![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
■გიორგი■ მე ვთქვი, რომ მაცხოვრის აღდგომილი სხეული დიახაც სულიერი სხეულია და ამგვარადაც მოიხსენიებს და ღვთისმეტყველებს ყველა ეკლესიის მამა. ძალიან კარგი! ესე იგი შენც აღიარებ რომ იესო სულიერი სხეულით აღადგინა ღმერთმა ან სულ ცოტა, ასე მაინც ხომ გწამს: როცა ეცხადებოდა მოწაფეებს სულიერი სხეული ჰქონდა. თუ მართლა ასე გწამს, საკამათო არაფერი მაქვს შენთან. მაგრამ რაშიც ვერ გეთანხმები არის ეს: ციტატა მაგრამ ესაა ზუსტად ის სხეული, რომელიც აღდგომამდე ხრწნად მდგომარეობაში იყო, აღდგომის შემდეგ კი უხრწნელ მდგომარეობაშია. ხორციელი სხეული იესოს სიკვდილამდე ჰქონდა და ხორციელი სხეული გაიხრწნებოდა თუკი მოკვდებოდა. მარიამს არ უშვია სულიერი სხეული. მარიამმა ხორციელი სხეული შვა. ამიტომ ვერ ვიტყვით იესოს იგივე სხეული ჰქონდა სიკვდილამდე რაც აღდგომის შემდეგო. მიმიხვდი ხომ? ციტატა სხვა შემთხვევაში აბსურდამდე დადის ადამიანის გამოხსნის მზიანდასახულობა და ადამიანი კვლავ ცოდვის ტყვეობის ქვეშაა, რადგან რეალურად ხრწნადობა სწორედ ცოდვის შედეგია. მესმის რასაც ამბობ და ამაში გეთანხმები, რომ სიკვდილი ცოდვის შედეგია, ანუ როცა ადამიანი ავადმყოფობით ან სიბერის გამო კვდება - ეს სხვა ფენომენია და ქრისტესთან არაფერი აქვს საერთო. მაგრამ იესოს სხეული არც ავადმყოფი ყოფილა და არც ცოდვილი. ის მოკლეს! შედეგად მკვდარი სხეული გაიხრწნებოდა თუკი ამას ღმერთი დაუშვებდა. მკვდარი სხეულის ხრწნადობა, ფიზიკური მოვლენაა. ციტატა და თუკი ადამიანური სხეული კვლავ იმავე მდგოამრეობაში დარჩა მაცხოვრისა, მაშ რა აზრი ქონდა საერთოდ უფლის მოსვლას, ან მის სიკვდილს, ჯვარცმას. თუ ყველაფერი ისევე დარჩა როგორც იყო, ეს ყველაფერი რატომ მოხდა? მე არ ვამბობ რომ იესოს ფიზიკური სხეული კვლავ ისეთ მდგომარეობაში დარჩა. მსგავსი არასდროს მიფიქრია. ციტატა თუკი შენ ამბობ, რომ აღდგომილი მაცხოვრის სხეული არ არის ის სხეული, რომელიც მანამდე ქონდა მას და იყო ის ხრწნად მდგომარეობაში, მაშინ რატომ ხმარობ ტერმინს "აღდგომა", რა აღდგა, როგორ აღდგა, თუკი სხეული იმავე მდგოამრეობაშია. თუკი სხვა სხეულით აღდგა, ვისი სხეული იყო ეს, რა სხეული იყო, მანამდე სად იყო? აღდგომით იესოს ფიზიკური სხეული არ აღმდგარა არამედ თავად იესო აღდგა როგორც პიროვნება და აღდგა სულიერი სხეულით (ანუ სულიერ სხეულში). ეს ნიშნავს რომ ღმერთმა იესო აღადგინა სულიერად, სულიერი სხეულით, არამატერიალური სხეულით, ისეთი სხეულით როგორიც ზეციერ არსებებს აქვთ. ამიტომ შეეძლო იესოს მატერიალურ საგნებში დაუბრკოლებლად გასვლა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 09:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი