![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
esre ars cheshmariteba
ხო მაგრამ უკვდავ ადამიანს რაში სჭირდება საკვები? პავლე მოციქული თავის პირველ წერილში კორინთელთა მიმართ, ამბობს: 45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად. 46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი. 47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. ბერძნულში წერია სიტყვა - "χοϊκός", რაც ნიშნავს მტვერს. ანუ პირველი ადამი მტვრისგან იყოო. აქ სად ჩანს რომ უკვდავი გაჩნდა ადამი? თანაც აშკარაა, რომ იესო არანაირად არ ჰგავდა ადამს. არც სიკვდილამდე და არც აღდგომის მერე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba ხო მაგრამ უკვდავ ადამიანს რაში სჭირდება საკვები? პავლე მოციქული თავის პირველ წერილში კორინთელთა მიმართ, ამბობს: 45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად. 46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი. 47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. ბერძნულში წერია სიტყვა - "χοϊκός", რაც ნიშნავს მტვერს. ანუ პირველი ადამი მტვრისგან იყოო. აქ სად ჩანს რომ უკვდავი გაჩნდა ადამი? თანაც აშკარაა, რომ იესო არანაირად არ ჰგავდა ადამს. არც სიკვდილამდე და არც აღდგომის მერე. რატომ გგონია რომ ხორციელ ადამიანს არ შეუძლია უკვდავი იყოს? შენ ხორცს აკავშირებ ხრწნადობასთან , მაგრამ თავიდან ასე არ იყო, ადამი იყო უხრწნელი სხეულით შექმნილი, ხოლო ცოდვის შემდეგ ხრწნილებას და სიკვდილს დაექვემდებარა. აი პავლე როგორ გვაჩვენებს რომ ადამიანი იმ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდება_ 1 კორინთელთა 15:52 _მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი _ანუ მკვდრები აღდგებიან იმ სხეულით როგორიც ადამს ქონდა შეცოდებამდე, ანუ უხრწნელი ხორციელი სხეულით____ და ჩვენ კი შევიცვლებითო! ვინ ჩვენ ? პავლე და სხვა დანარჩენები სულ 144000 პიროვნება უნდა აღდგეს სულიერი სხეულით , როგორითაც იესო ქრისტე აღდგა. ფილიპელთა 3 :20, 21 კარგად ჩანს რომ ესენი უნდა გარდაიქმნან ახალ ქმნილებებად. 15 :53 ხრწნადმა ხორცმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა ხორცმა უნდა შეიმოსოს უკვდავება , და თუ ეს ასე არ იქნება მაშ რანაირად გაიმარჯვა უფალმა სიკვდილზე თუკი ხრწნად ხორცს არ შეუძლია მიენიჭოს უკვდავება? 45 მუხლში კარგად ჩანს რომ ადამი იყო მტვრისგან შექმნილი და ის იყო უკვდავი და უხრწნელი ხორცით და მას ესაჭიროებოდა საკვები რითაც უფალი მუდმივად მოამარაგებდა რომ მას მუდმივად ეცოცხლა, მაგრამ ქრისტემ აგრეთვე აღნიშნა რომ კაცს არა მარტო პური არამედ ღვთის სიტყვები ანუ სულიერი საკვები ჭირდებოდა სიცოცხლისთვის. უკანასკნელი ადამი კი ცოცხალ , ცხოველმყოფელ სულად , სუბსტანციად შეიქმნა . ანუ იესო ქრისტე შეიქმნა სულიერ ქმნილებად და როგორიც ეს იესოა ისეთები არიან ზეციურებიცო და როგორიც ადამია ასეთივე არიან მიწიერებიცო და მერე არის სულიერი სხეული და არის მიწიერი სხეულიო, ანუ ორი კატეგორია არსებობს ცოცხალი არსებების _ ადამიანები და სულიერი არსებები . 47 მუხლი. პირველი კაცი მიწიერიაო , ანუ ადამი, მაგრამ მეორე კაცი ზეციდან არისო, ანუ ქრისტე. რატომ კაცი? იმიტომ რომ ქრისტე იყო კაცი დედამიწაზე ის განკაცდა, ანუ სულიერი ქმნილება გახდა ხორციელი ადამიანი. დედამიწაზე მოვლინებული ქრისტე იყო ადამის თანასწორი, იმიტომ რომ გამოსასყიდი უნდა ყოფილიყო იდენტური, შესაბამისი. მაგრამ აღდგომის შემდეგ ქრისტე კვლავ სულიერ არსებად აღდგა როგორითაც მანამდე იყო ზეცაში. 44 მუხლში ჩანს რომ მშვინვა უნდა აღდგეს სულად. სიკვდილამდე ქრისტე ჰგავდა ადამს ის იყო მისი თანასწორი , იმ გაგებით რომ ისეთივე სხეული ქონდა როგორიც ადამს შეცოდებამდე, სხვანაირად გამოსყიდვა ვერ მოხდებოდა, რადგან ადამის შთამომავალს არ შეეძლო გამოსყიდვა . Fსალმუნი 48:8. ![]() ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი