![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
მიდი აბა გვითხარი როგორ გესმის სიტყვები "პიროვნება" და "ბუნება". არ დამიწყო ეხლა შენებური ზღაპრები. რადგან სწორ ახსნას ზღაპრებს ეძახი, არაფრის ახსნას არ ვაპირებ. ციტატა მაგრამ მაინც რომ ცნობენ? ამას რა ვუყოთ. რას ქვია მაინც რომ სცნობენ?! ჩამოაყალიბე ნორმალურად რას გულისხმობ. მოიყვანე სახარებიდან მონაკვეთები და გააკეთე კომენტარი. ციტატა შენი ლოგიკით საერთოდ ვერ უნდა ეცნოთ, მაგრამ დიდი გაჭირვების შემდგომ მაინც ცნობენ. რატომ უნდა ამოეცნოთ აღმდგარი იესო დიდი გაჭირვებით?! ლაზარე თუ იცნეს, იესოს ამოცნობას რა დიდი გაჭირვება უნდოდა?! ![]() ციტატა მე ვამბობ, აღდგა იმავე სხეულით, მაგრამ სხეული უკვე არის უხრწნელ და უკვდავ მდგომარეობაში დიდ აბსურდს ამბობ. ლაზარე რომ უხრწნელ და უკვდავ მდგომარეობაში აღმდგარიყო, შეეცვლებოდა სახე და გარეგნობა?! მაშინ ლაზარე აღარ იქნებოდა და ვერც ვერავინ ვერ იცნობა სამარხიდან გამოსულს. ანალოგიურად, თუკი ამბობ რომ იესო იმავე სხეულით აღდგა რომელ სხეულშიც მოკლესო, მაშინ გარეგნულად ზუსტად იგივე უნდა ყოფილიყო და ასე თუ იქნებოდა, შეუძლებელი იქნებოდა ვინმეს გაჭირვებოდა იესოს ამოცნობა. ალოგიკურია თავიდან ბოლომდე შენი პასუხი. ციტატა და ეს რომ განსხვავებული იქნებოდა მანამდელი მდგომარეობისგან ეს გასაკვირი არ უნდა იყოს და აღქმის თვალსაზრისით რომ პრობლემა შეიქმნებოდა ესეც არ უნდა იყოს გასაკვირი. მდგომარეობაზე არაა აქ საუბარი. საუბარია გარეგნულობაზე! ციტატა თომას ეცხადება სხვებთან ერთად და უკვე იქ ცნობილია მაცხოვრის შესახებ, ამიტომ თომამ იცნო და სხვებმა ვერ იცნეს, ეს არასწორია. ისევ ზოგადად საუბრობ. მოიყვანე სახარებიდან მუხლები და დაანახე მკითხველს ვინ ვერ იცნო, როდის, რატომ და რის გამო. აბსურდულია აბსოლუტურად ყველაფერი რასაც წერ. ციტატა მოციქულებს უჭირთ ცნობა მაცხოვრისა და კვლავ გავიმეორებ, რომ ეს ბუნებრივია (სხველი განსხვავებულ მდგომარეობაშია), მაგრამ მცირე ხნის შემდეგ მას ცნობენ, ამგვარი ვითარება გვაქვს მარიამ მაგდალინელის შემთხვევაში, თუნდაც ლუკას და კლეოპას ეპიზოდში. აქაც სრულ აბსურდს წერ. მოიყვანე მუხლები და დაწერე რას ამბობ, რატომ რომელ მუხლზე და ა.შ. გაგიმეორებ: იესო რომ იმავე სხეულში აღმდგარიყო, რომელშიც მოკლეს, მისი ამოცნობა არავის გაუჭირდებოდა. როგორც კი დაინახავდნენ აღმდგარ იესოს, იმწამსვე იცნობდნენ. მაგრამ რადგან იმავე სეულით არ აღდგა, ვერ სცნობდნენ. ასე რომ იესო არ აღმდგარა იმავე სხეულში. იმავე სხეულში რომ აღმდგარიყო,ზუსტად იმ გარეგნობის იქნებოდა, რა გარეგნობისაც სიკვდილის დროს იყო. აღდგომის შემდეგ კი, ვერ ცნობდნენ იესოს როცა ხედავდნენ. ეს კი იმის ფაქტს წარმოადგენს, რომ იესო იმავე სხეულით არ აღმდგარა. საპირისპირო თუ დაგრჩა რამე სათქმელი, დაწერე. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი