![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geocraft |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
Geocraft
თავშიც გითხარი და ახლაც გიმეორებ : როდესაც ამგვარ რამეს წერ ჩემო კარგო - ციტატა სხვა დანარჩენი სახარების მქადაგებელიეკლესიები თუ დაჯგუფებები მისდევენ ქრისტეს და არ არიან მის (ქრისტეს) წინააღმდეგ? ქადაგების გამმართლებლად უნდა მოიყვანო არა ცალკეული და კონკტექსტიდან ამოღებული აონარიდი , არამედ მათი მოღვაწეობის , მსოფლმხედველობის , ისტორიის , წეს-ჩვეულებების და სხვა შემადგენელი კომპონენტების კრებსითი სახე . შენ რამდენადაც მე ვხვდები მხოლოდ ქრისტიანულ მიმდინარეობებზე წერ . მაგრამ სხვებსაც ვგეტყვი : მე საერთოდ ,,მოვშორდები'' ახლა დასავლურ რწმენას და აღმოსავლეთში გადავალ . აი რას ვკითხულობთ ე.წ. ,,ტიბეტურ სახარებაში '' : ,, ისამ (იესომ ) ყრმობისთანავე დაიწყო საუბარი ერთიან და განუყოფელ ღმერთზე . '' (IV.1) ხედავ ? თვით ტიბეტური წყარო მოგვითხრობს იესოზე როგორც ერთიან და განუყოფელი ღმერთის მქადაგებელზე . დამეთანხმები , რომ არაერთ ,,ქრისტიანულ'' მიმდინარეობაში , ეს ასპექტი სხვაგვარად განიხილება . ,, აქ აწამეს და დასაჯეს დიდი წმინდანი ისსა (იესო), რომელშიც ბინადრობდა მსოფლიო სული . ''(I-2) ამასაც ხომ ხედავ მეგობარო ? ბევრი ,,ქრისტიანული'' აღმსარებლობისგან განსხვავებით უფრო ზუსტად გადმოსცემს ტიბეტური წყარო იესოს შესახებ ინფორმაციას . ,, აქ აწამეს და დასაჯეს დიდი წმინდანი ისსა (იესო), რომელშიც ბინადრობდა მსოფლიო სული . ''(I-2) ამასაც ხომ ხედავ მეგობარო ? ბევრი ,,ქრისტიანული'' აღმსარებლობისგან განსხვავებით უფრო ზუსტად გადმოსცემს ტიბეტური წყარო იესოს შესახებ ინფორმაციას . შენ თუ იცხი , რომ თუნდაც ყურანი , ლოგოსად აღიარებს ქრისტეს ? კიდევ სხვაგან წავიდეთ . ავიღოთ ვაიშნავები . იცი რაოდენ დიდ პატივს სცემენ ისინი ქრისტეს ? როგორ მნიშვნელოვანია მისი სწავლებები მათთვის ? და ამ საუბრის გაგრძელება დიდხანს შეიძლება . მიზეზი მარტივია - მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა იესოს სახელით მოქმედებს და თუნდაც ეს ქმედება დადებითი იყოს , ვერანაირად იქნება სათნო ჭეშმარიტი , ბიბლიუირ სწავლებისთვის . რადგან იგივე აღმოსავლური რელიგიები , ხშირად უფრო მეტად მკაფიოდ და ნათლად გადმოსცემენ იესოზე დოგმატურ ჭეშმარიტებებს , ვიდრე დასალური პროტესტანტულები . ამიტომ კიდევ გიმეორებ , როდესაც მათი ქადაგების ,,გამართლებას'' მთავაზობ , სახარების ცალკეული ამონარიდით კი არა სხვა წყაროებით დამისაბუთე . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Geocraft |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
A.V.M. თავშივე რომ მითხარი არამარტო პროტესტანტები ქადაგებენ სახარებიტ და ქრისტეს სახელითო, შევცვალე და მეორე შეკიტხვისას ყოველი ეკლესია და დაჯგუფება ვიხმარე რომელშიც ჩემი აზრით ყველა ის ვიგულისხმე ვისაც შენ გულისხმობდი, ანუ ყველა ვინც კი იესოს სახელით ქადაგებს და რატომ მტუქსავ. მაპატიე თუ არასწორად გამომივიდა.
ჩემი შეკითხვის აზრს ასე ვფიქრობ ვერ ჩაწვდი. მე ის კი არ მაინტერესებს ვინ, რისი მიმდევრები, რა ეროვნების და ქვეყნის შვილები ქადაგებენ თუ მანიპულირებენ იესოს სახელით, არამედ ის რომ აი ის რაც წერია მარკოზის სახარების მე 9 თავში 39; 40 ფრაზებში ამარებს თუ არა, ანუ აძლევს თუ არა ყველას უფოებას(ანუ კურთხევას)იქადაგოს სახარება? თეოფილაქე ბულგარელის განმარტებაში წერია რომ იესო იოანეს ასწავლის რომ არ აუკრძალოს იესოს სახელით ეშმაკების გაძევება და ცოდვების მიტევება იმ დიდების მოუვარულებსაც კი რომლებიც ამით სახელის მოხვეჭას ცდილობენ რადგან თვითონ კი არ იხვეჭენ სახელს, არამედ იესოს სახელი ვრცელდება ხალხში როგორც ქველმოქმედის და რომ ეს ადამიანები რაც არ უნდა ეცადონ იესოს სახელი შეურაცხყონ არც კი გამოუვათ, იმიტომ რომ სასწაულის მხილველი ადამიანები სიკეთეს ხედავენ, ახსოვთ და უყვებიან სხვებს იესოს სახელით. თუმცა იქვე დასძენს რომ ასეთი გზით ქრისტიანობის გავრცელებას ეწყობოდა ხელი პირველ საუკუნეში და რომ ეს საჭირო იყო და ამიტომ დაუშვა ეს უფალმა. კიდევ იმას ამბობს რომ მიუხედავად ამისა ქრისტე მაინც ერთობისკენ მოუწოდებს ყველა ქრისტიანობის მქადაგებელს და ქრისტეს სახელით მადლის მოქმედთ(ცოდვების მიტევება). |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი