![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა კაი, გავანებოთ ამას თავი. რას გავანებოთ თავი, ამას? ციტატა შენ კი არა, ეკლესიის წმინდანებმა ვერ უპასუხეს მაგ კითხვას ამომწურავად. თუ შეიძლება განმარტე რას ვერ უპასუხეს. ეს უაზრო ცილისწამებები მოდაშია? მიდი აბა გვითხარი როგორ გესმის სიტყვები "პიროვნება" და "ბუნება". არ დამიწყო ეხლა შენებური ზღაპრები. ციტატა რატომ ვერ იცნობდნენ მაცხოვარს, თუკი იმავე სხეულში აღდგა? მაგრამ მაინც რომ ცნობენ? ამას რა ვუყოთ. შენი ლოგიკით საერთოდ ვერ უნდა ეცნოთ, მაგრამ დიდი გაჭირვების შემდგომ მაინც ცნობენ. ციტატა გარეგნულად თუ სხვანაირად გამოიყურებოდა მისი სხეული, იმავე სხეულში არ აღმდგარა. მე არ ვამბობ რომ იმავე სხეულში აღდგა, დაუკვირდი თითოეულ სიტყვას და ისე წერე. მე ვამბობ, აღდგა იმავე სხეულით, მაგრამ სხეული უკვე არის უხრწნელ და უკვდავ მდგომარეობაში და ეს რომ განსხვავებული იქნებოდა მანამდელი მდგომარეობისგან ეს გასაკვირი არ უნდა იყოს და აღქმის თვალსაზრისით რომ პრობლემა შეიქმნებოდა ესეც არ უნდა იყოს გასაკვირი. ციტატა აი მაგალითად, როცა თომას ეცხადება, თომა მას სცნობს. სხვები ვერ სცნობენ. რატომ? ვერ ხსნი. თომას ეცხადება სხვებთან ერთად და უკვე იქ ცნობილია მაცხოვრის შესახებ, ამიტომ თომამ იცნო და სხვებმა ვერ იცნეს, ეს არასწორია. მოციქულებს უჭირთ ცნობა მაცხოვრისა და კვლავ გავიმეორებ, რომ ეს ბუნებრივია (სხველი განსხვავებულ მდგომარეობაშია), მაგრამ მცირე ხნის შემდეგ მას ცნობენ, ამგვარი ვითარება გვაქვს მარიამ მაგდალინელის შემთხვევაში, თუნდაც ლუკას და კლეოპას ეპიზოდში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი