![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა შენს მიერ მოგყავნილი სახარების მონაკვეთები მხოლოდ იმის დასტურია, რომ იესო სულიერი სხეულით აღდგა და არა ხორციელი სხეულით. მე ვთქვი, რომ მაცხოვრის აღდგომილი სხეული დიახაც სულიერი სხეულია და ამგვარადაც მოიხსენიებს და ღვთისმეტყველებს ყველა ეკლესიის მამა. მაგრამ ესაა ზუსტად ის სხეული, რომელიც აღდგომამდე ხრწნად მდგომარეობაში იყო, აღდგომის შემდეგ კი უხრწნელ მდგომარეობაშია. სხვა შემთხვევაში აბსურდამდე დადის ადამიანის გამოხსნის მზიანდასახულობა და ადამიანი კვლავ ცოდვის ტყვეობის ქვეშაა, რადგან რეალურად ხრწნადობა სწორედ ცოდვის შედეგია. და თუკი ადამიანური სხეული კვლავ იმავე მდგოამრეობაში დარჩა მაცხოვრისა, მაშ რა აზრი ქონდა საერთოდ უფლის მოსვლას, ან მის სიკვდილს, ჯვარცმას. თუ ყველაფერი ისევე დარჩა როგორც იყო, ეს ყველაფერი რატომ მოხდა? ციტატა რომ იესო სულიერი სხეულით აღდგა და არა ხორციელი სხეულით. თუკი შენ ამბობ, რომ აღდგომილი მაცხოვრის სხეული არ არის ის სხეული, რომელიც მანამდე ქონდა მას და იყო ის ხრწნად მდგომარეობაში, მაშინ რატომ ხმარობ ტერმინს "აღდგომა", რა აღდგა, როგორ აღდგა, თუკი სხეული იმავე მდგოამრეობაშია. თუკი სხვა სხეულით აღდგა, ვისი სხეული იყო ეს, რა სხეული იყო, მანამდე სად იყო? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი