პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
May 3 2013, 12:44 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - ადამიანის გული სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს და არა - ბოროტების სამყოფელი
ადამიანის გული სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს და არა - ბოროტების სამყოფელი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმენდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. სამების ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურღია დასრულდა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ეს დღესასწაული განსხავებულია, ამ დღეს უფალმა თავისი მოციქულები შეკრიბა და აზიარა, გატეხა პური და თქვა, რომ ეს არის ხორცი მისი და ასევე თქვა "სვით ამისგან, ეს არის სისხლი ჩემი". პატრიარქის თქმით, წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ ასეთი უდიდესი საიდუმლოს შესრულების მიუხედავად იუდას გულში შევიდა ეშმაკი, უფლის მტერი და გამცემი გახდა. პატრიარქმა ბრძანა, რომ როდესაც მოციქულებს მიეცათ ძალა დავრდომილთა განკურნებისა და სხვა სასწაულების მოხდენის, ისეთივე ძალა ჰქონდა იუდასაც მინიჭებული. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, ადამიანის გული სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს და არ უნდა გახდეს ბოროტების სამყოფელი. მან ასევე გაიხსენა 1957 წელი, როდესაც სიონში დიაკვნად აკურთხეს. მაშინ იგი სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. პატრიარქმა გაიხსენა, მელქისედეკ მ ესამემ როგორ დაბანა მოძღვრებს ფეხი და აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის დაუვიწყარია. უწმინდესის თქმით, მადლითა და უფლის წყალობით იმდენად იყო აღვსილი, რომ ტაძრიდან წასვლა აღარ უნდოდა, ყველანი წავიდნენ ტაძრიდან, უწმინდესი კი განაგრძობდა ლოცვებს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ წმინდა ნინოს ჯვრის კანდელიდან მის თავსაბურავს ზეთი მთლიანად გადმოეღვარა. "ეს იყო ნიშანი, რომ სულიწმინდა უხვად გადმოვიდა ჩემსა და საქართველოზე", – განაცხადა პატრიარქმა და უფალს შესთხოვა, მოგვცეს ჩვენ თავმდაბლობა, რადგან უფალი თავმდაბალთ აღამაღლებს, ხოლო ამპარტავანთ - შემუსრავს. სამებაში ასევე შესრულდა ფეხთბანვის წესი, რომლის დროსაც, უწმინდესმა 12 მღვდელმსახურს ფეხი დაბანა. დღესვე სამების ტაძარში 19.00 საათზე უფლის ვნების 12 სახარების კითხვა დაიწყება. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/77050-ili...l#ixzz2SAbwInyC -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი