![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
Otherguy როდესაც მამებს ახსენებ კონკრეტული ციტატობრივი მონაცემები უნდა მოიყვანო, ასე ზოგადად საუბარი არასრული იქნება ყოველთვის. ამ საკითხზე აბსოლუტური ერთსულოვნებაა ეკლესიის ყველა ღვთისმეტყველისათვის (შეუძლებელია ამ მხრივ წინააღმდეგობა იყოს). მაცხოვარმა აღადგინა ზუსტად ის სხეული რითაც ჯვარს ეცვა და დაიფლა, მაგრამ აღადგინა განსხვავებულ, უფრო ზუსტად ადამიანის თავდაპირველ მდგომარეობაში, ანუ უხრწნელ, უკვდავ და ტკივილგანუცდელში. afxazi მესმის და პატივს ვცემ შენ თვალსაზრისს, მაგრამ ადამიანის თავდაპირველი მდგომარეობა არ ყოფილა "უხრწნელ, უკვდავ და ტკივილგანუცდელში". ადამიანის თავდაპირველი მდგომარეობა უხრწნელი და უკვდავი რომ ყოფილიყო, არასდროს არ მოკვდებოდა და შესაბამისად არც არასდროს გაიხრწნებოდა. ადამიანებს ერევათ ორი რამ ერთმანეთში: უკვდავება და მარადიული ცხოვრების პერსპექტივა. თავდაპირველ ადამიანს მარადული ცხოვრები სპერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ ღვთისადმი ურჩობის გამო დაკარგა ეს პერსპექტივა და მოკვდა. შესაბამისად გაიხრწნა კიდეც. (დაბადება 3:1-6, 22). ამიტომ არასწორია იმის თქმა რაც შენ თქვი მაცხოვარზე. იესოს არ აღუდგენია უკვდავი ხორციელი სხეული. წერილი ქრისტე იესოზე გარკვევით ამბობს, რომ ქრისტე ხირციელად მოკვდა და სულიერად აღდგა: "მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა". ციტატა დიახ ქრისტეს აღდგომილი სხეული არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო ადამი სამოთხეში. მაგ თვალსაზრისის მხარდასაჭერად წმინდა წერილის რა მონაკვეთი შეგიძლია დამიმოწმო? Otherguy ციტატა ადამი და ევა ვეგეტარიანელები იყვნენ კი, ხორცს არ ჭამდნენ. ციტატა რისთვის ჭამდნენ აბა საერთოდ ვერ ვხვდები... თუ არაფერს არ შეჭამდნენ, დაიხოცებოდნენ. (მათე 4:2). ღმერთმა ჭამის მოთხოვნილებებით შექმნა ადამიანი, მათ შორის ადამი და ევა. გარდა ამისა, ედემის ბაღის სამოთხეში საჭმლის ჭამა, მათთის სიამოვნება იყო. ციტატა ეხლა გავაცნობიერე აკრძალული ხილის ალეგორიული გაგება, რომელსაც ცხადია არ ვეთანხმები. ანუ რა გააცნობიერე? ვერ მივხვდი.-------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი