![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
ხოდა ფაქტი სახეზეა ორი სულის დილემა მაშინაც და ეხლაც ჩამჭრელია მართლმადიდებლობის! ვისაც კარგად ესმის საღვთო წერილი ის ვერ დაუშვებს ამას! ელემენტარული პავლე ამხელს ქრისტეს გაორებას - მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზეო? და თუ სიკვდილმა მხოლოდ კაცობრივ ბუნებაზე იბატონა , მაშინ როგორღაა ქრისტე ერთი მთლიანი არსება ღმერთკაცობრივი? მისი ღვთაებრივობა ხომ უვნებია, სიკვდილგანუცდელი? პავლე კიდე ვინმე - ქრისტეზე საუბრობს ერთ სუბიექტზე - და ძალაუნებურად უნდა ვაღიაროთ რომ ქრისტე არარსში გავიდა , ანუ ის მხოლოდ კაცი იყო! ამას ღაღადებდა პასტორი რასელი და მაგიტომ ვცემ პატივს :) ბატონმა დავითმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი ჩემ კითხვას ამიტომ კიდევ ერთხელ ვაკოპირებ ჩემ კითხვას , იქნებ ეხლა მაინც ჩამაგდოს ძაღლად და მოეშვას ტერმინობანას :blink: ძე ღმერთმა ადამიანად შობისას მიიღო თუ არა ის სული რაც მე და შენ გვაქვს ბატონო დავით? ჩამჭრელი კითხვაა :connie_08: მაგ კითხვებით, მართლა დიდ დილემაში აგდებ მართლმადიდებლებს. არ მეგონა თუ ვერ გიპასუხებდნენ. ციტატა ადამიანის პიროვნებაა არც მის სულში და არც მის ხორცში, რაღაც სხვაშია. Otherguy დილემაში მყოფმა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა არც ისაა და არც ესო? :) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი