![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
ხორციელი სხეული ქრისტემ გაიღო ჩვენს გამოსასყიდად და ღვთის საამო მსხვერპლად და კეთილსურნელებად როგორც პავლე ბრძანებს, ამიტომ ის იმ სხეულს აღარ დაიბრუნებდა და აღარც აღადგენდა. როცა ისრაელები მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე სამსხვერპლოზე , იმ ცხოველის ხორცი იწვებოდა და იფერფლებოდა. ქრისტემ მიიღო სულიერი სხეული, რომელსაც შეუძლია ზეცაში მყოფობა. ხორცსა და სისხლს არ ძალუძსო ღმრთის სასუფევლის დამკვიდრებაო და რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ სხეულზე ოღონდ ფიზიკური სხეული გამოვრიცხოთ! esre ars cheshmariteba მართალია რასაც წერ. წმინდა წერილში ჩაწერილი ეს მუხლები აუცილებელია გავითვალისწინოთ, რათა სწორი დასკვნა გავაკეთოთ: "რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც", ანუ ხორციელ სხეულს არ შეუძლია ზეციერი სასუფევლის დამკვიდრება. "მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ.. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა" ანუ ზეციდან, სულიერი სამყაროდან ხორციელად მოვევლინე რომელსაც თქვენი ცხონებისათვის ვაძლევო. მსხვერპლად შეწირულს უკან არ იღებენ და არც იესოს აიღია "პური" (ხორცი მისი) რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა. ებრაელთა მიმართ წერილში მოციქული პავლე ადასტურებს: "რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის" ანუ იესომ თავისი ხორციელი სხეული მსხვერპლად გაიღო, ერთგზის შეწირა, სამუდამო მსხვერპლად, რითაც კაცობრიობა გამოიხსნა. "ერთ-გზის შეწირვა" ნიშნავს იმას, რომ მას აღარ იღებენ უკან ხელახლა შეწირვის მიზნით ან რაიმე სხვა მიზნით არამედ ის ერთხელ და სამუდამოდ იქნა მიცემული ცოდვათა გამოსასყიდად. "მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა", ანუ ხორციელ სხეულში მოკვდა და სულიერ სხეულში აღდგა. წერილის მოწმობიდან გამომდინარე, ლოგიკური დასკვნის გაკეთება და თან აშკარა ლოგიკური დასკვნის გაკეთება არაა რთული. თუკი წერილს ვერწმუნებით, რომ იესომ თავისი ხორციელი სხეული მსხვერპლად გაიღო, თუკი წერილს ვერწმუნებით, რომ გაღებული მსხვერპლის უკან დაბრუნება არ ხდება, თუკი წერილს ვერწმუნებით, რომ ხორციელი სხეული ზეცად არ მკვიდრობს და თუკი წერილს ვერწმუნებით, რომ "მოკვდა ხორციელად" მაგრამ "აღსდგა სულიერად", მაშინ არაა რთული მისახვედრი რომ იესომ, (როგორც ძველი აღთქმის პერიოდში ანგელოზები ისხამდნენ ხორცს) ხორცი შეისხა მას შემდეგ, როცა დახურულ კარში შევიდა მოწაფეებთან რათა დაერწმუნებინა ისინი რომ ვიღაც სხვა ადამიანი კი არაა, ან მოლანდება (მოჩვენება), არამედ ნამდვილად იესოა, მკვდრეთით აღმდგარი იესო! -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 09:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი