IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> როგორი სხეულით აღდგა იესო?
Otherguy
პოსტი May 1 2013, 06:40 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.

მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა.

როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით.

VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა.

როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"?



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 8 2013, 10:39 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ციტატა
მაგ კითხვებით, მართლა დიდ დილემაში აგდებ მართლმადიდებლებს. არ მეგონა თუ ვერ გიპასუხებდნენ.


გაქრი biggrin.gif biggrin.gif

იმ სამარცხვინო პოლემიკაზე რა ვთქვა ეს ადამიანი ამდენი ხნის მანძილზე რომ აწარმოებს და ფაქტობრივად არაფერზე არ სცემს პასუხს, ანდა თუ სცემს ისეთ რამეებს წერს, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს შეჰფერის. თუმცა ეს ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, აქ შენზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა.

გასაგებია, რომ სპეციალურ სემინარებს გიტარებენ როგორ უნდა გამოიყვანოთ წყობილებიდან ადამიანი, რომ შემდეგ დაანამუსოთ ესაა თქვენი ქრისტიანობაო, მაგრამ ასეთი უნამუსობა მე მგონი არ უნდა იკადრო (თუმცა ვის რას ვთხოვ).

რაც შეეხება აღნიშნულ "ჩამჭრელ" შეკითხვას:

ციტატა
ბატონმა დავითმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი ჩემ კითხვას ამიტომ კიდევ ერთხელ ვაკოპირებ ჩემ კითხვას , იქნებ ეხლა მაინც ჩამაგდოს ძაღლად და მოეშვას ტერმინობანას blink.gif ძე ღმერთმა ადამიანად შობისას მიიღო თუ არა ის სული რაც მე და შენ გვაქვს ბატონო დავით? ჩამჭრელი კითხვაა connie_08.gif


ამ შეკითხვაზე, როგორც მახსოვს პასუხი გაცემულია, ამ ადამიანის დაუცხრომელ ღაღადისსა თუ მოწოდებას კვლავ გამეცა პასუხი, იმიტომაც ვარიდებ თავს, რომ მასთან პოლემიკა უაზრობამდე მიდის ყოველთვის, რადგან აბსოლუტურ უცოდინრობას ვაწყდები ელემენტარული საღვთისმეტყველო ცოდნაშიც კი. ხოლო ის, რომ ამორალური ტერმინოლოგია (ტერმინი რაღაც ფილოსოფიური სისტემა გონია, არადა ეს უბრალო სიტყვას ნიშნავს და მეტს არაფერს) გააჩნია და უაზროდ ურევს ერთმანეთში ყველაფერს, იძულებულს მხდის აღარ ვესაუბრო, რადგან მიმაჩნია, რომ სადაც უმეცრებაა იქ რაიმე სახის საღვთისმეტყველო საუბარი ზედმეტია.

ტერმინები ჰიპოსტასი, ბუნება და ა.შ. არ შეუქმნიათ მართლმადიდებლებს, ის არის ზოგადი ტერმინები და ვგონებ ელემენტარული უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების შესახებ. აღარ დავაკოპირებ ამ ადამიანის შეხედულებებს ამ სიტყვებზე, რომელიც სასაცილოც აღარ არის, სამწუხაროა პირიქით, რომ ადამიანი ასე აზროვნებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით მასთან საუბარი ჩემი მხრიდან იქნებოდა ტყუილი დროის კარგვა და მეტი არაფერი.

და მაინც რაც შეეხება შეკითხვას:

ციტატა
ძე ღმერთმა ადამიანად შობისას მიიღო თუ არა ის სული რაც მე და შენ გვაქვს ბატონო დავით? ჩამჭრელი კითხვაა connie_08.gif


მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასმა (პიროვნებამ), ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება და იშვა კაცობრივად. ადამიანური ბუნების მიღება კი ნიშნავს სრულ ადამიანურ ბუნებას, ანუ სხეულს და ადამიანურ სულს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვისაუბრებდით სრულ ადამიანზე, რადგან მართლმადიდებლური სწავლებით ადამიანი ეს სულისა და სხეულის ერთიანობაა. არც ერთი მათგანია ცალკე ადამიანი და არც მეორე, არამედ ორივეს მთლიანობა. და როცა ვამბობ, რომ მაცხოვარმა მიიღო სრული ადამიანური ბუნება, ვგულისხმობთ ადამიანურ სხეულსაც და სულსაც, ცხადია. უფრო რომ დავაკონკრეტოთ ძე ღმერთის ჰიპოსტასი, პიროვნება განკაცებამდე ავლენდა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებებს, ხოლო განკაცების შემდეგ ის ავლენს აგრეთვე ადამიანური ბუნების თვისებებსაც. მოკლედ, ქალკედონის დოგმატი რომ მოვიხმოთ ქრისტე ეს არის ერთი პიროვნება, ერთი ძე ორი, საღვთო და ადამიანური ბუნებით.

სწორედ აპოლინარი იყო (IV ს.) ის პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ ძე ღმერთმა მხოლოდ სხეული მიიღო, ხოლო ადამიანური სული არ მიუღია, ანუ მან მიიღო მხოლოდ უგონებო ხორცი და მეტი არაფერი, როგორც რაღაც ტანსაცმელი ამგვარად შეიმოსა მან სხეული, რომ ტანჯვანი და ჯვარცმა აღესრულებინა (საღვთო ბუნება უვნებოა). როგორ და რა არგუმენტებით ამხილეს აპოლინარი ამ შემთხვევაში ამაზე არ ღირს საუბარი.

ციტატა
ხოდა ფაქტი სახეზეა ორი სულის დილემა მაშინაც და ეხლაც ჩამჭრელია მართლმადიდებლობის! ვისაც კარგად ესმის საღვთო წერილი ის ვერ დაუშვებს ამას! ელემენტარული პავლე ამხელს ქრისტეს გაორებას - მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზეო?

და თუ სიკვდილმა მხოლოდ კაცობრივ ბუნებაზე იბატონა , მაშინ როგორღაა ქრისტე ერთი მთლიანი არსება ღმერთკაცობრივი? მისი ღვთაებრივობა ხომ უვნებია, სიკვდილგანუცდელი? პავლე კიდე ვინმე - ქრისტეზე საუბრობს ერთ სუბიექტზე - და ძალაუნებურად უნდა ვაღიაროთ რომ ქრისტე არარსში გავიდა , ანუ ის მხოლოდ კაცი იყო! ამას ღაღადებდა პასტორი რასელი და მაგიტომ ვცემ პატივს smile.gif


ამ უაზრობას რანაირად გავცე პასუხი? როდესაც ოპონენტს არ ესმის (ამას (■გიორგი■ კი კარგად ესმის ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე ჭირდება ეს გაუგებარი პოსტები) ელემენტარული რამ, როგორ ვესაუბრო?

ქრისტე ერთი არსება არ არის, ქრისტე არის ერთი ჰიპოსტასი, ანუ ერთი პიროვნება ორი ბუნებით (ორი არსებით), საღვთო და ადამიანური ბუნებით და ცხადია, რომ პავლე მოციქული და ყველა მართლმადიდებელი ავტორი ქრისტეზე, როგორც ერთ პიროვნებაზე ასე საუბრობენ. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება იმიტომ, რომ ის კაცობრივი ბუნებით უხრწნელ და უკვდავ მდგომარეობაშია, ხოლო მოკვდა იმიტომ, რომ ხრწნადი და მოკვდავი ბუნების მქონე იყო აღდგომამდე.

და თუკი ქრისტემ მხოლოდ სხეული, როგორც სამოსელი, მიიღო, მაშინ ცრუ ყოფილა ყოველივე ის ტანჯვა რაც მან განიცადა ჯვარცმამდე და ჯვარცმის შემდგომ, ანდა ამ ლოგიკით, თუ ნამდვილი იყო (ცხადია ნამდვილია) მის საღვთო ბუნებას განუცდია ვნება, რადგან უაზროვნო და უგონებო სხეულს რომ ტკივილის განცდა არ აქვს ეს გარდაცვლილი ადამიანის სხეულზეც კარგად მეტყველებს, რომელსაც რაც არ უნდა ურტყა არ ტკივა. ამგვარი რამის თქმა ცხოველის სხეულზეც შეიძლება ითქვას, გარდაცვლილზე, მაგრამ ცოცხალ ადამიანზა და ცხოველს შორის განსხვავება ისაა, რომ ცხოველი გონებრიობასაა მოკლებული, ანუ ადამიანი ცხოველზე აღმატებული არის სწორედ გონებით, სულის ყველაზე უფრო აღმატებული ნიშან-თვისებით. და თუ ეს არ ქონდა უფლის მიერ მიღებულ ადმაიანურ ბუნებას, მაშინ ის ცხოველის ერთარსიც გამოდის, რაც უდიდესი მკრეხელობაა, რა თქმა უნდა. მან მიიღო სრული ადამიანური ბუნება, სხეული და სული, ქრისტე არის ერთი პიროვნება ორი ბუნებით და ის ტანჯვანი, რომელიც მან განიცადა არის რეალური, ანუ ერთი ქრისტე, ერთი ძე, ერთი პიროვნება იტანჯა, ჯვარზე გაეკრა და აღესრულა, ოღონდ კაცობრივი ბუნებით. არა განკერძოებულად კაცება იტანჯა და მოკვდა, არამედ სწორედ ქრისტე იტანჯა და აღესრულა კაცობრივი ბუნებით.

რაც შეეხება "ორი სულის დილემას". ისევ და ისევ უვიცობასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ორი სულის დილემასთან გვქონდეს საქმე, როცა ჩვენ არ ვსაუბრობთ ორი იდენტური ბუნების შეერთებაზე. თუ ოპონენტი მიიჩნევს, რომ ქრისტე კაცობრივ შობამდე ასევე ადამიანი იყო ეს სხვა საქმეა, მაგრამ როგორც ვატყობ ასე არ ფიქრობს. და თუკი ქრისტე განკაცებამდე არ იყო ადამიანური ბუნების მქონე, არამედ მხოლოდ საღვთო ბუნებისა (თქვენ ასე არ მიიჩნევთ, მაგრამ ყოველშემთხვევაში იმას მაინც ამბობთ, რომ ადამიანი არ იყო), მაშ რა ორ სულზე მელაპარაკებით?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   როგორი სხეულით აღდგა იესო?   May 1 2013, 06:40 PM
afxazi   Otherguy როდესაც მამებს...   May 1 2013, 06:56 PM
Otherguy   afxazi წმ. ევტიქის და წ...   May 1 2013, 07:03 PM
აკაკი   გირგოლ ნოსელს ხომ ...   May 1 2013, 07:39 PM
Otherguy   აკაკი არადა იესო დ...   May 1 2013, 07:51 PM
აკაკი   ვის როგორ ესმის ტე...   May 1 2013, 08:32 PM
A.V.M   Otherguy ეგ მოსაზრებაც ...   May 1 2013, 08:39 PM
esre ars cheshmariteba   ხორციელი სხეული ქრ...   May 2 2013, 12:15 AM
Otherguy   esre ars cheshmariteba და თომას რ...   May 2 2013, 08:12 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba და თომას ...   May 3 2013, 05:53 PM
■გიორგი■   [b]ხორციელი სხეული ...   May 3 2013, 01:33 AM
afxazi   ■გიორგი■ ამაზე არ...   May 3 2013, 10:42 AM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ ამაზე არ...   May 3 2013, 05:35 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ამ აბდა უ...   May 3 2013, 08:39 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ამ აბდა უბ...   May 3 2013, 08:56 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ე.ი. დღევა...   May 3 2013, 09:07 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ე.ი. დღევა...   May 3 2013, 09:25 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D თუ უკ...   May 3 2013, 09:41 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D თუ უკვ...   May 3 2013, 10:00 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba facepalm   May 3 2013, 09:50 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მაშინ ერ...   May 3 2013, 10:17 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მაშინ ერთ...   May 3 2013, 11:27 PM
Otherguy   afxazi შეურაწჰყოფა რა ...   May 3 2013, 10:19 PM
afxazi   Otherguy იგივე სხეული რ...   May 3 2013, 10:31 PM
Otherguy   [b]Otherguy აკრძალულ ნაყო...   May 3 2013, 10:40 PM
esre ars cheshmariteba   შოკში ვარ... მართლა.....   May 3 2013, 11:40 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ ...   May 3 2013, 11:48 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ...   May 3 2013, 11:51 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ...   May 4 2013, 01:27 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba შეგიძლია ...   May 4 2013, 01:53 PM
აკაკი   ნაყოფი, რომლის ჭამ...   May 4 2013, 02:44 PM
Otherguy   ნაყოფი, რომლის ჭამ...   May 4 2013, 03:11 PM
■გიორგი■   [b]Otherguy როდესაც მამებ...   May 4 2013, 02:49 PM
აკაკი   Otherguy უფალს ხომ არ უთ...   May 4 2013, 04:50 PM
Otherguy   Otherguy სიკვდილი მარად...   May 4 2013, 11:02 PM
esre ars cheshmariteba   გიორგის ვეთანხმებ...   May 4 2013, 10:12 PM
აკაკი   Otherguy სიკვდილთან ერთ...   May 5 2013, 05:42 AM
esre ars cheshmariteba   ბატონმა დავითმა კი...   May 6 2013, 10:05 AM
Otherguy   ბატონმა დავითმა კ...   May 6 2013, 10:41 AM
esre ars cheshmariteba   მაგაზე 2 საუკუნე და...   May 6 2013, 10:57 AM
აკაკი   ხელი რომ დაგეჭრება...   May 6 2013, 01:11 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba კარგად მო...   May 6 2013, 08:33 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba კარგად მო...   May 6 2013, 10:55 PM
toka@   ჰა რა გადაწყდა ახლ...   May 6 2013, 08:55 PM
■გიორგი■   [b]ხოდა ფაქტი სახეზ...   May 8 2013, 02:36 AM
afxazi   ■გიორგი■ გაქრი :D :...   May 8 2013, 10:39 AM
■გიორგი■   რაც შეეხება "ორი ...   May 8 2013, 12:08 PM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ გაქრი :D :D ...   May 8 2013, 10:11 PM
toka@   afxazi ამიტო მიყვარხარ...   May 8 2013, 11:02 AM
afxazi   ■გიორგი■ შენთანა...   May 8 2013, 12:41 PM
■გიორგი■   მაგალითად შიმშილი...   May 8 2013, 04:12 PM
afxazi   ■გიორგი■ რას გავა...   May 8 2013, 04:34 PM
esre ars cheshmariteba   ადამინს არ აქვს სუ...   May 8 2013, 10:31 PM
toka@   წადიიი :D :D გადიი :D :D ...   May 8 2013, 10:34 PM
A.V.M   toka@ და მალიშს ჭამს კ...   May 9 2013, 12:32 AM
■გიორგი■   მიდი აბა გვითხარი ...   May 9 2013, 03:40 AM
afxazi   ■გიორგი■ შენგან ა...   May 9 2013, 11:52 AM
■გიორგი■   afxazi ისევ აბსურდულს ...   May 9 2013, 03:36 PM
afxazi   ■გიორგი■ მე ვთქვი...   May 9 2013, 04:09 PM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ მე ვთქვი, ...   May 9 2013, 09:52 PM
G_saxva   გიორგი ამას მგონი ...   May 10 2013, 09:38 AM
აკაკი   ვფიქრობ, მაშინ მივ...   May 9 2013, 04:14 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ მე ვთქვ...   May 9 2013, 04:24 PM
afxazi   ■გიორგი■ ვერ არის...   May 9 2013, 04:44 PM
esre ars cheshmariteba   [b]■გიორგი■ ვერ არი...   May 9 2013, 10:19 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ვერ არი...   May 9 2013, 06:49 PM
A.V.M   ბანი გინდა? facepalm   May 9 2013, 11:21 PM
toka@   esre ars cheshmariteba შენ ბიბლი...   May 10 2013, 09:50 AM
A.V.M   toka@ ლარიან მაღაზიაშ...   May 10 2013, 11:49 AM
afxazi   A.V.M G_saxva toka@ მშვიდად, მშ...   May 10 2013, 04:38 PM
esre ars cheshmariteba   A.V.M G_saxva toka@ მშვიდად, მ...   May 10 2013, 10:08 PM
აკაკი   "... ქრისტემ ადამია...   May 10 2013, 09:00 PM
afxazi   esre ars cheshmariteba პატივს ვ...   May 10 2013, 10:12 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba პატივს ვს...   May 11 2013, 11:52 PM
toka@   esre ars cheshmariteba გათუთქვა ...   May 10 2013, 10:18 PM
A.V.M   toka@ სულ როგორ მაიმუნ...   May 11 2013, 01:07 AM
Otherguy   afxazi საერთოდ რა არის ...   May 11 2013, 03:25 PM
■გიორგი■   afxazi ეცადე გააანალი...   May 12 2013, 01:30 AM
afxazi   esre ars cheshmariteba ამდენი ხა...   May 12 2013, 02:53 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba ამდენი ხ...   May 12 2013, 08:24 PM
esre ars cheshmariteba   ძალიან მიჭირს სიტყ...   May 12 2013, 08:51 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ნუ გასაგე...   May 12 2013, 09:17 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ნუ გასაგე...   May 12 2013, 09:38 PM
A.V.M   ბიბლიური დასტური რ...   May 12 2013, 09:34 PM
A.V.M   გაქრობა დაგვანახე...   May 12 2013, 09:39 PM
esre ars cheshmariteba   თვალსა და ხელს შუა ...   May 12 2013, 10:09 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:18 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:26 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:37 PM
A.V.M   ხო რა ... დაგვიწერე ბ...   May 12 2013, 10:25 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ამაღლება ...   May 12 2013, 10:27 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ?   May 12 2013, 10:32 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მე ვთქვი, ...   May 12 2013, 10:39 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მე ვთქვი, ...   May 12 2013, 10:43 PM
G_saxva   ვითხოვთ ამის დასტ...   May 13 2013, 09:55 AM
esre ars cheshmariteba   ვითხოვთ ამის დასტ...   May 13 2013, 09:46 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რად უნდა ...   May 12 2013, 10:51 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რად უნდა ა...   May 12 2013, 11:00 PM
toka@   esre ars cheshmariteba დედა შვილ...   May 13 2013, 12:17 AM
A.V.M   საძმო მოვრჩით მგონ...   May 13 2013, 09:52 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 10:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი