![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
შენგან აშკარად მეტს მოველოდი. ციტატა რადგან სწორ ახსნას ზღაპრებს ეძახი, არაფრის ახსნას არ ვაპირებ. შენ ძალიან დიდი ბრალდება წაუყენე მთლიანად მართლმადიდებელ ეკლესიას, ამიტომ სრული უფლება მაქვს მოვითხოვო ამ ბრალდების სათანადო დასაბუთება. ამიტომ კვლავ ვითხოვ აგვიხსნა ზემოთ დასახელებულ სიტყვათა მნიშვნელობა, ოღონდ არ მინდა შენი აზრები. ციტატა რას ქვია მაინც რომ სცნობენ?! ჩამოაყალიბე ნორმალურად რას გულისხმობ. მოიყვანე სახარებიდან მონაკვეთები და გააკეთე კომენტარი. ციტატა რატომ უნდა ამოეცნოთ აღმდგარი იესო დიდი გაჭირვებით?! ლაზარე თუ იცნეს, იესოს ამოცნობას რა დიდი გაჭირვება უნდოდა?! smile.gif ალოგიკურს და სრულიად უსაფუძვლოს ამბობ. არადა მართლა მეტს მოველოდი. შენი ამ ფორუმზე ყოფნის ისტორია ამის მოლოდინს მიქმნიდა. კარგი, ვნახოთ: უპირველესად მართლა მაინტერესებს, ვერ ხვდები რომ უფლისა და ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა იდენტური არ არის? მგონია რომ ხვდები. იმასაც უნდა ხვდებოდა, რომ ლაზარეს აღდგომილი სხეული არაფრით განსხვავდებოდა მოკვდავი ადამიანის სხეულისგან, ხოლო მაცხოვრის აღდგომის შემდგომდროინდელი სხეული კი განსხვავებული მდგომარეობისა იყო. ლაზარეს სხეულის განსაკუთრებულობაზე მისი აღდგომის შემდგომ არაფერია ნათქვამი და ცხადია არც იქნებოდა. მაგრამ რა ხდება მაცხოვრის სხეულთან დაკავშირებით: "ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!" (იოანე 20.19). მოციქული საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კარი დახშული იყო და სწორედ ამ დახშულ კარში შევიდა მაცხოვარი. ბუნებრივია, რომ ეს სხეული არ იყო იმგვარივე, როგორიც აღდგომამდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული იყო დახშულ კარში შესვლა. ანუ ეს ერთი ნიშანი, რითაც აღდგომის შემდგომდროინდელი სხეული განსხვავდებოდა მის აღდგომამდელი მდგომარეობისგან. იგივე მეორდება მეორე შემთხვევაშიც: რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! (იოანე 20.26). კიდევ ერთი მინიშნება მარკოზის სახარებიდან: "ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ". (მარკ. 16.12). ყოველივე აქედან ცხადია, რომ მაცხოვრის სხეული აღდგომის შემდგომ იყო განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომ მის დაბრკოლებას ვერ ახერხებდა მატერიალური ნივთი, კედელი, კარები და ა.შ. მისი გამომეტყველება არ იყო ისეთივე, როგორიც მანამდე და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სხეული, რომელიც დახშულ კარში შედის ცხადია ისეთივე გამომეტყველების ვერ იქნება, როგორც მანამდე, ვიდრე აღდგებოდა, როცა დახშულ კარში შესვლა შეუძლებელი იყო. მარკოზ მახარებლის მინიშნება ამას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, რომ ამ სხეულს სხვა სახეც შეეძლო მიეღო, ანუ ის ყოველგვარ მატერიალურობას განშორებული იყო. მოკლედ რომ ვთქვათ ეს იყო სულიერი სხეული (არა ხორცი, რა თქმა უნდა, ხორცი და სხეული სხვადასხვაა). თვისება რითაც ის სულისგან განსხვავდება არის ერთი თვისება, ეს არის შეხებადობა. და ეს თვისება რომ აქვს ამ სხეულს, ამის დადასტურება გახლავთ უფლისა და თომა მოციქულის საუბარი: "მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს". (იოანე 20.27). კიდევ მარიამის ეპიზოდი: "უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან". (იოანე 20.17). ეს ციტატები მოწმობს, რომ მაცხოვრის აღდგომილი სხეული შეხებადია, თუ არ არის მაშინ მაცხოვარი უბრალოდ იტყუება, რაც ცხადია შეუძლებელია. ყოველივე ამის გათვალისწინებით არ არის რთული ასახსნელი მოციქულთა და მოწაფეთა ის მდგომარეობა, როცა ისინი ვერ ცნობენ უფალს მასთან პირველი შეხვედრისას. მაგალითები სახარებიდან: "ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). (იოანე 20. 11-16) მეორე შემთხვევა: "იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, - სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. (ლუკა 24. 13-31) ხო კიდევ ერთი ნიშანი ამ სხეულისა: "მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის". ციტატა დიდ აბსურდს ამბობ. ლაზარე რომ უხრწნელ და უკვდავ მდგომარეობაში აღმდგარიყო, შეეცვლებოდა სახე და გარეგნობა?! მაშინ ლაზარე აღარ იქნებოდა და ვერც ვერავინ ვერ იცნობა სამარხიდან გამოსულს. ანალოგიურად, თუკი ამბობ რომ იესო იმავე სხეულით აღდგა რომელ სხეულშიც მოკლესო, მაშინ გარეგნულად ზუსტად იგივე უნდა ყოფილიყო და ასე თუ იქნებოდა, შეუძლებელი იქნებოდა ვინმეს გაჭირვებოდა იესოს ამოცნობა. ალოგიკურია თავიდან ბოლომდე შენი პასუხი. კვლავ ვიმეორებ, რომ ლაზარეს შემთხვევა არაფრით განირჩევა სხვა ანალოგიური მოვლენისგან. მაცხოვრის აღდგომა კი განსხვავებულია ყველასგან. მანამდელი სხეული გარდაიქმნა ადამიანის თავდაპირველ მდგოამრეობაში, ანუ უხრწნელ და უკვდავ მდგომარეობაში. ციტატა მდგომარეობაზე არაა აქ საუბარი. საუბარია გარეგნულობაზე! მდგოამრეობა გარეგნულობასაც განაპირობებს. ეს ამქვეყნიურ ყოფაშიც ადვილი შესამჩნევია. ციტატა აქაც სრულ აბსურდს წერ. მოიყვანე მუხლები და დაწერე რას ამბობ, რატომ რომელ მუხლზე და ა.შ. გაგიმეორებ: იესო რომ იმავე სხეულში აღმდგარიყო, რომელშიც მოკლეს, მისი ამოცნობა არავის გაუჭირდებოდა. როგორც კი დაინახავდნენ აღმდგარ იესოს, იმწამსვე იცნობდნენ. მაგრამ რადგან იმავე სეულით არ აღდგა, ვერ სცნობდნენ. ვერ სცნობდნენ მასთან პირველი შეხვედრისას. შენი ლოგიკით საერთოდ ვერ უნდა ეცნოთ, მაგრამ საკმარისი იყო მაცხოვართან დალაპარაკება და მასთან შეცვევა, რომ ის ეცნოთ. ამგვარი შემთხვევაა მარიამის მაგალითი, ლუკას და კლეოპას ეპიზოდი, მოთევზავე მოციქულებთან მაცხოვრის მისვლა... -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი