![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ნაყოფი, რომლის ჭამის ნებაც ჰქონდა ადამს, მის უკვდავებას წარადგებოდა. მით ინარჩუნებდა უკვდავებას. ხოლო, როცა აკრძალული ნაყოფი მიიღო (რომლის ხმევის ნებაც ჯერ-ჯერობით არ ჰქონდა ადამს), ღვთის წინასწარუწყებისსამებრ, "თუ შეჭამ სიკვდილით მოკვდებიო", ასეც მოხდა და ურჩობით სიკვდილი შემოიჭრა სოფლად.
რადგან კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი უკვე ნაჭამი ჰქონდათ პირველწინაპრებს სამოთხეში, მათი იქ გაჩერება და სიცოცხლის ხის ნაყოფის მიღება (რომელიც უკვდევაბას სძენს ადამიანს) აღარ შეიძლებოდა, რადგან აკრძალული ხის ნაყოფს მოაქვს რა ტანჯვა-ტკივილი, ხრწნადობა, სიკვდილი და ღვთისგან სიშორე, უკვდავების ხის ნაყოფით ეს ყოველივე მარადიულად გაგრძელდებოდა, ამიტომ მეტად გონივრული იყო მათი გამოძევება. ახალი აღთქმის ეპოქაში, "მარადიული სიცოცხლის ხე" მოკვდა სიკვდილის შემომტან, "კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხეზე", უკანასკნელმა ვერაფერი ავნო რა მას, "სიცოცხლის ხემ" კი ყველანარიად უვნებელყო იგი. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ნაყოფი, რომლის ჭამის ნებაც ჰქონდა ადამს, მის უკვდავებას წარადგებოდა. მით ინარჩუნებდა უკვდავებას. ხოლო, როცა აკრძალული ნაყოფი მიიღო (რომლის ხმევის ნებაც ჯერ-ჯერობით არ ჰქონდა ადამს), ღვთის წინასწარუწყებისსამებრ, "თუ შეჭამ სიკვდილით მოკვდებიო", ასეც მოხდა და ურჩობით სიკვდილი შემოიჭრა სოფლად. რადგან კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი უკვე ნაჭამი ჰქონდათ პირველწინაპრებს სამოთხეში, მათი იქ გაჩერება და სიცოცხლის ხის ნაყოფის მიღება (რომელიც უკვდევაბას სძენს ადამიანს) აღარ შეიძლებოდა, რადგან აკრძალული ხის ნაყოფს მოაქვს რა ტანჯვა-ტკივილი, ხრწნადობა, სიკვდილი და ღვთისგან სიშორე, უკვდავების ხის ნაყოფით ეს ყოველივე მარადიულად გაგრძელდებოდა, ამიტომ მეტად გონივრული იყო მათი გამოძევება. ახალი აღთქმის ეპოქაში, "მარადიული სიცოცხლის ხე" მოკვდა სიკვდილის შემომტან, "კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხეზე", უკანასკნელმა ვერაფერი ავნო რა მას, "სიცოცხლის ხემ" კი ყველანარიად უვნებელყო იგი. საინტერესო აზრია. თუმცა რას ნიშნავს - "თუ შეჭამთ, მოკვდებით" სადავოა. ბევრი თვლის, რომ მანდ მხოლოდ სულიერი სიკვდილი იგულისხმება, იმიტომ, რომ ადამმა მას მერე დიდი ხანი იცოცხლა კიდევ. რატომ არ უთხრა ღმერთმა: "თუ შეჭამთ, მოკვდავი გახდებით"-ო. რატომ ხდება, რომ ბიბლიაში ყოველთვის ორაზროვანი ფრაზებია? იმიტომ, რომ რომელიმე ეკლესიამ დაადოს ცენზურა განმარტებას? რატომ არ წერია გარკვევით? და ღმერთმა რატომ გამოაგდო ადამი და ევა? იქ მხოლოდ ერთი მიზეზი ჩანს - არ უნდოდა, რომ მათ სიცოცხლის ხის ნაყოფი შეეჭამათ. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი