![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
ციტატა მე მაინტერესებს იესოს ჰქონდა თუ არა იგივე სხეული რაც ადამს ჰქონდა სამოთხეში აკრძალული ხილის ჭამამდე. იგივე სხეული როგორ ექნებოდა. ის ადამის სხეული იყო, ეს კი ქრისტესი. შეიძლება ვისაუბროთ სხეულის მდგომარეობაზე. დიახ ქრისტეს აღდგომილი სხეული არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო ადამი სამოთხეში. ციტატა ადამს საჭმელი ხომ სჭირდებოდა? აბა რატომ აუკრძალა იმ ხილის ჭამა თუ ჭამა საერთოდ არ სჭირდებოდათ? ჰოდა აქედან გამომდინარე იესოსაც(მის აღმდგარ სხეულს) სჭირდებოდა ჭამა-სმა? აკრძალულ ნაყოფს არავინ არ განმარტავს როგორც ჩვეულებრივ საკვებს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუკი ადამი უკვდავი იყო სამოთხეში, ცხადია, რომაუცილებლობა საკვების არსებობისა არ იყო, რადგან საკვების საჭიროება იქაა, სადაც მოკვდავობაა. თუკი ადამს საკვები ესაჭიროებოდა, მაშინ ის მოკვდავიც უნდა ყოფილიყო, აბა სხვა რისთვის დაჭირდებოდა საკვები? მაგრამ თუკი ამბობთ, რომ უკვდავი იყო, მაშინ საკვების აუცილებლობა აღარ არის. ასევე არ სჭირდებოდა საკვების მიღება მაცხოვრის აღდგომილ სხეულსაც, ხოლო ის, რომ თევზი ჭამა, ამას როგორც განგებულებითად აღსრულებულ ქმედებას, ამგვარად განმარტავენ და არა როგორც აუცილებლობას, სხეულის განსამტკიცებლად მიღებულს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy აკრძალულ ნაყოფს არავინ არ განმარტავს როგორც ჩვეულებრივ საკვებს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუკი ადამი უკვდავი იყო სამოთხეში, ცხადია, რომაუცილებლობა საკვების არსებობისა არ იყო, რადგან საკვების საჭიროება იქაა, სადაც მოკვდავობაა. თუკი ადამს საკვები ესაჭიროებოდა, მაშინ ის მოკვდავიც უნდა ყოფილიყო, აბა სხვა რისთვის დაჭირდებოდა საკვები? მაგრამ თუკი ამბობთ, რომ უკვდავი იყო, მაშინ საკვების აუცილებლობა აღარ არის. ასევე არ სჭირდებოდა საკვების მიღება მაცხოვრის აღდგომილ სხეულსაც, ხოლო ის, რომ თევზი ჭამა, ამას როგორც განგებულებითად აღსრულებულ ქმედებას, ამგვარად განმარტავენ და არა როგორც აუცილებლობას, სხეულის განსამტკიცებლად მიღებულს. შოკში ვარ... მართლა... ![]() ეხლა გავაცნობიერე აკრძალული ხილის ალეგორიული გაგება, რომელსაც ცხადია არ ვეთანხმები. მაგრამ იეჰოვას მოწმეებიც მსგავსად აღიარებენ ადამის უკვდავებას და მაინტერესებს ეგენი რას ამბობენ აკრძალულ ნაყოფზე... პ.ს. მახსოვს წმ. იერონიმე ამბობდა, რომ ადამი და ევა ვეგეტარიანელები იყვნენ და ეს იყო ნამდვილი სრულყოფილება. რისთვის ჭამდნენ აბა საერთოდ ვერ ვხვდები... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი