![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
esre ars cheshmariteba
და თომას რომ ჩააყოფინა ხელი ნალურსმევში ის რომელ სხეულში იყო? იესომ დროებით აიღო სხვისი სხეული? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba და თომას რომ ჩააყოფინა ხელი ნალურსმევში ის რომელ სხეულში იყო? იესომ დროებით აიღო სხვისი სხეული? და თუკი განგმირული ფერდი აჩვენა და გახვრეტილი ხელი , ასეთი აღდგა იესო ნაიარევებით? ![]() ![]() afxazi მე მაინტერესებს ერთი რამ. იესოს აღმდგარი სხეული, იყო ადამის სხეულის მაგვარი დაცემამდე, თუ უფრო უკეთესი რამენაირად? ადამს სჭირდებოდა ჭამა-სმა. სჭირდებოდა(უნდებოდა უფრო სწორად) თუ არა იესოს აღმდგარ სხეულს იგივე რამეები? ცოტა უხერხული კითხვაა და გეთანხმები , უფრო გაცილებით აღმატებულ სხეულზე უნდა საუბრობდეს პავლე _Fილიპელთა 3 :21 ში !!! ხორცსა და სისხლს არ შეუძლიაო სასუფევლის დამკვიდრება და დავითი კიდე იმას გაიძახის აი ცოტა _ცოტა მაინც ისეთი სხეული ადამს რო ქონდაო! ადამი მშვინვიერი სხეულის იყო მიწის მტვრისგან შექმნილი ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი