![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geocraft |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა მგონი უფრო სწორად უნდა დამესვა შეკითხვა. აქვთ თუ არა სიტყვაზე კათოლიკებს ცოდვების მიტევების უფლება? მგონი კიდევ არასწორად სვამ კითხვას . ცოდვათა მოტევებაზე კი არა ეშმაკის განდევნაზე უნდა დასვა პასუხი თუ ამ ციტატასთან ,,ერთად მოქმედებ . '' ამაზე კი გეტყვი არა ჩემს პასუხს , არამედ იოანე–კასიანე რომაელის პასუხს : ,, იესოს სახელის რწმენით ხსენებას და ჯვარს , იმდენად დიდი ძალა აქვს , რომ მისი მოხმობით თვით მწვალებლებსაც კი შეუძლიათ ადამიანისგან ეშმაკის განდევნა . '' მახსენდება კიდევ ერთი ფაქტი . თუ დაფიქრებულხარ ოდესმე , მართლმადიდებლები რატმ აზიარებენ მორწმუნეებს კოვზით და რატომ აყოლებინებენ შემდეგ ტკბილ ღვინოს ? პირველი საუკუნის ეკლესიაში ასე არ იყო . არც ღვინოს აყოლებდნენ და არც კოვზით აზიარებდნენ ხალხს . მაგრამ ხშირად იყო შემთხვევა , რომ ადამიანიწმიდა ნაწილს პირის ღრუში მალავდა , შემდეგ მიჰქონდა იგი მჩხიბავთან , რომელიც ამ წმიდა ნაწილის ძალით აკეთებდა ჯადოს სხვა პიროვნებაზე . და სწორედ ამიტომ შეიცვალა ზიარების მიღების წესი დღევანდელ ეკლესიაში . ეს მაგალითები იმიტომ მოვიტანე რომ არაერთხელ დაფიქსირებულა ისტორიის მსვლელობის მანძილზე , რომ შეურყვნელი რელიგიის ძალით , შერყვნილი რელიიგიის წარმომადგენელს ,,სასწაული მოუხდენია . '' ციტატა და თუ აქვთ მაშინ რაში გამოიხატება კათოლიკური ეკლესიის ღვთიურ მადლს მოკლებულობა? ამაზეც გეტყვი არა ჩემს , არამედ გიორგი მთაწმინდელის პასუხს , რომელიც ამბობს რომ ოღონდ მთავარ დოგმატურ საკითხებში იყოს მზაობა ჩვენსა და მათ შორის , (ესაა სულიწმინდის გამომავლობის , ანუ ფილიოკვეს საკითხი , და ღვთისმშობლის დოგმატი) და ქონდეთ ბატონო 3 სამსჭვალი , აზიარონ ხმიადით და.ა.შ. ციტატა ან მიეტევება თუ არა ცოდვა ადამიანს თუ ის კათოლიკ მღვდელთან მოინანიებს იმაზეც არ შემიძლია გიპასუხო , როდესაც მე – მართლმადიდებელი , ვაბარებ აღსარებას მართლმადიდებელ სასულიერო პირს , თუ მომეტევება ცოდვები და სხვაზე აბა , როგორ შემიძლია გელაპარაკო მეგობარო ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი