![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geocraft |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
Geocraft
ციტატა არამედ ის რომ აი ის რაც წერია მარკოზის სახარების მე 9 თავში 39; 40 ფრაზებში ამარებს თუ არა, ანუ აძლევს თუ არა ყველას უფოებას(ანუ კურთხევას)იქადაგოს სახარება? სახარების ქადაგების უფლება რა თქმა უნდა ყველას აქვს , ოღონდ იქადაგონ სწორად და დამახინჯების გარეშე . სახარებასაც რომ თავი დავანებოთ , სხვადასხვა წარმართული თუ მწვალებლური სწავლებებიდანაც შესაძლებელია სასარგებლოს გამოწვლილვა . მახსენდება გრიგოლ ხანძთელი , რომელმაც ძალიან ბევრი არაქრისტიანული სწავლება შეისწავლა და გიორგი მერჩულეს შეფასება : ,,ჯერკუალი იგი განაგდო . '' აგრეთვე კაბადოკიელი მამები , რომელთა ღვაწლიც შეუფასებელია . მათ ყველას , წარმართული , ფილოსოფიური განათლება ჰქონდათ მიღებული . მნიშვნელოვანია ამ მხრივ ბასილი დიდის შეგონებაც : ,,ემსგავსე ფუტკარს , რომელიც ყველა სახის ყვავილზე ჯდება , თაფლს კი მხოლოდ საუკეთესოსგან ამზადებს . '' ქადაგებასთან დაკავშირებით მახსენდება გრიგოლ ნოსელი , რომელიც მოსეს ცხოვრებას 3 ნაწილად ჰყოფს . (ვიცით რომ მან 120 წელი იცოცხლა) I- 40 წელი - განათლების მიღების დრო . II - 40 წელი - გამწმენდელობითი . III - 40 წელი - მქადაგებლობითი . აი ბატონო , ყველაზე ზუსტი და მარტივი ფორმულირება . თუ განწმენდილი ხარ და განათლება მიღებული გაქვს მხოლოდ მაშინ შეგიძლია იქადაგო . დაუშვებელია , თუნდაც მართლმადიდებლად ითვლებოდე და ამ ორიდან რომელიმეს გარეშე ქადაგებდე . სხვა რელიგიიის მიმდევარი თუკი განწენდილია , თუკი განათლებულია და სახარებას ყოველგვარი დამახინჯების გარეშე ქადაგებს , კი ბატონო , იქადაგოს ! ციტატა უამრავი კითხვა მიჩნდება, თუმცა ყველას ახლა ვერ დავსვამ. ნელ-ნელა დასვი , სად გვეჩქარება . დინჯად ვიკვლიოთ ესა თუ ის დეტალები . ციტატა უბრალოდ თუ ვიმეს გაქვთ საკმარისი ცოდნა და მასალა მოგეპოვებათ გამარკვიეთ ბულგარელი მამა რას ეყრდნობა როდესაც ასე განგვიმარტავს მარკოზის სახარების ამ ფრაზებს ნამდვიულად არ (ვერ ) დავდებ თავს შესაბაამისი განათლების ქონაზე , მაგრამ მეეჭვება ვინმემ გითხრას თუ უშუალოდ ამ ფრაზის განმარტებისას რომელ ავტორიტეტს ეყრდნობოდა თეოფილაქტე ბულგარელი . რაც შეეხება მუხლის სხვა ეგზეგეზებს . ქართულად , სამწუხაროდ მარკოზის განმარტების სრული ვერსია მხოლოდ თეოფილაქტე ბულგარელისა გვაქვს . შევეცდები რუსულ წყაროებში დავძებნო სხვა ეგზეგეზა და ის მოგცე . ლოპუხინი მხოლოდ ამას წერს მარკოზის სახარების მეცხრე თავზე : Глава IX. Преображение Господа Иисуса Христа (1-13). Исцеление бесноватого отрока (14-29). Повторение предсказания о смерти и воскресении (30-32). Об отношении учеников друг к другу: смирение, любовь. Беседа о соблазнах (33—50) დავძებნი კიდევ რაღაცეებს ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 09:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი