![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
A.V.M
G_saxva toka@ მშვიდად, მშვიდად. ![]() ![]() არ ღირს ნერვების მოშლად, პირად შეურაცხყოფას როგორმე აიტანს კაცი. იღრიჯოს რამდენიც უნდა, ხომ კარგად ჩანს როგორ იცის წმ. წერილი. მე მასთან სასაუბრო არაფერი აღარ მაქვს, რადგან ფაქტია, რომ ელემენტარულ დონესაც ვერ აკმაყოფილებს. ციტატა გიორგი ამას მგონი ბიბლიაც არააქ წაკითხული სანაძლეოს დაგიდებ იმდენი მაინც ვიცი, რომ ადამი ვაშლს არ კბეჩდა ![]() ![]() ■გიორგი■ რაც შეეხება ამას: ციტატა მაგ კითხვას აღარ უნდა სვამდე ამ სიტყვების წამკითხავი: ციტატა აღდგომით იესოს ფიზიკური სხეული არ აღმდგარა არამედ თავად იესო აღდგა როგორც პიროვნება და აღდგა სულიერი სხეულით (ანუ სულიერ სხეულში). ეს ნიშნავს რომ ღმერთმა იესო აღადგინა სულიერად, სულიერი სხეულით, არამატერიალური სხეულით, ისეთი სხეულით როგორიც ზეციერ არსებებს აქვთ. ამიტომ შეეძლო იესოს მატერიალურ საგნებში დაუბრკოლებლად გასვლა. კვლავ მოვითხოვ, უკვე მერამდენედ. სათანადო არგუმენტაციით განმარტო ტერმინების ”პიროვნებისა” და ”ბუნების” შინაარსი. რა არის პიროვნება და რა არის ბუნება. უკიდურეს შემთხვევაში ტერმინ პიროვნების შინაარსი განმარტე, ოღონდ არ მინდა ზღაპრები. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ციტატა ის ხორცი, რომელიც წარმართებმა დაჯიჯგნეს, ამათრახეს და აფურთხეს არ აღუდგენია ღმერთს და ნაფურთხი ხორცით არ გამოცხადებია იესო თავის მოწაფეებს. პიროვნება აღდგა თუ არა, ამას ხორცი კი არა, პიროვნების აღდგომა განაპირობებს. იესო სულიერი სხეულით აღდგა, ამიტომ არასწორია იმის თქმა რომ არ აღმდგარა. ის საერთოდ არ გესმის, ან სპეციალურად ამახინჯებ, მკვდრეთით აღდგომის ცნებას, ამაში დავრწმუნდი. აქ არსებითად საუბარი მიდი იმაზე ის სხეული, რომელიც მაცხოვარს აღდგომამდე ქონდა სად წავიდა? იგივე სხეული აღადგინა მაცხოვარმა, ოღონდ უკვე გარდაქმნილ მდგომარეობაში, თუ სხვა სხეული შეიმოსა მან. აქ ლოგიკურად ისმის შეკითხვა ის სხეული სად წავიდა საფლავში რომ დაიდო? ადრე აქ ”ჭეშმარიტებამ” თქვა, რომ ეს სხეული უბრალოდ გადამალა მამა ღმერთმა (ბიბლიის მცოდნეს ვთხოვ გვითხრას სად ამოიკითხა წმ. წერილში მამა ღმერთის მიერ მაცხოვრის სხეულის გადამალვის ფაქტი). ციტატაზე, რომელსაც მეორე ოპონენტი ამჯერად ჩაებღაუჭა, ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. მანამდე კი მივმართოთ სახარებას, რას გვეუბნება სახარება: კვირა დილით მაცხოვრის საფლავთან მისული დედები იხილავენ მახარობელ ანგელოზს, რომელიც მიმართავს მათ: ”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (28, 5-6). ყველას ვთხოვ დაუკვირდეს ანგელოზის სიტყვებს: ის, იმის დასამოწმებლად, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, უთითებს ცარიელ საფლავს, სადაც დაასვენეს მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. კვლავ დავუკვირდეთ, დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან, სადაც მათ ეგულებათ მაცხოვრის სხეული. ანგელოზმა ეს ყველაფერი იცის და ყოველგვარი დანამატების გარეშე ეუბნება, ნუ ელით აქ მაცხოვარს, არამედ ის აღდგა, ხოლო რომ აღდგა ამას მოწმობს ცარიელი სამარხი, ის ადგილი სადაც ესვენა მაცხოვრის სხეული. ეხლა გულწრფელად მითხარით, უკიდურესი ძალადობა არ არის ტექსტზე იმის თქმა, რომ თურმე ეს სხეული გადაუმალია, გაუქრია მამა ღმერთს, ხოლო მაცხოვარი სხვა, ახალი სხეულით გამოვიდა საფლავიდან. ანგელოზი საუბრობს ზუსტად იმ სხეულზე, რომელიც მანამდე დასვენებული იყო სამარხში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ანგელოზი უბრალოდ იტყუება. სრულიად არაორაზროვნად არის ნათქვამი, იხილეთ, სამარხი ცარიელია, ის აღდგა. და ყოვლად სარწმუნო ცნობა იოანეს სახარებიდან: ”ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა”. (იოანე 21,12). დაყრილი ტილოები დაინახაო, ის ტილო, რომლითაც მაცხოვრის სხეული შემოსეს. თუკი მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული (გაურკვეველი მიზეზით, ანდა იმ მიზეზით, რომ მოციქულები კერპთაყვანისცემაში არ ჩავარდნილიყვნენ (ეს რასელისტების ნააზრევია), ლოგიკურია, რომ სახვევებიანა უნდა გადაემალა. მაგრამ სახვევები კიდევ ერთი მოწმობაა იმ უჭეშმარიტესი საიუდმლოსი, რომელიც მაცხოვრის საფლავში მოხდა, როცა ის აღდგა მკვდრეთით და აღდგა ზუსტად ის სხეული, რომელიც ჯვარს ეცვა და აღესრულა და რომელიც შემოსილი იყო ამ სახვევებით. კიდევ ერთი ცნობა: ”და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი”. (მათე 28. 11-13). ეხლა ყველას ყურადღება: მღვდელთმთავრები საფლავის მცველებს ფულს აძლევენ და ეუბნებიან, რომ გაავრცელონ ხმა, თითქოს მოციქულებმა მოიპარეს მაცხოვრის სხეული და სინამდვილეში ის არ აღმდგარა. ანუ მახარებელი, რომელსაც ეს ცნობა შეაქვს სახარებაში ამით ის ამბობს, რომ მღვდელთმთავრები იმ უნათლეს მოწმობას, რომ სამარხი ცარიელი იყო და ეს მოწმობდა იმას, რომ მაცხოვარი აღდგა ზუსტად იმ სხეულით, რომელიც დასვენებული იყო იქ, იუდეველნი დაუპირისპირდნენ იმ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს მოციქულებმა გადამალეს ეს სხეული. ეხლა დაუკვირდით რამხელა მკრეხელობასთან გვაქვს საქმე, როდესაც რასელისტები ამბობენ, რომ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული. ე.ი. ის ინფორმაცია, რომელსაც მცველები ავრცელებდნენ, თურმე მართალი ყოფილა, ოღონდ სხეული არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა გადამალა. ვაშა მცველებს, რომ სიმართლე უღაღადიათ. რას ვერჩით მართლები ყოფილან. რას ერჩი მოციქულო (მათე) მღვდელთმთავრებს, რატომ დებ ბრალს მათ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, მართალი უთქვამთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი