ქართული გვარების წარმომავლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გვარების წარმომავლობა |
ბოლქვაძე |
Jun 15 2007, 01:54 PM
პოსტი
#1
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
მე რადგან გახლავართ ბოლქვაძე აგიხსნით ვინ იყვნენ ბოლქვაძეები და საიდან მოდიან ისინი.
ბოლქვაძენი ,,ბოლქვაძე-ისეთი ძმებია, ბოლს ქვაზე ადენენო", იტყოდნენ ოდესღაც , სისხლით ნათესავ ადამიანებზე, რომელნიც ძველი ქართული ტრადიციიდან გამომდინარე "დიდ ოჯახად" ცხოვრობდნენ. შემდეგ კი დროთა განმავლობაში, ბოლსქვაზე - ბოლქვაძედ გადაუგვარდათ მათ შტამომავლობას. როგორც კვლევა გვიჩვენებს ბოლქვაძეთა რიცხვმრავალი გვარი , ოდითგანვე ძირითადად კომპაქტურად დასახლებული ყოფილა აჭარა-გურიაში (ბოლქვაძეთა საგვარეულოს წარმოშობისა და განვითარების ისტორიის კვლევა გრძელდება, რომელიც გამოიცემა წიგნად, სავარაუდოთ 2008 ჭ.) წეპირსიტყვიერი გადმოცემით, ბოლქვაძეთა გვარის წარმომადგენლები უკვე XII-XIII საუკუნეებში მოიხსენებიან. ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან როგორც აზნაურნი. 1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით ჩეხედანას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ. 1761 წლის მამია გურიელის წყალობით წიგნიდან გადასახადებისაგან განთავისუფლებულან ჩეხედელნი აზნაური ბოლქვაძენი ვითარცა საჯვარისამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი. აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი როგორც გურიის სხვადასხვა მხარეში ასევე იმერეთშიც. იმ ავბედობის ჟამს, როდესაც აჭარა საქართველოსგან მოწყვეტილი თურქეთის სახელმწიფოში აღმოჩნდა, აქ ბოლქვაძეთა გვარი როგორც თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენელნი აღებად და ბეგებად (ანზაურებად და თავადებად) იწოდებიან და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობით სარგებლობენ. აჭარაში, თურქების ბატონობის დროს (XVII-XIXსაუკ.) Aწარის მკვიდრ ძირძველ ქართულ გვართა შორის არის ბოლქვაძეთა გვარი, რომელთაც გვარი არ გამოუცვლია და მათ თავისი ღვაწლი მიუძღვით ქართულ ეროვნულ-კულტურული ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაში. საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის შედეგად რუსთა ბატონობის რეჟიმის დამკვიდრების წინააღმდეგ ბოლქვაძენი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში აქტიურად ებმეიან და სხვადასხვა დროს აფეთქებული აჯანყებების ერთ-ერთ ხელმძღვანელებად ითვლებიან. 1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის მღელვარების დასაწყნარებლად დამსჯელი რაზმით ჩამოსული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პრუზირევსკი. 1841 წელს გურიის სხვადასხვა მხარეში დაწყებულ ხალხთა მღელვარებას აზნაური აბესა ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში, ორგანიზებულად ერთალად შეკრა აჯანყებულები და სასტიკად დაამარცხა რუსთა ჯარო პოლკოვნიკ ბრუსილოვისა... საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან ბოლქვაძე მეთაურობდა. ღმერთისა და საქართველოსათვ ის, ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აზნაურნი ბოლქვაძენი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო საშქარში, მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ. 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იმერეთისა და გურიის თავადთა და აზნაურთა სიაში ბოლქვაძეთა გვარს თავისი ადგილი უჭირავს, როგორც გურიაში ასევე იმერეთშიც. ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთსი. სამცხე-ჯავახეთსი, ქვემო და შიდა ქართლში, კახეთში (ქიზიყი,შირაქი) ოდიშში... განსაკუთრებით კომპაქტურადაა დასახლებული: თბილისის, ვანის, სამტრედიის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ადიგენის მხარეებში. აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკაში. საქართველოს ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსანის საერთო რიცხვი 1991 წლის არასრული მონაცემებით 11 000 -ს აჭარბებს. ქ. ბათუმში 2006 წლის 8 იანვარს დაარსდა ბოლქვაძეთა საგვარეულო კავშირი, რომელიც აერთიანებს გვარის წარმომადგენლებს განურჩევლად მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა... ღმერთმა ამრავლოს და ადიდოს გვარი ბოლქვაძეთა და ყოველი გვარი საქართველოსი ნიაზ ბოლქვაძე ბოლქვაძეების საგვარეულოს გერბი -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
Alterego |
May 3 2013, 03:13 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
ეკლესიურად ჩვენი გვარი არის წმინდა,ამიტომაც მოინათლნენ საეკლესიო აზნაურებდ გაბუნიები! სოლომონ 1 ტახტიდან ჩამოაგდეს, რის შემდეგაც შეკრიბეს 1000 ფიცის კაცი და ტახტზე დააბრუნეს, ერთ-ერთი ფიცის კაციდან გაბუნია იყო. ეს წერია პირთა ანოტირენულ ლექსიკონის მე-2 ტომში. ასევე წერია 1578 წელს პირველად გაბუნიას გვარი გამოჩნდა, მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარი, გახშირდა მე-12 და მე-13 საუკუნეებში სულის კაცები, ესეიგი ბიჭვინთისა და გელათის ეკლესიების მამები, ანუ სულის კაცები - სოციალური მდგომარეობა-იოანე ბატონიშვილი. ამ წიგნში გაბუნიები მოხსენებულია არა ტახტის აზნაურები, მე-5 საუკუნიდან ურიისტანის გაბაიდები, ოდიშის მკვიდრები იყვნენ, სოფელი ბანძაიმერეთში მათი რაოდენობა 6400 კაცია, გიორგი ჭყონდიდელი-გაბუნია ტახტის აზნაურები, დიდნი აზნაურნი, პირველი იყო თეოფანე გაბუნია და მერე მისი შვილი გიორგი ჭყონდიდელი, ეს ვახუშტის წიგნში წერია, დადიანები გაბუნიას ქალებს თხოულობდნენ ჯიშისა და სილამაზის გამო-ეს თედო სახოკას წიგნშია.ასევე კაც გაბუნიებს ნიკაპი ჩაჩხვლეტილი აქვს.
ავგუსტ კეისარი ტახტზე გაბუნიას -გაბ-ინიას ბრძანებით ავიდა იმ დროს სენატორი ყოფილა, ესეც წერია ენციკლოპედია ,,ბრიტანიაში: საჯაროში არის. არის ასეთი დღესასწაული ჭვენიერობა, აღდგომის მეორე კვირას ესეც ჩვენი გვარის დღეობაა. ხოლო ურისტანი არის: "ქვემო ნაწილი პალესტინისა - ურიასტანი, შედარებით გალილეასთან, არის ხმელი, უნაყოფო კლდიანის ნიადაგით, ხოლო გალილეა ფრიად ნაყოფიერია". ვინმეს ებრაელები არ გეგონოთ) ისე ეს ის ადგილია სადაც მაცხოვარი იშვა და გაიაზრდა (თითქმის იქვეა). გაბუნია - ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია. 1995 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საპასპორტო მონაცემებისა და მეტრიკული ამონაწერის მიხედვით, საქართველოში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით) დაფიქსირდა 6389 სული. ქვეყნის მასშტაბით ამ გვარს 46-ე ადგილი უჭირავს (იხ. ა. სილაგაძე, ა. თოთაძე, 1997, გვ. 52, 282). გაბუნიები ცხოვრობენ ბანძაში (68 კომლი), გეზათში (43), სუჯუნაში (17), ორსანტიაში (12), ჩხორიაში (11), ქვ. ქვალონში (9), ნაჯახაოში (8), დიდ ნეძში (7), მარანში (7), შამგონაში (7), თამაკონში (6), კურზუში (6), წალენჯიხასა (6) და ა. შ. (იხ. პ. ცხადაია, 2000, გვ. 65). გაბუნია - გეგუთი, დიხაშხო, ზედა ბაში, ინაშაური, სამტრედია, საქარა, უკანეთი, ღორეშა, შუამთა, ჩხერი, ჭალატყე, ჭყვიში გაბუნია – წალენჯიხა, ბანძა, გეზათი, სუჯუნა, ორსანტია, ჩხორია, ქვემო ქვალონი, ნაჯახაო, დიდი ნეძი, მარანი, შამგონა, თამაკონი, კურზუ, მენჯი, ლექაჯიე ინფორმაცია მოპოვებულია: გაბუნია – კაცია [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი IV] გაბუნია – გვ. 43, 52 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I]; გვ. 18, 157 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი II] ლეგაბ(უ)ნე ტყე-ფერდობების სახელწოდებაა ახუთში, ოწყარიის მარცხენა ნაპირას; საგაბუნიო უბანი იყო აბედათის თემის საკრებულოში (ლექაჯაიე), რომელსაც დღეს ეწოწონეს (საწოწონავო) ეძახიან. ეს უბანი უწინ კინტირაიების გვარით ყოფილა დასახლებული, რომლებიც ბანძელი გაბუნიების ყმები ყოფილან (იხ. პ. ცხადაია, 2000, გვ. 65). ეგაბუნე (საგაბუნიო) გაბუნიების დასახლებაა სოფელ ბანძაში, მდ. აბაშის მარცხენა ნაპირას. ბანძელი გაბუნიები ფაღავების აზნაურები იყვნენ (იხ. ო. სოსელია, III, 1981, გვ. 190; ი. კეკელია, 2007, გვ. 36). აკად. ს. ჯანაშიას გაბუნია ორმაგი სუფიქსაციით წარმოქმნილ გვარად მიაჩნდა, სადაც გამოყოფდა გაბ- ფუძეს და -უნ (საერთო ქართველური -ან სუფიქსის მეგრული ვარიანტი) და -ია სუფიქსებს. (ს. ჯანაშია, III, 1959, გვ. 41). გ. ელიავას ვარაუდით გაბუნია გაბის პატრიარქალული ძირიდან უნდა მოდიოდეს (გ. ელიავა, 1998, გვ. 15). გაბუნია იხსენიება XVI საუკუნის ერთ საეკლესიო საბუთში, საიდანაც ვიგებთ, რომ გეგუთში მცხოვრებ იოვანე გაბუნიას ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა (საბუთი თარიღდება 1578 წლით) (ქსძ, III, 1970, გვ. 291). 1628 წლის საბუთში გვხვდება საქუჩულორიოში მცხოვრები გაბუნია (იხ. პალ, I, 1991, გვ. 587). ბანძელი გაბუნიების გადმოცემით, ისინი სვანეთიდან ჩამოსახლებული გაბიანები არიან (შდრ. გაბუევი, გაბულდანი, გაბუნიძე, გაბია). გვარის ეტიმოლოგიის შესახებ ხალხური განმარტება ასეთია - „გაბუნიავა კეკეია დო ფაღვა“ შკას გააბუნია“ (გაბუნია კეკელიასა და ფაღავას შუაა გაკიდულიო), ე. ი. კეკელიას ძმობას ეფიცება, ფაღავას კი - ყმობასაო (ი. კეკელია, 2007, 37). გაბა, გაბანი, გაბე, გაბი, გაბილა, გაბინოლა, გაბიონი, გაბო, გაბოლია, გაბრიელა, გაბრია, გაბრიე, გაბრიო, გაბრუ, გაბუ, გაბუია, გაბულა, გაბული და გაბულია მეგრული პირსახელებია (ა. ჭანტურია, 2006, გვ. 22-23). ადვილი შესაძლებელია, რომელიმე მათგანი გვარ „გაბუნიას“ ამოსავალი ძირი გამხდარიყო. პირადად ჩემი შტო მეთორმეტე საუკუნიდან გეგუთშია, რაც ნიშნავს რომ ისინი კარგა ხნის იმერლები არიან, შესაბამისად მეც) თამარის დროს ყველაზე კარგი ცხენოსნები, სასულიერო პირები, ბაზიერები და მონადირეები, კარგი ფიზიკური აღნაგობის მქონენი და საორგანიზაციო ნიჭით დაჯილდოვებული ლაზათიანი ხალხი ყოფილან. ამიტომაც მეფეს ისინი გადმოუსახლებია და მის სასახლესთან ახლოს დაუსახლებია, რასაც არაერთი წყარო ადასტურებს! უქარქაშო ხმლებში ერთ ადგილას მოხსენიებულია ლიტერატურული (ფანტაზიური) მომენტი, სადაც თითქოსდა ძაღლში გაცვლილი მეგრელები ვყოფილვართ, რაც რასაკვირველია მოგონილია და ნაწარმოების გაფორმებაა მხოლოდ და მხოლოდ! ასე შესაძლებელია თქვენი ნებისმიერი გვარიც მოხვედრილიყო და ამაზე აგებულიყო შემდეგ ის რაც ხშირად მიმეორებენ სიცილ-ხარხარით) თავდაპირველად ყველა აზნაურები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ვინც გამოავლინა კარგი მენეჯერული ნიჭი და გააფართოვა თავისი ქონება, იმათ უკვე სხვა სოციალური სიბრტყე ესაჭიროებოდათ, ასე და ამდაგვარად წარმოიშვა თავადები, ანუ "თავისმაგვართა შორის უფრო მეტი ქონების მფლობელები". შესაბამისად მათი სოციალური სტატუსიც გაიზარდა და ერთით მაღლა აიწია, თუმცა ყველა სათავადოში აუცილებლად "ჭკუის მკიოთხავი" სააზნაუროც გახლდათ. პ.ს. დაწერეთ თქვენც რა ინფორმაციაც გაგაჩნიათ თქვენს გვარზე, მგონი საინტერესო იქნება |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი