მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
May 8 2013, 12:48 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დაძაბულობა იერუსალიმის და ანტიოქიის ეკლესიებს შორის
02/05/2013 ავტორი: სერგო ფარულავა იერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ყატარის იურისდიქციული კუთვნილების შესახებ. ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიას – მიიჩნევს პატრიარქი თეოფილე იერუსალიმი. იერუსალიმის პატრირქმა თეოფილე III -მ ოფიციალური წერილით უპასუხა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტს ყატარის მთავარეპისკოპოსად არქიმანდრიტ მაკარის დადგინების შესახებ. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერია, რადგან ყატარი იმყოფება ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში. იერუსალიმის საპატრიარქოს პასუხში ნათქვამია რომ თეოფილე ΙΙΙ და იერუსალიმის ეკლესიის სინოდი წუხს წარმოქმნილი გაუგებრობის გამო, მაგრამ არ შეუძლია სინოდის გადაწყვეტილების გაუქმება, რამდენადაც ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის ეკლესიას როგორც ნაწილი „არაბეთისა“, რომელიც იხსენიება იერუსალიმის პატრიარქის ოფიციალურ ტიტულშიც: „პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, ტრანსიორდანისაა, კანის გალილეისა და წმინდა სიონისა“. გარდა ამისა, ცნება „სრულიად პალესტინა“ მოიცავს ბიზანტიურ პროვინციის პალესტინა “მესამის”, ბუნებრივ გაგრძელებას, რომელსაც წარმოადგენს არაბეთის ნახევარკუნძული. წერილში აღნიშნულია რომ არაბეთის ნახევარკუნძულის სირიელი-იაკობიტები, განსაკუთრებით კი იემენისა, დაკავშირებული არიან სირიასთან, მაგრამ იურისდიქციული გაყოფა მონოფიზიტური სირიულ-იაკობიტური ეკლესიისა სხვაა, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიებისა. 1997 წელს იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროსმა ყატარის მართლმადიდებელ სამწყსოზე ზრუნვისთვის არქიმანდრიტი თეოფილე (ამჟამინდელი პატრიარქი თეოფილე III ) დანიშნა. 1999 წლის ნოემბერში პატრიარქი დიოდოროსი ეწვია ყატარს. 2001 წელს არქიმანდრიტი თეოფილე შეცვალა არქიმანდრიტმა მაკარმა, რომელმაც ააშენა ღირსი ისააკ ასურისა და დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი. 2010 წელს პატრიარქი თეოფილე III ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყატარს. მთელი ამ დროის მანძილზე ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან არანაირი პროსტესტი არ გამოთქმულა. წერილში ნათქვამია რომ „ყატარის მიწა იერუსალიმის საპატრიარქოს მიერაა დარგული და მორწყული“ რაც შეეხება ანტიოქიის საპატრიარქოს იერარქთა ერთ-ერთ ტიტულს – მიტროპოლიტი ბაღდადისა და ქუვეითისა, წოდება „ქუვეითისა“ 1964 წელს იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტეს ნებართვით იქნა დამატებული, გვატყობინებს სააგენტო „Ромфея“ მოამზადა ალექსანდრე აგლაძემ წყარო: http://www.sedmitza.ru -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი