![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geocraft |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
Geocraft
თავიდანვე შევთანხმდეთ ერთრამეზე . მე გესაუბრები მართლმადიდებლური სწავლების მხრიდან და მართლმკვთელურ მოზღვრებზე დაყრდნობით , ანუ გცემ იმ პასუხებს , რომელიც ეყრდნობა ჩემი რელიგიის სწავლებას . (სხვისთვის შესაძლებელია სხვაგვარად აღიქმებოდეს იგი) ციტატა ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს? შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? ცნობიული ფაქტია , რომ ისრაელი როდესაც სძლევს ამალეკს მოსეს ჰქონდა განპყრობილი ხელები , ხოლო როდესაც ხელები ჩამოშვებული ჰქონდა მაშინ ისრაელი მარცხდებოდა . წმ . გრიგოლ ნოსელი ამ ფაქტს შემდეგნაირი ალეგორიულობით გადმოგვცემს : ხელგანპყრობილი მოსე - სჯულის სულიერად გამგები . ხელებჩამოშვებული მოსე - სჯულის ბუკვალურად გამგები . მაქვს სურვილი ჩვენ სჯულის სულიერად გამგებნი ვიყოთ და არა ბუკვალურად , იმიტომ რომ ჩვენთვიუს მთავარია რატომ წერია და არა ის თუ რა წერია . დავიწყებ ასე : რატომ მაინცდამაინც პრიტესტანტიზმი ? მის გარდას კიდევ არერთი კონფენსია ,,ქადაგებს სახარებას '' ? ამის გამმართლებელი მხოლოდ ეს მუხლი გვაქვს ? მაშინ მე სხვა მუხლს მოგიყვან : “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა“. მსჯელობა ჩიხში შევიდა . ამიტომ , როდესაც ნებისმიერი აღმსარებლობის მიერ სახარების ქადაგებას ვგულისხმობთ , ბიბლიის ცალკეული მუხლებით კი არ უნდა ვიმსჯელოთ , არამედ მათი ჩამოყალიბების დროის , მოკლე ისტორიის , ეკლესიის დამახინჯებული სწავლებების და სხვათა მიხედვით . ახლა უშუალოდ მაგ მუხლის ეგზეგეზას შემოგთავაზებ და დავიხმარებ თეოფილაქტე ბულგარელს . დავიწყოთ ასე ? რატომ უკრძალავს იოანე სხვას ეშმაკთა განსხმას ? შურის გამო ? ეს ხომ წარმოუდგენელია , არამედ იმიტომ , რომ ყველა ვინც ქრისტეს სახელს ხმობს , იყოს ერთი სამწყსო ერთი მწყემსის დაქვემდებარებაში . თუ გნებავს სხვა დროს ვიმსჯელოთ რა ხდებოდა სახარების ქადაგების დასაყისში , მაგრამ აქ კი ამბობს გარვევით უფალი რომ ვინც ჩემ სახელს განადიდებს ის მე ვერ დამამცირებსო და თუ ვერ დაამცირებდა , მაშინ მოციქულთა შრომაც ამაო იქნებდა . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი