![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა აღდგომით იესოს ფიზიკური სხეული არ აღმდგარა არამედ თავად იესო აღდგა როგორც პიროვნება და აღდგა სულიერი სხეულით (ანუ სულიერ სხეულში). ეს ნიშნავს რომ ღმერთმა იესო აღადგინა სულიერად, სულიერი სხეულით, არამატერიალური სხეულით, ისეთი სხეულით როგორიც ზეციერ არსებებს აქვთ. ამიტომ შეეძლო იესოს მატერიალურ საგნებში დაუბრკოლებლად გასვლა. ვერ არის დამაჯერებელი. ანუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა? მკვდრეთით აღდგომა არის უკვე მომკვდარის კვლავ გაცოცხლება. და თუკი მომკვდარი ასევე დარჩა, რანაირი სხეულიც არ უნდა მიეღო მას ეს უკვე მკვდრეთით აღდგომა არ გამოდის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
[quote name='afxazi' date='May 9 2013, 05:44 PM' post='732050']
■გიორგი■ ვერ არის დამაჯერებელი. ანუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა? მკვდრეთით აღდგომა არის უკვე მომკვდარის კვლავ გაცოცხლება. და თუკი მომკვდარი ასევე დარჩა, რანაირი სხეულიც არ უნდა მიეღო მას ეს უკვე მკვდრეთით აღდგომა არ გამოდის. უბრალოდ ციტატას დავდებ ბიბლიიდან და თვითონ მიხვდეს დავითი რომ მისი სიტყვები მცდარია ![]() ![]() 36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. 37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. 38. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 09:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი