პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
May 3 2013, 08:19 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა ხარების ეკლესიაში მეფეთა სარკოფაგები აკურთხა
18:01 03-05-2013 ხარების ეკლესიაში პატრიარქმა მეფეთა სარკოფაგები აკურთხა. გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად წმინდა სამების ლავრის ხარების ეკლესიაში ჩაბრძანდა, სადაც ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის ნეშთების განსასვენებელი სარკოფაგები აკურთხა. "წმინდა ხარების ტაძარში დაიდგმება ორი სარკოფაგი, სადაც ასტრახანიდან ჩამოვასვენებთ ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის ნეშთებს. ეს სარკოფაგები არის ხელოვნების უმაღლესი დონე და არც ერთ მეფეს ასეთი საფლავები არ ღირსებიათ. ისინი ამას იმსახურებენ თავიანთი დიდი წამებისა და დიდი განსაცდელის გამო. დღეს დამთავრდა ამ სარკოფაგების კეთება. ღირშესანიშნავია ასევე ისიც, რომ ეს ქვა ჩამოტანილია იერუსალიმიდან და ბეთლემიდან, წმინდა ადგილებიდან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გიორგი ლალიაშვილს, რომელმაც ასე ლამაზად და დახვეწილად შეასრულა დიდი ღვაწლი. მადლობას ვუხდი იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ეხმარებოდნენ. ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი, ჩვენ კიდევ ბევრ შედევრს გავაკეთებთ საქართველოში. ახლა ყველაფერი ღვთის ნებაზეა, რომ მოხდეს მეფეების ნეშთების ჩამოსვენება", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა ქვის სარკოფაგის შემქმნელს, გიორი ლალიაშვილს საჩუქრად საათი გადასცა, მასთან ერთად სარკოფაგების შექმნაში მონაწილე ახალგაზრდებს კი - პატრიარქის ეპისტოლეების კრებული. უწმინდესმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სარკოფაგების შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მას არაერთი ქვეყანა აქვს მოვლილი და ასეთი ლამაზი სარკოფაგები არ უნახავს. "ჩვენი მეფეები ნამდვილად იმსახურებენ. ალბათ ბარგი უკვე მზადა აქვთ წამოსასვლელად. ჩვენ მათ საზეიმოდ შევხვდებით და მოვეფერებით. ეს არის პირველი კურთხევა, მთავარი კურთხევა მოხდება, როცა ჩამობრძანდებიან და მთელი თბილისი და საქრთველო შევხდებით მათ", - აღნიშნა უწმინდესმა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-akurthkha.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი