![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
"... ქრისტემ ადამიანური არსებობის ყველა ეტაპი გაიარა. იგი ცხოვრობდა, მოკვდა და ჩავიდა ჯოჯოხეთში, შეხვდა ადამის ყველა შთამომავალს. ქრისტეს აღდგომა იყო არა უბრალოდ ინდივიდუალური მოვლენა, არამედ აღდგომა ადამიანური ბუნებისა, როგორც მთლიანობისა. როგორც ცნობილია, მართლმადიდებლურ ტრადიციაში ქრისტეს აღდგომა ხატებზე ჯოჯოხეთის წყვდიადითა და ქრისტეს მიერ ადამისა და ევას აღდგინების სცენით გამოისახება. და ხატის წარწერა არის არა "აღდგომა ქრისტესი", არამედ მხოლოდ "აღდგომა", სხვა სიტყვებით, აღდგომა ყველა ადამიანისა, მთელი ადამიანურობისა.
ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანის ხსნაზე, მაგრამ ყოველთვის ნათელი როდია მისი მნიშვნელობა. ადამიანის ხსნა, გადარჩენა ფაქტიურად მისი მთლიანობის, ერთიანობის აღდგენას ნიშნავს. და ეს აღდგენა ორ დონეზე ხდება: ინდივიდუალური პიროვნებისა და ადამიანური ბუნების დონეზე. თუ ადამიანის მთლიანობა არ აღდგება ადამიანური ბუნების ერთიანობის დონეზე, მისი მთლიანობის აღდგენა, როგორც პიროვნებისა ვერ მოხდება. ქრისტეა მხსნელი, მაცხოვარი ადამიანისა იმიტომ, რომ მან გამოისყიდა ადამიანური ბუნება, თუ მას თავის ღვთაებრივ ჰიპოსტასში აღვიქვამთ. იგი თვითონ გახდა უნივერსალური ფიგურა და ყველა ადამიანს უბოძა საშუალება, გაიზიაროს მისი უნივერსალურობა. თუმცა, ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში არასოდეს მოქმედებს ცალმხრივად. ადამიანის გადარჩენა, როგორც პიროვნებისა ადამიანისაგან საკუთარი სურვილით თანამშრომლობას მოითხოვს. ქრისტე არ მიჯნავს საკუთარ თავს თავისი ისტორიული მყოფობით დროისა და სივრცისაგან, არამედ კვლავ რჩება სამყაროში და თავის ეკლესიაში. და ეკლესია, რომელიც მისი სხეულია, კათოლიკეა და უნივერსალური. იგი მთელ კაცობრიობას მოიცავს. თუ ქრისტეს არ აქვს სრულყოფილი ადამიანური ბუნება, თუ მას არ გააჩნია ადამიანური სული (რასაც გულისხმობს სრულყოფილი ადამიანური ბუნება. მთარგმ.), ადამიანური გონება-ცნობიერება, ადამიანური ენერგია და ადამიანური ნებელობა, როგორც ნაწილი თავისი ჰიპოსტასისა, როგორც სხვადასხვა ერეტიკოსები ამტკიცებდნენ ხოლმე, მაშინ იგი ნამდვილი ადამიანი არ იქნებოდა. შესაბამისად, ვერც უნივერსალური ადამიანი". http://omousia.blogspot.com/2013/04/blog-post_22.html ასე რომ, ვერც ჩვენ გაგვათავისუფლებდა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რანგან თუ ქრისტე არ ყოფილა უნივერსალური ადამიანი (სრული ადამიანური ბუნებით, სულით და ხორცითაც) და არ აღდგა, როგორც უნივერსალური ადამიანი - თეანთროპი, მაშ მისი აღდგომა ასურო-ფინიკიელი ქვრივის ვაჟის, იაროსის ასულის და ლაზარეს აღდგომისაგან არაფრთი განსხვავდება, რაც, ცხადია, ასე სულაც არაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი