![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geocraft |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
Geocraft
თავშიც გითხარი და ახლაც გიმეორებ : როდესაც ამგვარ რამეს წერ ჩემო კარგო - ციტატა სხვა დანარჩენი სახარების მქადაგებელიეკლესიები თუ დაჯგუფებები მისდევენ ქრისტეს და არ არიან მის (ქრისტეს) წინააღმდეგ? ქადაგების გამმართლებლად უნდა მოიყვანო არა ცალკეული და კონკტექსტიდან ამოღებული აონარიდი , არამედ მათი მოღვაწეობის , მსოფლმხედველობის , ისტორიის , წეს-ჩვეულებების და სხვა შემადგენელი კომპონენტების კრებსითი სახე . შენ რამდენადაც მე ვხვდები მხოლოდ ქრისტიანულ მიმდინარეობებზე წერ . მაგრამ სხვებსაც ვგეტყვი : მე საერთოდ ,,მოვშორდები'' ახლა დასავლურ რწმენას და აღმოსავლეთში გადავალ . აი რას ვკითხულობთ ე.წ. ,,ტიბეტურ სახარებაში '' : ,, ისამ (იესომ ) ყრმობისთანავე დაიწყო საუბარი ერთიან და განუყოფელ ღმერთზე . '' (IV.1) ხედავ ? თვით ტიბეტური წყარო მოგვითხრობს იესოზე როგორც ერთიან და განუყოფელი ღმერთის მქადაგებელზე . დამეთანხმები , რომ არაერთ ,,ქრისტიანულ'' მიმდინარეობაში , ეს ასპექტი სხვაგვარად განიხილება . ,, აქ აწამეს და დასაჯეს დიდი წმინდანი ისსა (იესო), რომელშიც ბინადრობდა მსოფლიო სული . ''(I-2) ამასაც ხომ ხედავ მეგობარო ? ბევრი ,,ქრისტიანული'' აღმსარებლობისგან განსხვავებით უფრო ზუსტად გადმოსცემს ტიბეტური წყარო იესოს შესახებ ინფორმაციას . ,, აქ აწამეს და დასაჯეს დიდი წმინდანი ისსა (იესო), რომელშიც ბინადრობდა მსოფლიო სული . ''(I-2) ამასაც ხომ ხედავ მეგობარო ? ბევრი ,,ქრისტიანული'' აღმსარებლობისგან განსხვავებით უფრო ზუსტად გადმოსცემს ტიბეტური წყარო იესოს შესახებ ინფორმაციას . შენ თუ იცხი , რომ თუნდაც ყურანი , ლოგოსად აღიარებს ქრისტეს ? კიდევ სხვაგან წავიდეთ . ავიღოთ ვაიშნავები . იცი რაოდენ დიდ პატივს სცემენ ისინი ქრისტეს ? როგორ მნიშვნელოვანია მისი სწავლებები მათთვის ? და ამ საუბრის გაგრძელება დიდხანს შეიძლება . მიზეზი მარტივია - მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა იესოს სახელით მოქმედებს და თუნდაც ეს ქმედება დადებითი იყოს , ვერანაირად იქნება სათნო ჭეშმარიტი , ბიბლიუირ სწავლებისთვის . რადგან იგივე აღმოსავლური რელიგიები , ხშირად უფრო მეტად მკაფიოდ და ნათლად გადმოსცემენ იესოზე დოგმატურ ჭეშმარიტებებს , ვიდრე დასალური პროტესტანტულები . ამიტომ კიდევ გიმეორებ , როდესაც მათი ქადაგების ,,გამართლებას'' მთავაზობ , სახარების ცალკეული ამონარიდით კი არა სხვა წყაროებით დამისაბუთე . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი