დღესა.
რაც შეეხება ალექსანდრე ბაგრატიონს,მას ყველა იცნობდა,როგორც უძლიერეს მებატონეს,დიდი მამულების პატრონს და შეუპოვარ ადამიანს.,,ალექსანრე ბაგრატიონ დავითაშვილი ერთ-ერთ დიდ ფეოდლად ითვლებოდა მთელს ქართლში,მისი გავლენის სფერო ისედაც ვრცელი იყო,ხოლო დიდი გავლენიანი გვარის ქალის შერთვამ სიმდიდრეც შემატა და სახელიც.’’(1)
საკმაოდ დიდი განათლება ჰქონია მიღებული ალექსანდრეს მეუღლეს დარია,რომელიც მეფე ერეკლეს შვილთაშვილი ყოფილა(ერეკლე-ანასტასია-ბიძინა-დარია),როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ,იგი ქართული მწერლობის კარგი მცოდნე ყოფილა,და გარდა ამისა უცხოურსაც კარგად ყოფილა დაუფლებული,ამის გამო იყო რომ შვილებმა ჩინებულად იცოდნენ ფრანგული ენა.
ალექსანდრე და დარია ბაგრატიონებს ჰყავდათ ხუთი შვილი:ნიცა,ბაბო,ტასო,გიორგი და თამარი.



———————-

1.ვ.ჭელიძე,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა,თბ 1957.გვ283





,,1884 წელს ბაგრატიონ-დავითიშვილებმა გაათხოვეს უფროსი ქალიშვილი ნიცა,
მისი მეუღლე ბეჟან წერეთელი საჩხერეში ცნობილი პიროვნება ყოფილა,აკაკი
წერეთლის ახლო ნათესავი,შემდგომში კი სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.სწორედ ამ ქორწინებით დაედო საფუძველი საჩხერეში ერთი მშვენიერი ოჯახის შექმნას,ხოლო ამ ოჯახის უპირველესი მეგობარი აკაკი წერეთელი იყო.ნიცას და ბეჟან წერეთელს სამი შვილი ჰყავდათ:ივლიტა,ალექსანდრე,თა
არი(1)
აკაკი მოხიბლული იყო ბეჯან და ნიცა წერეთლების ოჯახით,ძალიან უყვარდა მათი პირველი ქალიშვილი-ივლიტა,თუმცა უეცრად გარდაიცვალა უმანკო ივლიტა,მშობლებმა პატარა წერეთელი სატივის ტაძარში დაასაფლავეს,შეძრძწუნებულმა პოეტმა მშობლების სანუგეშოდ ივლიტას ლექსი მიუძღვნა:

,,იხარე ანგელოსთ გუნდში,
ვარსკვლავო მოსხივცისკარე,
ლიტანიობდე ამიერ
ეთერზე ფრთებმოელვარე.
წახველ უდროოდ ამ სოფლით
ედემის ნორჩი ყვავილი,
რომ შენი ხსოვნა შენს მშობლებს
ეკლად დაესოს მწარ ტკბილი.
თანამავალო ვარსკვლავთა,
ელვარებითა დიდებით.
ლიტანიობდე ცის გუნდში
იმხიარულე მშვიდობით“

—————

1.მ.მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.200წ.გამომცემლობა ცისნამი,გვ8.

(ყოველი სტრიქონის პირველი ასოებით იკითხება ივლე წერეთელი)



1903 წელს ნიცა ფეხმძიმედ შეიქმნება,თუმცა უიმედოდ უყურებდა მომავალს,ამის გამგონე აკაკი ლექსს უძღვნის,,შვილის დამკარგავ ორსულ დედას’’

,,იგლოვდი სისხლხორც დაკარგულს
შესტრფოდი თანვე მომავალს,
და სავსე სარწმუნოებით
იხდიდი სოფლის სესხს და ვალს.
ამბობდი ,,ყოვლად ძლიერო’’
წმინდა არს ნება შენიო,
სიკვდილით ჰბადებ სიცოცლეს
თვით ბნელზე ნათლის მფენიო”.





ნიცას გოგონა შეეძინა,რომელსაც თამარი დააარქვეს,აკაკიმ კი გოგონას თამუნია შეარქვა.
ოჯახში ხშირი იყო სტუმრიანობა,წარჩინებულ სტუმართა რიცხვს მიეკუთვნებიან ცნობილი მოღვაწეები-მარჯორი და ოლივერ უოდტროპები,რომლებსაც ერთი ღამე საჩხერეში,ბეჯან წერეთელთან გაუთენებიათ და ძლიერ მოხიბლულნი დარჩენილან მასპინძლობით.შემდეგში კი ინგლისელი სტუმრები საგურამოში,ილია ჭავჭავაძესთან წასულან.
ნიცას გარდა ბაგრატიონებს ორი ასული ჰყავდათ-ტასო და ბაბო.ამათგან ბაბო ყველაზე უმცროსი და სრულქმნილი მშვენიერებით



დაჯილდოებული ყოფილა,აკაკი მას ,,ტუჩმარჯანას”ეძახდა,როგორც ამბობენ,პოეტს იგი სარძლოთაც მოსწონდა:

,,სილამაზე,სიჭაბუკე
მომხიბლავი კაცის გულის,
ედემს ქმნილი,ცაში თლილი
აკვანია სიყვარულის.’’
მალე ბაბო პარიზისკენ აიღებს გეზს,ხოლო იქიდან ლონდონში გაემგზავრება.უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ კი გადაწყვეტს,რომ გახსნას საქველმოქმედო სამკერვალო ხელმოკლე ქალებისთვის.ამ განზრახვას კი მარჯორი უოდტროპის დახმარების შემდეგ მართლაც შეესხმევა ხორცი.1902 წლიდან იგი გადადის საცხოვრებლად პეტერბურგში,თუმცა,რამოდენიმე
წელიწადში უკურნებელი სენით დაავადდება და 1915 წლის 17 ივლისს





გარდაიცვლება,.,,XIX საუკუნის მიმწუხრისა და XX საუკუნის გარიჟრაჟის საქართველოს ნამდვილმა მშვენებამ,სამშობლოში ძლივს ჩამოიტანა სული და ძმამ იგი ეკლესიაში მშობელთა ფერხთით დაკრძალა.(1)
რაც შეეხება ტასო ბაგრატიონს,დავითიშვილების ოჯახიდან აკაკი ყველაზე მეტად ტასოს დაახლოებია და ლექსიც უძღვნია მისთვის-,,ტასო ბაგრატიონის ალბომში”
,,სკვითის ენა,სკვითის ქცევა,
მეგობრადაც ვინმე სკვითი,
ვისურვებ,რომ აგცდენოდეს.
შენ ეგ სხვისი მაგალითი.”
ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამტკიცდა,როდესაც ტასო ცოლად გაჰყვა ქართული კულტურის ჭეშმარიტ კორიფეს,ვანო მაჩაბელს და გახდა აკაკის პოეტური ხატი,მისი შთაგონებით პოეტმა ბევრი ლექსი დაწერა,მათგან ერთ-ერთია ,,ტ..ს”
,,უცხოეთს მყოფსა შენს გამო,
გულში რომ ცეცხლი მეკიდა
დრო გარდასული კურცხალად
წამწამზე გადამეკიდა.”
თუმცა არც მისი ბედნიერება გაგრძელებულა დიხანს და 1917 წელს გარდაიცვალა იგი.შეწუხებულმა უოდტროპმა ნორვეგიიდან მოაწვდინა ხმა ჭირისუფლებს.

—————————-

1.მ.მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.გვ.74



უოდტროპს არც ნინო ორბელიანი ჩამორჩა და ლექსით გამოხატა გულისტკივილი :
,,შენ კი ტურფავ სახით,საქმით
სულით,გულით მშვენიერსა,
სამშობლო არ დაგივიწყებს
ეწამები ჩვენსა ერსა. ‘’

1899 წელს აკაკი წერს ლექსს:,,ცოცხალი სურათები”,რომელიც დათა ბაგრატიონს ეძღვნება,დათა დარდიმანდი,კეთილშობილი ჭაბუკი ყოფილა,და აკაკის კარგი მეგობარიც გამხდარა.
,,მზე ჩაგვესვენა..დაბნელდა,
ძლივს ბჟუტავს ჩვენი ლამპარი,
ჩვენი წარსული ჩვენთვისვე
გამხდარა სიზმარ-ზღაპარი..’’
დათას განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული,ცხოვრობდა-ჟენევაში,ნიცაში,პარიზში.ალბათ,სწორედ ამ სიბრძნეზე საუბრობდა აკაკი წერეთელი,როცა ხმალზე წარწერა გაუკეთა ბაგრატიონს.
,,სახარება გვირგვინად და
ტახტად ვეფხისტყაოსანი
საზრუნველად ქართველობა
და მეგობრად ბრძენმგოსანი.
ყველა ერთად შეადგენდა
ბაგრატიონთ ძლიერებას.
და ღირსეულ იმათ ნაშთსა
დღესაც კიდევ ვუძღვნი ქებას.’’
XX-საუკუნის გარიჟრაჟზე დათამ ცოლად მოიყვანა ბარათაშვილის ქალი და შექმნეს კიდევ ერთი შესანიშნავი ქართული ოჯახი,თუმცა ახლობლების დაღუპვის მომსწრე დათამ ვეღარ შეძლო დიდხანს სიცოცხლე და გარდაიცვალა 1921 წელს.
იმდროინდელ საქართველოში, როგორც ყველა მისი ოჯახის წევრი,საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო გიორგი ბაგრატიონი, რომელიც ყოფილა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი და რამდენადაც მას თავისი ოფიციალური მდგომარეობა აძლევდა საშუალებას,მნიშვნელოვანი წვლილიც შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.თუმცა განგების ხვედრი არც მას ასცდა და 1929 წელს განეშორა წუთისოფელს.
ჩვენ ზემოთ ვახსენეთ პატარა თამუნია წერეთელი,თუმცა ვრცლად არ გვისაუბრია მის შესახებ.ნიცა წერეთელი იხსენებს:ჩემმა შვილმა წაიკითხა ,,ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო”აკაკი რომ ყურს უგდებდა საშინლად აღელდა,ქვითინი დაიწყო.მე ვკითხე, რამ აგაღელვათ აგრე,რომ ატირდით მეთქი,- იმისთანა გრძნობით წაიკითხა,რომ ბედნიერება განვიცადე,რომ ამ პატარამ ასე იგრძნო ჩემი გულისნადები,დიდები ასე ვერ წაიკითხავენო.
როდესაც წამოიზარდა თამუნია,ყველა აღიარებდა რომ იგი ღვთაებრივი სილამაზის მატარებელი იყო.წერეთლების ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად,შესანიშნავი განათლების მქონე თამუნიამაც დაიწყო მუშაობა ლაღიძის წყლებში მოლარედ.თბილისში მალე გავრცელდა ხმა უმშვენიერესი ქალის შესახებ.ერთ დღეს ტიციან ტაბიძე შევა მაღაზიაში და დარჩება გაოგნებული ამ სილამაზის ხილვის გამო და უძღვნის კიდევაც ლექსს:
,, ბედნიერი ვარ-როგორც არასდროს,
თვითონ არ ვიცი რა მიხარია.
არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს
თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია.
ტაშისკარიდან მოჰქრის გრიგალი
დიდ მოურავის მუზარადებით.
სჩანს მოგრეხია თავის ნამგალი,
მთვარე სავსეა გულის ნადებით,..
თამარ ვინ იტყვის-რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის-რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის-მართლა რა არის..
თავზე დამნათის მე ძველი ქართლი,
და ,,მოდი-ნახის”ვარ პატიმარი?.(1)
გიორგი ლეონიძე,ექსპრომტად უძღვნის ლექსს ,,ღამე ივერიისა”-თამუნიას
,,დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზედ წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე.’’
1925 წელსავე კონსტანტინე გამსახურდია მიართმევს მას ,,დიონისოს ღიმილს”,1926 წელს გრიგოლ რობაქიძე კი ,,გველის პერანგს‘’.1929 წელს თამუნია ცოლად გაჰყვა იმ დროისათვის გამოჩენილ იურისტსა და ექიმს ნიკოლოზ კახაძეს.თუმცა არც თამუნიას ასცდა მწარე სასმისი და შვილის შეძენიდან 15 დღის შემდეგ ფეხი მოკვეთეს.ამის გამგონე ტიციანს კი სულითხორცამდე შეძრავს ეს ტრაგედია:
,,ხარ დანგრეული შენ მოდი-ნახე
ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი


მას შემდეგ რაც მოვრჩით საჭირო მასალების მოკვლევას,გადავწყვიტეთ,რომ მივსულიყავით წმინდა სამების ტაძრის მოძღვარ დეკანოზ არჩილ ლურსმანაშვილთან.
გ.ლ.დაგვლოცეთ მამაო.
მამაო-ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და
სრულიად საქართველო.
გლ- ჩვენ ყურადღებით გავეცანით ტაძართან დაკავშირებულ ცნობებს და გაოცებულებიც დავრჩით,გვაინტერესებს,თუ იყო კომუნისტური მმართველობის პოერიოდში ამ სიწმინდეების ხელყოფის მცდელობა?
მამაო- მოგახსენებთ,რომ იმ ავადსახსენებელი კომუნიზმის დროს იყო სიწმინდეების დაზიანებისმცდელობა საფლავები დამსხვრეულია,რადგან ჩვენი ,,თანამემამულეები”ფიქრობდნენ
რომ მათში სიმდიდრე იყო ჩატანებული,თუმცა მადლობა ღმერთს საფლავებმა ჩვენამდე მოაღწია.
გლ- რაც შეეხება უშუალოდ ტაძარს როგორი სახით მოაღწია ჩვენამდე?
მამაო-ტაძარი საკმაოდ დაზიანებული მდგომარეობაში დაგვხვდა,დაზიანებული იყო უძველესი ხის კანკელი,აგრეთვე,დაკარგული იყო უძველესი ნივთები,თუმცა ბატონმა დავით ტყეშელაშვილმა ძალ-ღონე არ დაიშურა,რომ ტაძარს ძველი იერსახე დაბრუნებოდა და მადლობა ღმერთს, 2008 წელს აღდგა კიდევაც წირვა-ლოცვა.
გლ-დიდ დროს აღარ წაგართმევთ,თუ შეიძლება გვითხარით,რა სამუშაოებს საჭიროებს ამ დროისთვის ტაძარი?
მამაო-ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებულით,ამაში კვლავ გვეხმარება ბატონი დავითი და ღმერთმა შეაძლებინოს შეაძლებინოს მას მრავალი ამგვარი საქმის გაკეთება
(სატიველ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი)



დასკვნა
ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგ ალბათ მკითხველი უკმაყოფილო არ დარჩება,რადგან როგორც სატივეს და სატიველ ბაგრატიონებს ძალიან ტრაგიკული,თუმცა საინტერესო ისტორია აღმოაჩნდათ,ჩვენ ვეცადეთ,რომ გაგვეგო ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლების უახლესი ისტორია,თუმცა მხოლოდ იმას მივაკვლიეთ,რომ დათას ქალიშვილი-როდამი საფრანგეთში გამგზავრებულა.იქვე დარჩენილა, რადგან არ სურდა კომუნისტურ საქართველოში ცხოვრება და გარდაცვლილა ნიუ-იორკში რამდენიმე წლის წინათ.
ამ მოკლე ისტორიის გაცნობის შესახებ ალბათ ყველა დავფიქრდით თუ რაოდენ ტრაგიკული,თუმცა საინტერესო ისტორია ჰქონია ბაგრატიონთა ერთ-ერთ შტოს,რომელის შესახებაც საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული.

გამოყენებული ლიტერატურა:

I-საქართველოს ისრორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა,ტომი V.თბილისი 1990წ.
II-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონი 2000წ.
III-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონის ისტორია, ტოპონიმიკები. ხელნაწერი, ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
IV-მურად მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.2000წ
V-ვ.ჭელიძე,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა,თბ.1957
VI-ტიციან ტაბიძე,ლექსები,პოემები,პროზა,
ერილები,თბილისი 1985

შენიშვნა:
ნაშრომში გამოყენებულ ფოტოთა ერთი ნაწილი გადაღებულია ავტორის მიერ,ხოლო მეორე ამოღებულია წიგნიდან-მ.მთვარელიძე,,მათი ბედნიერი და უბედური დღეები’’,2000წ.ცისნამი


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Amuza   ჩემი სოფელი   Feb 2 2008, 10:41 PM
marine   Amuza თემა კარგი და სა...   Feb 4 2008, 05:23 PM
iani   ჩემი სოფელი უულამა...   Feb 5 2008, 08:05 PM
k@the   გაიხარე Amuza! მარინ...   Feb 5 2008, 08:35 PM
marine   გაიხარე Amuza! მარინ...   Feb 6 2008, 02:04 PM
Amuza   ჯიგრები ხართ! და ...   Feb 6 2008, 01:06 PM
marine   [color=#990000]სოფელ მაწიმი ...   Feb 6 2008, 03:53 PM
Amuza   [color=#990000]სოფელ მაწიმი...   Feb 6 2008, 11:02 PM
marine   მე მაპატიეთ, მომავ...   Feb 7 2008, 12:16 PM
yipiani gio   სოფელი ხვანჭკარა. ...   Feb 17 2008, 03:55 AM
Amuza   სოფელი ხვანჭკარა. ...   Feb 19 2008, 01:38 PM
marine   სამწუხაროდ რაჭაში ...   Feb 19 2008, 05:42 PM
Amuza   მე ვარ რაჭაში,შოვშ...   Feb 19 2008, 08:42 PM
xornabujeli   :) ჩემი სოფელია (დედ...   Feb 20 2008, 03:58 AM
tamara   საეკლესიო სოფელი ...   Feb 20 2008, 10:22 PM
marine   ცურტავი ცურტავი ქ...   Feb 27 2008, 12:13 PM
Amuza   ცურტავი ცურტავი ქ...   Mar 2 2008, 11:54 PM
marine   დამაინტერესა. გაჩ...   Mar 4 2008, 04:23 PM
makiki   :ზაფხული: სოფელი ძ...   Mar 4 2008, 04:38 PM
marine   :ზაფხული: სოფელი ...   Mar 4 2008, 04:40 PM
laziale   ჩემს სოფელზეც მოვი...   Mar 19 2008, 11:03 AM
marine   ჩემს სოფელზეც მოვ...   Mar 19 2008, 11:19 AM
laziale   სოფელი კორბოული სა...   Mar 20 2008, 11:10 AM
inaina   ჩემი მშობლიური მხა...   Jan 28 2009, 03:53 PM
inaina   http://s61.radikal.ru/i171/0901/75/4ea1a1257eda.jp...   Jan 28 2009, 04:41 PM
zedela   Amuza აკურელი ხარ?? მან...   Jan 28 2009, 09:08 PM
Amuza   [b]Amuza აკურელი ხარ?? მ...   Feb 1 2009, 07:43 PM
Funny_GiRL   [b]მე მამა მყავს იმე...   Jan 30 2009, 03:07 PM
Tarzana   ეჰ... სად არ მაქვს წი...   Jan 30 2009, 03:19 PM
inaina   ეჰ... სად არ მაქვს წი...   Jan 30 2009, 04:53 PM
Tarzana   წინანდალი მდენარე...   Jan 30 2009, 09:36 PM
inaina   შენი ჭირიმე შენი :* :...   Jan 30 2009, 11:24 PM
tamara777442   ეჰ... სად არ მაქვს წი...   Jan 31 2009, 12:11 AM
Tarzana   ა ბატონო წინანდალ...   Jan 31 2009, 12:14 AM
maare   ეს არის სოფ. ლახირი,...   Feb 2 2009, 07:47 PM
zviadauri   ეს არის სოფ. ლახირი...   Mar 20 2009, 01:53 PM
sergi_glaxa   ჩემი სოფელია ვარია...   Mar 20 2009, 01:20 PM
inaina   ვარიანი - სოფელი გო...   Mar 20 2009, 01:33 PM
mari-mari15   ჩემი სოფელი კავთის...   Mar 20 2009, 01:39 PM
inaina   http://img22.imageshack.us/img22/8817/picture147n....   May 14 2009, 10:49 AM
მაშიკო   ჩემი სოფელი ქუთაის...   Jun 5 2009, 01:03 PM
Amuza   სოფელ აკურის მამად...   Oct 25 2009, 09:29 PM
qetevani-82   Amuza რა კარგი სურათე...   Oct 25 2009, 11:12 PM
natinati20   ჩემი სოფელია სხვავ...   Dec 14 2009, 04:13 PM
mari-mari15   http://s52.radikal.ru/i138/1003/79/36f330a02eec.jp...   Mar 8 2010, 06:59 PM
ikanosi   მარტვილის რაიონი ს...   Mar 8 2010, 06:59 PM
აბე   მარტვილის რაიონი ...   Mar 8 2010, 09:41 PM
mari-mari15   http://i035.radikal.ru/1003/48/6db939eaf4af.jpg ...   Mar 8 2010, 07:05 PM
ikanosi   აბე ბანძასთან ახლო...   Mar 8 2010, 09:42 PM
აბე   აბე ბანძასთან ახლ...   Mar 8 2010, 09:46 PM
ikanosi   აბე ჩემი ბანძის მო...   Mar 8 2010, 09:48 PM
irakli_89   სოფელი თლუღი სოფე...   Jun 25 2010, 01:23 PM
irakli_89   სოფელი თლუღი სოფე...   Jun 25 2010, 01:23 PM
mari-mari15   http://s55.radikal.ru/i149/1009/71/c740d0a0c2fc.jp...   Sep 25 2010, 01:32 PM
Adam   არ მაქვს სოფელი :(   Sep 25 2010, 01:32 PM
mari-mari15   მაღალაანთ კოშკები...   Sep 25 2010, 01:35 PM
Adam   mari-mari15 სად გაქვს ?.. მა...   Sep 25 2010, 02:38 PM
dariala   qetevani-82 რა სილამაზეა, ...   Sep 26 2010, 03:44 PM
lechxumi   სოფელი ლასურიაში ...   Jul 20 2011, 07:35 PM
ემილი   ტყელვანი... ვანის რა...   Jul 20 2011, 10:01 PM
A.V.M   ემილი ისე აქამდე მ...   Jul 21 2011, 12:38 AM
A.V.M   მართალია ჩემი სოფლ...   May 3 2013, 12:27 AM
A.V.M   მართალია ჩემი სოფლ...   May 3 2013, 12:41 AM
marine   "მზეჩაღვრილი ქარ...   Apr 12 2016, 03:35 PM
marine   "ჩვენი ერის უნიკა...   Sep 6 2016, 12:25 PM
marine   "ქალაქი სოფლითაო,...   Dec 1 2016, 11:27 AM
marine   "ერთი სოფლის შესწ...   Mar 20 2017, 10:36 PM
marine   ტრადიციები საღოლა...   Mar 23 2017, 12:56 PM
marine   "კარგა გაიმანძილ...   May 7 2017, 02:22 PM
marine   "ბოლო 20 წლის განმა...   Jun 20 2017, 10:07 PM
marine   "დილა ფარსმაში გა...   Aug 14 2017, 10:17 PM
marine   "ვინც სოფელს მიუბ...   Aug 22 2017, 02:13 PM
marine   "გასაჭირმა უმეტე...   Sep 13 2017, 11:35 AM
marine   "რაჭის სევდა დღეს...   Oct 2 2017, 10:14 AM
marine   "დღეს სოფელ ჭერემ...   Nov 8 2017, 10:37 AM
marine   "თუ სოფელი დააფას...   Nov 18 2017, 09:03 PM
marine   "მოსახლეობისთვი...   Dec 6 2017, 08:06 PM
marine   "ლამაზი და მყუდრო...   Dec 7 2017, 11:00 AM
marine   "სოფლის სამსახურ...   Jan 4 2018, 11:38 AM
marine   "რამდენჯერ მიფიქ...   Jan 15 2018, 02:25 PM
marine   "რამდენჯერ გამივ...   Jan 16 2018, 12:26 PM
marine   "...გამოკეტავენ სა...   Jan 16 2018, 05:55 PM
marine   "სიმონეთელებმა კ...   Feb 5 2018, 07:04 PM
marine   "ღმერთმა დიდხანს ...   May 6 2018, 11:12 AM
marine   "სოფელში ადამიან...   Jun 29 2018, 05:55 PM
marine   "მწარე ფიქრს მისც...   Jul 16 2018, 10:25 PM
marine   "სოფელი თუ დაეცა, ...   Aug 31 2018, 04:36 PM
marine   "სოფლის მძიმე შრო...   Oct 26 2018, 09:22 PM
marine   "თუ გინდა გადარჩე...   Mar 22 2019, 08:39 PM
marine   "საქართველოს საპ...   Apr 20 2019, 11:24 AM
marine   "რაც შეეხება სოფე...   Jun 4 2019, 10:28 PM
marine   "როგორ მიყვარდა ჩ...   Jul 30 2019, 08:40 PM
marine   "ჭრიჭინები. ზომიე...   Aug 7 2019, 12:12 PM
marine   ჩემი სოფელი ჯეჯილ...   Oct 21 2019, 01:40 PM
marine   "ჩვენი სოფელი გად...   Jan 10 2020, 03:33 PM
marine   "ჩვენი სოფელი გად...   Apr 3 2020, 09:16 PM
marine   "იცოდეთ, რომ ერთა...   Apr 13 2020, 08:39 PM
marine   "სამწუხაროდ, გრიგ...   May 30 2020, 06:55 PM
marine   "ჩვენს სოფელს [სა...   Dec 14 2020, 08:52 PM
marine   "მე მეშინია სოფლი...   Mar 4 2021, 08:40 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 10:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი