პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
May 7 2013, 12:41 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია II - ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მოილოცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდგომი ქადაგებისას ბრძანა, განსაკუთრებით ულოცავს იმ ადამიანებს, ვინც წმინდა გიორგის სახელს ატარებენ. "წმინდა გიორგი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი", - ბრძანა უწმიდესმა. პატრიარქმა უფალს მადლობა შესწირა იმ მოთმინებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც იგი "მოჰფენს ყოველთა". მან წმინდა გიორგის ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი იყო იმპერატორ დიოკლიტიანეს მხედართმთავარი, რომელმაც გაბედა ხმამაღლა ეთქვა, რომ ქრისტიანია. "იმპერატორი დიოკლიტიანე ჭკვიანი პიროვნება იყო, მაგრამ იყო წარმართი და ეგონა წარმართობის განმტკიცებით ქვეყანას იცავდა. სინამდვილეში კი - პირიქით. მისი მხედართმთავარი გიორგი კი იყო ქრისტიანი, რომელმაც ხმამაღლა თქვა ეს. მე ვნახე იარაღი, რომლითაც აწამებდნენ წმინდა გიორგის, ეს არის რკინის უღელი, რომელიც ყელზე ჰქონდა შემოხვეული. ასევე, აკრავდნენ ფიცარზე და დანებით უსერავდნენ სხეულს", - აღნიშნა უწმიდესმა. თუმცა, პატრიარქის თქმით, ბოლო წამებისას, როდესაც წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებიდა, მას ჩაესმა უფლის ხმა - ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი ძალა ვერაფერს იზამს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი დედა, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი. მშვიდობა და სიუხვე იყოს თქვენს ოჯახებში, გულსა და გონებაში", - ბრძანა უწმიდესმა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მოსახლეობა გადის საფლავებზე, ხვალ კი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო ლიტურგია მახათას მთაზე ჩატარდება. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/77214-ili...l#ixzz2SXzQ5JC2 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი