![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა სადაა ადამიანის პიროვნება, მის სულში თუ მის ხორცში? შენთანაც იგივე პრობლემა მაქვს? რას ქვია სადაა ადამიანის პიროვნება, სულში თუ სხეულში. დავსესხები პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონს: პიროვნება ეს არის "ინდივიდისთვის დამახასიათებელი ნიშანთა ერთობლიობა". http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=7764 ანუ პიროვნება ეს არის კონკრეტული რამ, ინდივიდი, პერსონა, გამაცხადებელი იმისა, იმ თვისებებისა, ამამოქმედებელი იმ თვისებებისა, რისგანაც ის შედგება. აი ბუნება კი იმ თვისებათა ერთობლიობაა, რასაც პიროვნება ამოქმედებს, ანუ რასაც ესა თუ ის ინდივიდი გააცხადებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი შედგება სულიერი და სხეულებრივი ბუნებისგან, ანუ მას ახასიათებს სულიერი და სხეულებრივი თვისებები. ამ კუთხით ყველა ადამიანი იდენტურია, მაგრამ ისინი სხვაობენ ამ თვისებათა ამოქმედების, გამოვლინების ხარისხში, რომ ყველა ერთნაირად არ ავლენს ამა თუ იმ თვისებას. სწორედ ეს განსხვავებულობა განაპირობებს პიროვნულ მდგომარეობას. ამიტომ თქმა იმისა, თუ სადაა პიროვნება სულში თუ სხეულში, არასწორია. ჩვენ ვამბობთ - სხეულებრივი და სულიერი ბუნება, რაშიც მოვიაზრებთ სხეულებრივ და სულიერ თვისებებს, ხოლო ამ თვისებათა ამამოქმედებელი არის თითოეული ინდივიდი ანუ პიროვნება. მაგალითად შიმშილი სხეულის თვისებაა, მაგრამ ეს თვისება ამოქმედებულია სწორედ პიროვნებისგან, ამიტომ პიროვნება ითქმის უკვე მშიერი ანუ შია პიროვნებას. ციტატა აგრეთვე როგორ ხსნი იმ ფაქტს, რომ მკვდრეთით აღმდგარ იესოს, მისი მოწაფეები ვერ სცნობდნენ? თუ იესო იმავე ხორციელი სხეულით აღდგა, რომელი სხეულიც მიალურსმნეს, რატომ ვერ იცნეს მოწაფეებმა? ნუთუ სამ დღეში დაავიწყდათ მაცხოვრის გარეგნობა? მე ვთქვი, რომ მაცხოვარი აღდგა იმავე ხეულით, მაგრამ არ მითქვამს იმავე მდგომარეობაში. ამ კუთხით კი ლოგიკურია, რომ ვერ ცნობდნენ, რადგან მაცხოვრის აღდგომილი სხეული განსხვავებულ მდგომარეობაშია იმ მდგომარეობისგან, რითაც ის აღდგომამდე იმყოფებოდა მოციქულებთან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
მაგალითად შიმშილი სხეულის თვისებაა, მაგრამ ეს თვისება ამოქმედებულია სწორედ პიროვნებისგან, ამიტომ პიროვნება ითქმის უკვე მშიერი ანუ შია პიროვნებას. ანუ არც შენ გაქვს ზუსტი პასუხი ადამიანი როგორც პიროვნება სულშია, ხორცშია თუ სადაა. კაი, გავანებოთ ამას თავი. შენ კი არა, ეკლესიის წმინდანებმა ვერ უპასუხეს მაგ კითხვას ამომწურავად. ეგ არაა ჩემი კითხვის მთავარი ნაწილი. მე თემის ირგვლივ რაც ვიკითხე იმის შესახებ მსურს დამიზუსტო პასუხი. შენ წერ: ციტატა მე ვთქვი, რომ მაცხოვარი აღდგა იმავე ხეულით, მაგრამ არ მითქვამს იმავე მდგომარეობაში. ამ კუთხით კი ლოგიკურია, რომ ვერ ცნობდნენ, რადგან მაცხოვრის აღდგომილი სხეული განსხვავებულ მდგომარეობაშია იმ მდგომარეობისგან, რითაც ის აღდგომამდე იმყოფებოდა მოციქულებთან. რატომ ვერ იცნობდნენ მაცხოვარს, თუკი იმავე სხეულში აღდგა? გარეგნულად თუ სხვანაირად გამოიყურებოდა მისი სხეული, იმავე სხეულში არ აღმდგარა. თუ იმავე სხეულში აღდგა, რომელი სხეულიც მიალურსმნეს, მაშინ აუცილებლად უნდა ეცნოთ მოწაფეებს. აი მაგალითად, როცა თომას ეცხადება, თომა მას სცნობს. სხვები ვერ სცნობენ. რატომ? ვერ ხსნი. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი