![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geocraft |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მარიამი
მარკოზის სახარებაა . იოანე ოქროპირის განმარტებათა სრული კრებული მხოლოდ მათესა და იოანეს სახარებებზე მოგვეპოვება , ბულგარელს კი დავაკოპირებ . ცალკეულ ჰომილიებზე კი შეიძლება ამის ნახვა ... (თ. 9, მ. 38-40) 38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. არც რაიმე შეჯიბრის და არც შურის გამო, ძე ქუხილისა არ უკრძალავს იმ ადამიანს, განასხას ეშმაკები. არამედ სურს, რომ ყველა, ვინც ქრისტეს სახელს მოუწოდებს ქრისტეს, გაყვეს და რომ ყველა მოწაფე ერთ სხეულს შეადგენდეს. სახარების ქადაგების დასაწყისში ხდებოდა ესეც, რომ ზოგიერთებს, დიდებისმოყვარების ვნებით აღძრულთ, სურდათ სასწაულები მოემოქმედებინათ, მაგრამ ხედავდნენ რა, თუ როგორი ძალა ჰქონდა იესოს სახელს, ისინი მოუწოდებდნენ მას და ამგვარად იქმოდნენ სასწაულებს, თუმცაღა უცხონი და უღირსნი იყვნენ უფლის ღამრთაებრივი მადლისა, ვინაიდან უფალს სურდა, რათა მოძღვება გავრცელებულიყო უღირსთა მიერაც. რა ქნა მაცხოვარმა? მან არ დართო ნება იოანეს აეკრძალა სასწაულთა მოქმედებისთვის: „ნუ აყენებთ მას, - ეუბნება, - რამეთუ არავინ არს, რომელმან ქნეს ძალი სახელითა ჩემითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის - სიტყუად ჩემდა“. ანუ როგორ გამლანძრავს ის, ვინც ჩემი სახელით დიდებას იხვეჭს და ჩემი მოწოდებით სასწაულებს იქმს. ისე ჩანს, თითქოს უფალი თავის თავს ეწინააღმდეგება, რამეთუ სხვა ადგილას ამბობს: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა“. მაგრამ ეს სიტყვები ნათქვამია ეშმაკებზე, რომლებიც ცდილობენ განოშორონ არსნი უფლისაგან და განაბნევენ ღმრთის საკუთრებას, აქ კი საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვათა, სასწაულმოქმედთა, მეშვეობით უფალთან მიიყვანებიან. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 03:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი