![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
■გიორგი■ ვერ არის დამაჯერებელი. ანუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა? მკვდრეთით აღდგომა არის უკვე მომკვდარის კვლავ გაცოცხლება. და თუკი მომკვდარი ასევე დარჩა, რანაირი სხეულიც არ უნდა მიეღო მას ეს უკვე მკვდრეთით აღდგომა არ გამოდის. სიტყვებს ბანზე რატომ მიგდებ?! მაგ კითხვას აღარ უნდა სვამდე ამ სიტყვების წამკითხავი: ციტატა აღდგომით იესოს ფიზიკური სხეული არ აღმდგარა არამედ თავად იესო აღდგა როგორც პიროვნება და აღდგა სულიერი სხეულით (ანუ სულიერ სხეულში). ეს ნიშნავს რომ ღმერთმა იესო აღადგინა სულიერად, სულიერი სხეულით, არამატერიალური სხეულით, ისეთი სხეულით როგორიც ზეციერ არსებებს აქვთ. ამიტომ შეეძლო იესოს მატერიალურ საგნებში დაუბრკოლებლად გასვლა. ის ხორცი, რომელიც წარმართებმა დაჯიჯგნეს, ამათრახეს და აფურთხეს არ აღუდგენია ღმერთს და ნაფურთხი ხორცით არ გამოცხადებია იესო თავის მოწაფეებს. პიროვნება აღდგა თუ არა, ამას ხორცი კი არა, პიროვნების აღდგომა განაპირობებს. იესო სულიერი სხეულით აღდგა, ამიტომ არასწორია იმის თქმა რომ არ აღმდგარა. პეტრე მოციქულს არ დაუწერია "რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა ჴორცითა" არამედ დაწერა "მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა". წმინდა წერილის მოწმობა უნდა აღიარო. სხვანაირად არ გამოვა ქრისტიანობა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი