![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა მაგ კითხვებით, მართლა დიდ დილემაში აგდებ მართლმადიდებლებს. არ მეგონა თუ ვერ გიპასუხებდნენ. გაქრი ![]() ![]() იმ სამარცხვინო პოლემიკაზე რა ვთქვა ეს ადამიანი ამდენი ხნის მანძილზე რომ აწარმოებს და ფაქტობრივად არაფერზე არ სცემს პასუხს, ანდა თუ სცემს ისეთ რამეებს წერს, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს შეჰფერის. თუმცა ეს ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, აქ შენზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. გასაგებია, რომ სპეციალურ სემინარებს გიტარებენ როგორ უნდა გამოიყვანოთ წყობილებიდან ადამიანი, რომ შემდეგ დაანამუსოთ ესაა თქვენი ქრისტიანობაო, მაგრამ ასეთი უნამუსობა მე მგონი არ უნდა იკადრო (თუმცა ვის რას ვთხოვ). რაც შეეხება აღნიშნულ "ჩამჭრელ" შეკითხვას: ციტატა ბატონმა დავითმა კიდევ ერთხელ აარიდა თავი ჩემ კითხვას ამიტომ კიდევ ერთხელ ვაკოპირებ ჩემ კითხვას , იქნებ ეხლა მაინც ჩამაგდოს ძაღლად და მოეშვას ტერმინობანას ![]() ![]() ამ შეკითხვაზე, როგორც მახსოვს პასუხი გაცემულია, ამ ადამიანის დაუცხრომელ ღაღადისსა თუ მოწოდებას კვლავ გამეცა პასუხი, იმიტომაც ვარიდებ თავს, რომ მასთან პოლემიკა უაზრობამდე მიდის ყოველთვის, რადგან აბსოლუტურ უცოდინრობას ვაწყდები ელემენტარული საღვთისმეტყველო ცოდნაშიც კი. ხოლო ის, რომ ამორალური ტერმინოლოგია (ტერმინი რაღაც ფილოსოფიური სისტემა გონია, არადა ეს უბრალო სიტყვას ნიშნავს და მეტს არაფერს) გააჩნია და უაზროდ ურევს ერთმანეთში ყველაფერს, იძულებულს მხდის აღარ ვესაუბრო, რადგან მიმაჩნია, რომ სადაც უმეცრებაა იქ რაიმე სახის საღვთისმეტყველო საუბარი ზედმეტია. ტერმინები ჰიპოსტასი, ბუნება და ა.შ. არ შეუქმნიათ მართლმადიდებლებს, ის არის ზოგადი ტერმინები და ვგონებ ელემენტარული უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების შესახებ. აღარ დავაკოპირებ ამ ადამიანის შეხედულებებს ამ სიტყვებზე, რომელიც სასაცილოც აღარ არის, სამწუხაროა პირიქით, რომ ადამიანი ასე აზროვნებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით მასთან საუბარი ჩემი მხრიდან იქნებოდა ტყუილი დროის კარგვა და მეტი არაფერი. და მაინც რაც შეეხება შეკითხვას: ციტატა ძე ღმერთმა ადამიანად შობისას მიიღო თუ არა ის სული რაც მე და შენ გვაქვს ბატონო დავით? ჩამჭრელი კითხვაა ![]() მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასმა (პიროვნებამ), ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება და იშვა კაცობრივად. ადამიანური ბუნების მიღება კი ნიშნავს სრულ ადამიანურ ბუნებას, ანუ სხეულს და ადამიანურ სულს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვისაუბრებდით სრულ ადამიანზე, რადგან მართლმადიდებლური სწავლებით ადამიანი ეს სულისა და სხეულის ერთიანობაა. არც ერთი მათგანია ცალკე ადამიანი და არც მეორე, არამედ ორივეს მთლიანობა. და როცა ვამბობ, რომ მაცხოვარმა მიიღო სრული ადამიანური ბუნება, ვგულისხმობთ ადამიანურ სხეულსაც და სულსაც, ცხადია. უფრო რომ დავაკონკრეტოთ ძე ღმერთის ჰიპოსტასი, პიროვნება განკაცებამდე ავლენდა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებებს, ხოლო განკაცების შემდეგ ის ავლენს აგრეთვე ადამიანური ბუნების თვისებებსაც. მოკლედ, ქალკედონის დოგმატი რომ მოვიხმოთ ქრისტე ეს არის ერთი პიროვნება, ერთი ძე ორი, საღვთო და ადამიანური ბუნებით. სწორედ აპოლინარი იყო (IV ს.) ის პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ ძე ღმერთმა მხოლოდ სხეული მიიღო, ხოლო ადამიანური სული არ მიუღია, ანუ მან მიიღო მხოლოდ უგონებო ხორცი და მეტი არაფერი, როგორც რაღაც ტანსაცმელი ამგვარად შეიმოსა მან სხეული, რომ ტანჯვანი და ჯვარცმა აღესრულებინა (საღვთო ბუნება უვნებოა). როგორ და რა არგუმენტებით ამხილეს აპოლინარი ამ შემთხვევაში ამაზე არ ღირს საუბარი. ციტატა ხოდა ფაქტი სახეზეა ორი სულის დილემა მაშინაც და ეხლაც ჩამჭრელია მართლმადიდებლობის! ვისაც კარგად ესმის საღვთო წერილი ის ვერ დაუშვებს ამას! ელემენტარული პავლე ამხელს ქრისტეს გაორებას - მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზეო? და თუ სიკვდილმა მხოლოდ კაცობრივ ბუნებაზე იბატონა , მაშინ როგორღაა ქრისტე ერთი მთლიანი არსება ღმერთკაცობრივი? მისი ღვთაებრივობა ხომ უვნებია, სიკვდილგანუცდელი? პავლე კიდე ვინმე - ქრისტეზე საუბრობს ერთ სუბიექტზე - და ძალაუნებურად უნდა ვაღიაროთ რომ ქრისტე არარსში გავიდა , ანუ ის მხოლოდ კაცი იყო! ამას ღაღადებდა პასტორი რასელი და მაგიტომ ვცემ პატივს ![]() ამ უაზრობას რანაირად გავცე პასუხი? როდესაც ოპონენტს არ ესმის (ამას (■გიორგი■ კი კარგად ესმის ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე ჭირდება ეს გაუგებარი პოსტები) ელემენტარული რამ, როგორ ვესაუბრო? ქრისტე ერთი არსება არ არის, ქრისტე არის ერთი ჰიპოსტასი, ანუ ერთი პიროვნება ორი ბუნებით (ორი არსებით), საღვთო და ადამიანური ბუნებით და ცხადია, რომ პავლე მოციქული და ყველა მართლმადიდებელი ავტორი ქრისტეზე, როგორც ერთ პიროვნებაზე ასე საუბრობენ. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება იმიტომ, რომ ის კაცობრივი ბუნებით უხრწნელ და უკვდავ მდგომარეობაშია, ხოლო მოკვდა იმიტომ, რომ ხრწნადი და მოკვდავი ბუნების მქონე იყო აღდგომამდე. და თუკი ქრისტემ მხოლოდ სხეული, როგორც სამოსელი, მიიღო, მაშინ ცრუ ყოფილა ყოველივე ის ტანჯვა რაც მან განიცადა ჯვარცმამდე და ჯვარცმის შემდგომ, ანდა ამ ლოგიკით, თუ ნამდვილი იყო (ცხადია ნამდვილია) მის საღვთო ბუნებას განუცდია ვნება, რადგან უაზროვნო და უგონებო სხეულს რომ ტკივილის განცდა არ აქვს ეს გარდაცვლილი ადამიანის სხეულზეც კარგად მეტყველებს, რომელსაც რაც არ უნდა ურტყა არ ტკივა. ამგვარი რამის თქმა ცხოველის სხეულზეც შეიძლება ითქვას, გარდაცვლილზე, მაგრამ ცოცხალ ადამიანზა და ცხოველს შორის განსხვავება ისაა, რომ ცხოველი გონებრიობასაა მოკლებული, ანუ ადამიანი ცხოველზე აღმატებული არის სწორედ გონებით, სულის ყველაზე უფრო აღმატებული ნიშან-თვისებით. და თუ ეს არ ქონდა უფლის მიერ მიღებულ ადმაიანურ ბუნებას, მაშინ ის ცხოველის ერთარსიც გამოდის, რაც უდიდესი მკრეხელობაა, რა თქმა უნდა. მან მიიღო სრული ადამიანური ბუნება, სხეული და სული, ქრისტე არის ერთი პიროვნება ორი ბუნებით და ის ტანჯვანი, რომელიც მან განიცადა არის რეალური, ანუ ერთი ქრისტე, ერთი ძე, ერთი პიროვნება იტანჯა, ჯვარზე გაეკრა და აღესრულა, ოღონდ კაცობრივი ბუნებით. არა განკერძოებულად კაცება იტანჯა და მოკვდა, არამედ სწორედ ქრისტე იტანჯა და აღესრულა კაცობრივი ბუნებით. რაც შეეხება "ორი სულის დილემას". ისევ და ისევ უვიცობასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ორი სულის დილემასთან გვქონდეს საქმე, როცა ჩვენ არ ვსაუბრობთ ორი იდენტური ბუნების შეერთებაზე. თუ ოპონენტი მიიჩნევს, რომ ქრისტე კაცობრივ შობამდე ასევე ადამიანი იყო ეს სხვა საქმეა, მაგრამ როგორც ვატყობ ასე არ ფიქრობს. და თუკი ქრისტე განკაცებამდე არ იყო ადამიანური ბუნების მქონე, არამედ მხოლოდ საღვთო ბუნებისა (თქვენ ასე არ მიიჩნევთ, მაგრამ ყოველშემთხვევაში იმას მაინც ამბობთ, რომ ადამიანი არ იყო), მაშ რა ორ სულზე მელაპარაკებით? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
■გიორგი■ გაქრი ![]() ![]() იმ სამარცხვინო პოლემიკაზე რა ვთქვა ეს ადამიანი ამდენი ხნის მანძილზე რომ აწარმოებს და ფაქტობრივად არაფერზე არ სცემს პასუხს, ანდა თუ სცემს ისეთ რამეებს წერს, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს შეჰფერის. თუმცა ეს ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, აქ შენზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. გასაგებია, რომ სპეციალურ სემინარებს გიტარებენ როგორ უნდა გამოიყვანოთ წყობილებიდან ადამიანი, რომ შემდეგ დაანამუსოთ ესაა თქვენი ქრისტიანობაო, მაგრამ ასეთი უნამუსობა მე მგონი არ უნდა იკადრო (თუმცა ვის რას ვთხოვ). რაც შეეხება აღნიშნულ "ჩამჭრელ" შეკითხვას: ამ შეკითხვაზე, როგორც მახსოვს პასუხი გაცემულია, ამ ადამიანის დაუცხრომელ ღაღადისსა თუ მოწოდებას კვლავ გამეცა პასუხი, იმიტომაც ვარიდებ თავს, რომ მასთან პოლემიკა უაზრობამდე მიდის ყოველთვის, რადგან აბსოლუტურ უცოდინრობას ვაწყდები ელემენტარული საღვთისმეტყველო ცოდნაშიც კი. ხოლო ის, რომ ამორალური ტერმინოლოგია (ტერმინი რაღაც ფილოსოფიური სისტემა გონია, არადა ეს უბრალო სიტყვას ნიშნავს და მეტს არაფერს) გააჩნია და უაზროდ ურევს ერთმანეთში ყველაფერს, იძულებულს მხდის აღარ ვესაუბრო, რადგან მიმაჩნია, რომ სადაც უმეცრებაა იქ რაიმე სახის საღვთისმეტყველო საუბარი ზედმეტია. ტერმინები ჰიპოსტასი, ბუნება და ა.შ. არ შეუქმნიათ მართლმადიდებლებს, ის არის ზოგადი ტერმინები და ვგონებ ელემენტარული უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების შესახებ. აღარ დავაკოპირებ ამ ადამიანის შეხედულებებს ამ სიტყვებზე, რომელიც სასაცილოც აღარ არის, სამწუხაროა პირიქით, რომ ადამიანი ასე აზროვნებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით მასთან საუბარი ჩემი მხრიდან იქნებოდა ტყუილი დროის კარგვა და მეტი არაფერი. და მაინც რაც შეეხება შეკითხვას: მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასმა (პიროვნებამ), ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება და იშვა კაცობრივად. ადამიანური ბუნების მიღება კი ნიშნავს სრულ ადამიანურ ბუნებას, ანუ სხეულს და ადამიანურ სულს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვისაუბრებდით სრულ ადამიანზე, რადგან მართლმადიდებლური სწავლებით ადამიანი ეს სულისა და სხეულის ერთიანობაა. არც ერთი მათგანია ცალკე ადამიანი და არც მეორე, არამედ ორივეს მთლიანობა. და როცა ვამბობ, რომ მაცხოვარმა მიიღო სრული ადამიანური ბუნება, ვგულისხმობთ ადამიანურ სხეულსაც და სულსაც, ცხადია. უფრო რომ დავაკონკრეტოთ ძე ღმერთის ჰიპოსტასი, პიროვნება განკაცებამდე ავლენდა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებებს, ხოლო განკაცების შემდეგ ის ავლენს აგრეთვე ადამიანური ბუნების თვისებებსაც. მოკლედ, ქალკედონის დოგმატი რომ მოვიხმოთ ქრისტე ეს არის ერთი პიროვნება, ერთი ძე ორი, საღვთო და ადამიანური ბუნებით. სწორედ აპოლინარი იყო (IV ს.) ის პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ ძე ღმერთმა მხოლოდ სხეული მიიღო, ხოლო ადამიანური სული არ მიუღია, ანუ მან მიიღო მხოლოდ უგონებო ხორცი და მეტი არაფერი, როგორც რაღაც ტანსაცმელი ამგვარად შეიმოსა მან სხეული, რომ ტანჯვანი და ჯვარცმა აღესრულებინა (საღვთო ბუნება უვნებოა). როგორ და რა არგუმენტებით ამხილეს აპოლინარი ამ შემთხვევაში ამაზე არ ღირს საუბარი. ამ უაზრობას რანაირად გავცე პასუხი? როდესაც ოპონენტს არ ესმის (ამას (■გიორგი■ კი კარგად ესმის ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე ჭირდება ეს გაუგებარი პოსტები) ელემენტარული რამ, როგორ ვესაუბრო? ქრისტე ერთი არსება არ არის, ქრისტე არის ერთი ჰიპოსტასი, ანუ ერთი პიროვნება ორი ბუნებით (ორი არსებით), საღვთო და ადამიანური ბუნებით და ცხადია, რომ პავლე მოციქული და ყველა მართლმადიდებელი ავტორი ქრისტეზე, როგორც ერთ პიროვნებაზე ასე საუბრობენ. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება იმიტომ, რომ ის კაცობრივი ბუნებით უხრწნელ და უკვდავ მდგომარეობაშია, ხოლო მოკვდა იმიტომ, რომ ხრწნადი და მოკვდავი ბუნების მქონე იყო აღდგომამდე. და თუკი ქრისტემ მხოლოდ სხეული, როგორც სამოსელი, მიიღო, მაშინ ცრუ ყოფილა ყოველივე ის ტანჯვა რაც მან განიცადა ჯვარცმამდე და ჯვარცმის შემდგომ, ანდა ამ ლოგიკით, თუ ნამდვილი იყო (ცხადია ნამდვილია) მის საღვთო ბუნებას განუცდია ვნება, რადგან უაზროვნო და უგონებო სხეულს რომ ტკივილის განცდა არ აქვს ეს გარდაცვლილი ადამიანის სხეულზეც კარგად მეტყველებს, რომელსაც რაც არ უნდა ურტყა არ ტკივა. ამგვარი რამის თქმა ცხოველის სხეულზეც შეიძლება ითქვას, გარდაცვლილზე, მაგრამ ცოცხალ ადამიანზა და ცხოველს შორის განსხვავება ისაა, რომ ცხოველი გონებრიობასაა მოკლებული, ანუ ადამიანი ცხოველზე აღმატებული არის სწორედ გონებით, სულის ყველაზე უფრო აღმატებული ნიშან-თვისებით. და თუ ეს არ ქონდა უფლის მიერ მიღებულ ადმაიანურ ბუნებას, მაშინ ის ცხოველის ერთარსიც გამოდის, რაც უდიდესი მკრეხელობაა, რა თქმა უნდა. მან მიიღო სრული ადამიანური ბუნება, სხეული და სული, ქრისტე არის ერთი პიროვნება ორი ბუნებით და ის ტანჯვანი, რომელიც მან განიცადა არის რეალური, ანუ ერთი ქრისტე, ერთი ძე, ერთი პიროვნება იტანჯა, ჯვარზე გაეკრა და აღესრულა, ოღონდ კაცობრივი ბუნებით. არა განკერძოებულად კაცება იტანჯა და მოკვდა, არამედ სწორედ ქრისტე იტანჯა და აღესრულა კაცობრივი ბუნებით. რაც შეეხება "ორი სულის დილემას". ისევ და ისევ უვიცობასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ორი სულის დილემასთან გვქონდეს საქმე, როცა ჩვენ არ ვსაუბრობთ ორი იდენტური ბუნების შეერთებაზე. თუ ოპონენტი მიიჩნევს, რომ ქრისტე კაცობრივ შობამდე ასევე ადამიანი იყო ეს სხვა საქმეა, მაგრამ როგორც ვატყობ ასე არ ფიქრობს. და თუკი ქრისტე განკაცებამდე არ იყო ადამიანური ბუნების მქონე, არამედ მხოლოდ საღვთო ბუნებისა (თქვენ ასე არ მიიჩნევთ, მაგრამ ყოველშემთხვევაში იმას მაინც ამბობთ, რომ ადამიანი არ იყო), მაშ რა ორ სულზე მელაპარაკებით? ამდენი ხანი თქვენთანა ვარ და კიდე ვერ ხვდებით რას ვამტკიცებ? ქრისტეში იყო და არის და იქნება ერთი ნება! ორი ნების იდეა ეს საცდურია და საღვთო წერილის დამახინჯებაა. დავითს კიდე ვერ გაუგია სხვაობა რაშია ჩემსა და მის წარმოდგენას შორის, ამიტომ პირდაპირ გაცხადებით ვიტყვი_____ ქრისტე უშუალოდ დედამიწაზე შობისას , აღარ არსებობდა ზეცად , ანუ გადმოვიდა ადამიანურ ფორმაში და ბუნებრივია რომ მას ისევ ის ნება ქონდა რაც ზეცაში ყოფნისას , ის არ შეცვლილა ! ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლეს 2 თავში რატომ მოუწევს იმაზე საუბარი რომ ადამიანი ოდნავ დაამცირეო ანგელოზზეო და რატომ? აფხაზ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ არ გესმის საღვთო წერილი და თუ გესმის მაშინ გაბედე და მიმითითე რომ ვცდები!!!!! ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი