![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
afxazi
ისევ აბსურდულს და არალოგიკურს წერ. შენს მიერ მოგყავნილი სახარების მონაკვეთები მხოლოდ იმის დასტურია, რომ იესო სულიერი სხეულით აღდგა და არა ხორციელი სხეულით. სწორედ ამიტომ იყო, რომ დახურულ კარში შევიდა, უჩინარდებოდა და სხვადასხვა სახით ეცხადებოდა მოწაფეებს. იესოს სხეული სხვა მდგომარეობაში იყოო რომ იძახი, სხვა მდგომარეობაში იქნებოდა იმიტომ რომ იესო სულიერი სხეულით აღადგინა ღმერთმა და სულიერი სხეული სხვა მდგომარეობაა ზუსტადაც. იესოს რომ სცნობდნენ, გარეგნულობის გამო კი არ სცნობდნენ. წაიკითხე და დაფიქრდი, რის გამო იცნეს მოწაფეებმა იესო: ლუკა 24:30, 31. ამას უნდა მიხვდე ჯერ და დანარჩენსაც მიხვდები. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 09:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი