IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> როგორი სხეულით აღდგა იესო?
Otherguy
პოსტი May 1 2013, 06:40 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.

მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა.

როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით.

VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა.

როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"?



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 3 2013, 10:42 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ციტატა
"რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც"


ამაზე არავინ დაობს და არც არავინ უარყოფს ამას. ამიტომვე გამოიდევნა ადამი სამოთხიდან, ანუ არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგ მისი გონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ვეღარ შენარჩუნდებოდა, არამედ იმის გამოც, რომ მისი ფიზიკური მონაცემები შეუსაბამო იყო სამოთხის, როგოროც ფიზიკური (და არა ხორციელი) სამკვიდრებელისაგან.

ამიტომვე განკაცდა უფალი და მიიღო ზუსტად იმგვარი სხეული, როგორი სხეულიც შეეძინა ადამს სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, უფრო სწორად როგორ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ადამის სხეული ცოდვით დაცემის შემდეგ, ანუ ზუსტად ის სხეული რა სხეულიც მას ქონდა სამოთხეში. არა ისე, რომ ის სხვა სხეული იყო და ეს სხვა სხეული, ერთიდაიგივე სხეულია, ოღონდ ორი განსხვავებული მდგომარეობით. თუკი სამოთხეში ადამი იყო უხრწნელი, უკვდავი და ტკივილგანუცდელი, ცოდვით დაცემის შემდეგ ის გახდა მოკვდავი, ხრწნადი და ტკივილგანმცდელი და ამასთანავე შეეძინა სხვა თვისებებიც, შესაბამისად მისი მდგომარეობისა (ვგულისხმობ საკვების საჭიროებას და ა.შ.)

მაცხოვარი განკაცდა, ანუ მიიღო ის სხეული, როგორ სხეულიც ადამიანს ცოდვით დაცემის შემდგომ ქონდა, რათა ის კვლავ დაებრუნებინა თავდაპირველ მდგომარეობაში.

ციტატა
რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის" ანუ იესომ თავისი ხორციელი სხეული მსხვერპლად გაიღო, ერთგზის შეწირა, სამუდამო მსხვერპლად, რითაც კაცობრიობა გამოიხსნა. "ერთ-გზის შეწირვა" ნიშნავს იმას, რომ მას აღარ იღებენ უკან ხელახლა შეწირვის მიზნით ან რაიმე სხვა მიზნით არამედ ის ერთხელ და სამუდამოდ იქნა მიცემული ცოდვათა გამოსასყიდად.


არ ვიცი რა დავარქვა ამას, უკიდურესი უვიციზმი, თუ მიზანმიმართული სიმახინჯე. ერთგზის შეწირვა ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა გამოხსნილია და კვლავ იმავე სახის მსხვერპლის შეწირვა აღარ მოხდება, ანუ ამის აუცილებლობა მოხსნილია. ამას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ქრისტემ ერთგზის გამოგვისყიდა და უკვე განწმენდილნი ვართ. და თუკი ვინმე კიდევ ელის კვლავ გამოსყიდვას (ვგულისხმობ იუდეველურ მოლოდინს), ეს, ცხადია სრული უგულებელყოფაა მაცხოვრის განკაცებისა და აღდგომისა.

ციტატა
ერთ-გზის შეწირვა" ნიშნავს იმას, რომ მას აღარ იღებენ უკან ხელახლა შეწირვის მიზნით ან რაიმე სხვა მიზნით არამედ ის ერთხელ და სამუდამოდ იქნა მიცემული ცოდვათა გამოსასყიდად.


ადამიანური აზროვნების ასეთი დაკნინებულობა, ეს უკვე მართლა ტრაგედიაა. მაცხოვრის მიერ აღსრულებული ღვაწლი შეადარო ძველი აღთქმის პერიოდში აღსრულებულ ცხოველის მსხვერპლშეწირვას, რომ თურმე ქრისტემ საკუთარი სხეული საჯიჯგნად გადაუგდო ბოროტ ძიებს, რომ ეს ჯიჯგნეთ და ადამიანებს თავი დაანებეთო. არ ვიცი რა ვარქვა ამას, არ ვიცი გავბრაზე (მითუმეტეს დღეს), გავიცინო, დავტირო ადამიანის ამგვარ უმეცრებას...

სხეული კი არა, ქრისტემ სიცოცხლე გაიღო, ქრისტე მოკვდა, რათა მასთან ერთარსი ადამიანი გაეცოცხლებინა და მისთვის თავდაპირველი პატივი დაებრუნებინა. მაშ რაშია აღდგომის სასოება, რაშია ამ დღის გადამწვეტი შინაარსი, მხოლოდ იმაში, რომ "გაურკვეველმა ქმნილებამ" (თქვენეული "ბრძნული" სწავლებით) სხეული, როგორც ტანსაცმელი მიიღო და ის ბოროტ ძიებს მიუგდო საჭმელად? რა ირგო ადამიანმა ამით? მხოლოდ ის, რომ ღმერთი დაკმაყოფილდა და "გვაპატია" შეცოდება? გეყოთ ამდენი ტანჯვაო? ანდა ის სხეული სად წავიდა, რომელიც საფლავში დაიდო, ანდა აღდგომა რას ქვია, ვინ აღდგა, რა აღდგა? თუკი იმ სხეულით არ აღდგა ქრისტე, თუკი მას სიცოცხლე არ წაერთვა, მაშინ როგორღა აღდგა? თუკი ის არ მოკვდა, როგორ აღდგა? თუკი ის მხოლოდ სული იყო, რომელმაც სხეული ტანსაცმელივით შეიმოსა, შემდეგ კი ეს ტანსაცმელი განიმოსა, ეს როგორი აღდგომაა, ეს ხომ არაფრის შეცვლაა, ეს ხომ უბრალოდ სხეულის განმოსვაა და მეტი არაფერი. თუკი ის სხეული არ განახლდა, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ მოკვდავი და ხრწნადი იყო, მაშ ადამიანი კვლავ იმავე მდგომარეობაში რჩება, ანუ კვლავ ცოდვით დაცემულ მდგოამრეობაში და მას სასოება წარკვეთილი აქვს, ის გამოუხსნელია, რადგან ცოდვამ მასში ფიზიკური მონაცემებიც შებღალა და თუკი ეს არ შეიცვალა როგორღა დაუბრუნდება ის სასუფეველს. თუკი ქრისტე ჩვენი ერთარსი არ იყო, თუკი ქრისტემ ადამიანური ბუნება არ გარდაქმნა, ანუ დაუბრუნა თავდაპირველი სამოთხისეული მდგომარეობა, მაშ რა უხარია ადამიანს. ეს ხომ იმავე ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვის მსგავსი რაღაც გამოდის, რომელსაც არ შესწევდა ადამიანის ცოდვისგან გამოსყიდვა. მაშ რაღა აუცილებლობა იყო ქრისტეს მოსვლისა, თუკი იმავე სახის მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა, როგორც ძველ აღთქმაში. რა მნიშვნელობა აქვს სხეული ცხოველის იქნება თუ ადამიანის, თუკი შინაარსი ერთი და იგივეა.

ციტატა
"მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა", ანუ ხორციელ სხეულში მოკვდა და სულიერ სხეულში აღდგა.


ეს მუხლი სრული სახით მოიტანე ხოლმე, ვნახოთ რაზე საუბრობს მოციქული. ციტატის ასეთ დამახინჯებაში ეტყობა სერიოზულ ლექციებს გიკითხავენ.

ამ ციტატიდან:

მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა

ასეთი დასკვნის გაკეთება:

ანუ ხორციელ სხეულში მოკვდა და სულიერ სხეულში აღდგა.

მხოლოდ "ჭეშმარიტ" რასელისტს თუ შეუძლია. ვერ შეგეკამათებით, აღფრთოვანებული ვარ. ან აღდგომა სად წერია, ან სულიერი სხეული.

ციტატა
მაშინ არაა რთული მისახვედრი რომ იესომ, (როგორც ძველი აღთქმის პერიოდში ანგელოზები ისხამდნენ ხორცს) ხორცი შეისხა მას შემდეგ, როცა დახურულ კარში შევიდა მოწაფეებთან რათა დაერწმუნებინა ისინი რომ ვიღაც სხვა ადამიანი კი არაა, ან მოლანდება (მოჩვენება), არამედ ნამდვილად იესოა, მკვდრეთით აღმდგარი იესო!


ეტყობა ფილმი ტრანსოფრმერები აქტუალურობას არ კარგავს რასელისტთა წერეებში. თქმა იმისა, რომ ანგელოზი ძველ აღთქმაში ხორცს ისხამდა, ანდა ის, რომ ანგელოზს შეუძლია ხორცი შეისხას, არის უვიციზმის ზეიმი. ე.ი. "ხორცშესხმული" ანგელოზისთვის რომ რამე გესროლა სისხლი გამოუვიდოდა? ხორცი აბა რას ნიშნავს? და თუკი ქრისტეს აღდგომის შემდეგ კვლავ ხორციელება ქონდა, მაშინ რა შეიცვალა? მაგრამ ვხვდები რომ აქ ტერმინი "ხორციელება" უმეცრულად არის ნახმარი.

მაგრამ კვლავ ვუბრუნდები იმავეს, თუკი მაცხოვარმა არ არადგინა კვლავ იგივე სხეული, ოღონდ უკვე იმ მდგომარეობაში, როგორშიც ადამიანი სამოთხეში იყო, ანუ უხრწნელ, უკვდავ და ტკივილგანუცდელ მდგომარეობაში, რა ირგო ადამიანმა? თუკი აღდგომი სხეულით ის აღარ არის ადამიანური ბუნების მქონე, როგორ არის ადამიანი გამხოსნილი, თუკი ადამიანური ბუნება კვლავ იმავე დმგოამრეობაში რჩება, რა მდგომარეობაშიც ის დაცემის შემდგომაა, როგორ არის ადამიანი გამოხსნილი. ანდა თუკი ქრისტემ არ აღადგინა იგივე სხეული, მაშ რას ქვია აღდგომა. "აღდგა სულიერ სხეულში" რას ქვია? ვინ აღდგა, რა აღდგა, ანდა ვინ მოკვდა რომ შემდეგ აღდგა. სხეული არაო, მაშინ ქრისტე, როგორც სული ისე მოკვდა? მაგრამ სული როგორ მოკვდებოდა, ეს ხომ აბსურდია. ანუ გამოდის, რომ ქრისტემ უბრალოდ განიმოსა ძველი და შეიმოსა ახალი გაურკვეველი სხეული.

ჰოი უგუნურებავ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   როგორი სხეულით აღდგა იესო?   May 1 2013, 06:40 PM
afxazi   Otherguy როდესაც მამებს...   May 1 2013, 06:56 PM
Otherguy   afxazi წმ. ევტიქის და წ...   May 1 2013, 07:03 PM
აკაკი   გირგოლ ნოსელს ხომ ...   May 1 2013, 07:39 PM
Otherguy   აკაკი არადა იესო დ...   May 1 2013, 07:51 PM
აკაკი   ვის როგორ ესმის ტე...   May 1 2013, 08:32 PM
A.V.M   Otherguy ეგ მოსაზრებაც ...   May 1 2013, 08:39 PM
esre ars cheshmariteba   ხორციელი სხეული ქრ...   May 2 2013, 12:15 AM
Otherguy   esre ars cheshmariteba და თომას რ...   May 2 2013, 08:12 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba და თომას ...   May 3 2013, 05:53 PM
■გიორგი■   [b]ხორციელი სხეული ...   May 3 2013, 01:33 AM
afxazi   ■გიორგი■ ამაზე არ...   May 3 2013, 10:42 AM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ ამაზე არ...   May 3 2013, 05:35 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ამ აბდა უ...   May 3 2013, 08:39 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ამ აბდა უბ...   May 3 2013, 08:56 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ე.ი. დღევა...   May 3 2013, 09:07 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ე.ი. დღევა...   May 3 2013, 09:25 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D თუ უკ...   May 3 2013, 09:41 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D თუ უკვ...   May 3 2013, 10:00 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba facepalm   May 3 2013, 09:50 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მაშინ ერ...   May 3 2013, 10:17 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მაშინ ერთ...   May 3 2013, 11:27 PM
Otherguy   afxazi შეურაწჰყოფა რა ...   May 3 2013, 10:19 PM
afxazi   Otherguy იგივე სხეული რ...   May 3 2013, 10:31 PM
Otherguy   [b]Otherguy აკრძალულ ნაყო...   May 3 2013, 10:40 PM
esre ars cheshmariteba   შოკში ვარ... მართლა.....   May 3 2013, 11:40 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ ...   May 3 2013, 11:48 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ...   May 3 2013, 11:51 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ...   May 4 2013, 01:27 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba შეგიძლია ...   May 4 2013, 01:53 PM
აკაკი   ნაყოფი, რომლის ჭამ...   May 4 2013, 02:44 PM
Otherguy   ნაყოფი, რომლის ჭამ...   May 4 2013, 03:11 PM
■გიორგი■   [b]Otherguy როდესაც მამებ...   May 4 2013, 02:49 PM
აკაკი   Otherguy უფალს ხომ არ უთ...   May 4 2013, 04:50 PM
Otherguy   Otherguy სიკვდილი მარად...   May 4 2013, 11:02 PM
esre ars cheshmariteba   გიორგის ვეთანხმებ...   May 4 2013, 10:12 PM
აკაკი   Otherguy სიკვდილთან ერთ...   May 5 2013, 05:42 AM
esre ars cheshmariteba   ბატონმა დავითმა კი...   May 6 2013, 10:05 AM
Otherguy   ბატონმა დავითმა კ...   May 6 2013, 10:41 AM
esre ars cheshmariteba   მაგაზე 2 საუკუნე და...   May 6 2013, 10:57 AM
აკაკი   ხელი რომ დაგეჭრება...   May 6 2013, 01:11 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba კარგად მო...   May 6 2013, 08:33 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba კარგად მო...   May 6 2013, 10:55 PM
toka@   ჰა რა გადაწყდა ახლ...   May 6 2013, 08:55 PM
■გიორგი■   [b]ხოდა ფაქტი სახეზ...   May 8 2013, 02:36 AM
afxazi   ■გიორგი■ გაქრი :D :...   May 8 2013, 10:39 AM
■გიორგი■   რაც შეეხება "ორი ...   May 8 2013, 12:08 PM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ გაქრი :D :D ...   May 8 2013, 10:11 PM
toka@   afxazi ამიტო მიყვარხარ...   May 8 2013, 11:02 AM
afxazi   ■გიორგი■ შენთანა...   May 8 2013, 12:41 PM
■გიორგი■   მაგალითად შიმშილი...   May 8 2013, 04:12 PM
afxazi   ■გიორგი■ რას გავა...   May 8 2013, 04:34 PM
esre ars cheshmariteba   ადამინს არ აქვს სუ...   May 8 2013, 10:31 PM
toka@   წადიიი :D :D გადიი :D :D ...   May 8 2013, 10:34 PM
A.V.M   toka@ და მალიშს ჭამს კ...   May 9 2013, 12:32 AM
■გიორგი■   მიდი აბა გვითხარი ...   May 9 2013, 03:40 AM
afxazi   ■გიორგი■ შენგან ა...   May 9 2013, 11:52 AM
■გიორგი■   afxazi ისევ აბსურდულს ...   May 9 2013, 03:36 PM
afxazi   ■გიორგი■ მე ვთქვი...   May 9 2013, 04:09 PM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ მე ვთქვი, ...   May 9 2013, 09:52 PM
G_saxva   გიორგი ამას მგონი ...   May 10 2013, 09:38 AM
აკაკი   ვფიქრობ, მაშინ მივ...   May 9 2013, 04:14 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ მე ვთქვ...   May 9 2013, 04:24 PM
afxazi   ■გიორგი■ ვერ არის...   May 9 2013, 04:44 PM
esre ars cheshmariteba   [b]■გიორგი■ ვერ არი...   May 9 2013, 10:19 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ვერ არი...   May 9 2013, 06:49 PM
A.V.M   ბანი გინდა? facepalm   May 9 2013, 11:21 PM
toka@   esre ars cheshmariteba შენ ბიბლი...   May 10 2013, 09:50 AM
A.V.M   toka@ ლარიან მაღაზიაშ...   May 10 2013, 11:49 AM
afxazi   A.V.M G_saxva toka@ მშვიდად, მშ...   May 10 2013, 04:38 PM
esre ars cheshmariteba   A.V.M G_saxva toka@ მშვიდად, მ...   May 10 2013, 10:08 PM
აკაკი   "... ქრისტემ ადამია...   May 10 2013, 09:00 PM
afxazi   esre ars cheshmariteba პატივს ვ...   May 10 2013, 10:12 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba პატივს ვს...   May 11 2013, 11:52 PM
toka@   esre ars cheshmariteba გათუთქვა ...   May 10 2013, 10:18 PM
A.V.M   toka@ სულ როგორ მაიმუნ...   May 11 2013, 01:07 AM
Otherguy   afxazi საერთოდ რა არის ...   May 11 2013, 03:25 PM
■გიორგი■   afxazi ეცადე გააანალი...   May 12 2013, 01:30 AM
afxazi   esre ars cheshmariteba ამდენი ხა...   May 12 2013, 02:53 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba ამდენი ხ...   May 12 2013, 08:24 PM
esre ars cheshmariteba   ძალიან მიჭირს სიტყ...   May 12 2013, 08:51 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ნუ გასაგე...   May 12 2013, 09:17 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ნუ გასაგე...   May 12 2013, 09:38 PM
A.V.M   ბიბლიური დასტური რ...   May 12 2013, 09:34 PM
A.V.M   გაქრობა დაგვანახე...   May 12 2013, 09:39 PM
esre ars cheshmariteba   თვალსა და ხელს შუა ...   May 12 2013, 10:09 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:18 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:26 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:37 PM
A.V.M   ხო რა ... დაგვიწერე ბ...   May 12 2013, 10:25 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ამაღლება ...   May 12 2013, 10:27 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ?   May 12 2013, 10:32 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მე ვთქვი, ...   May 12 2013, 10:39 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მე ვთქვი, ...   May 12 2013, 10:43 PM
G_saxva   ვითხოვთ ამის დასტ...   May 13 2013, 09:55 AM
esre ars cheshmariteba   ვითხოვთ ამის დასტ...   May 13 2013, 09:46 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რად უნდა ...   May 12 2013, 10:51 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რად უნდა ა...   May 12 2013, 11:00 PM
toka@   esre ars cheshmariteba დედა შვილ...   May 13 2013, 12:17 AM
A.V.M   საძმო მოვრჩით მგონ...   May 13 2013, 09:52 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 09:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი