IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბიბლიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხები, ნაშრომები და მათი განხილვა
აკაკი
პოსტი Jul 17 2012, 08:02 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ

თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება.


ციტატა
თავიდანვე ვაცხადებთ, რომ:
ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას
(ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”).



ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს.


შესავალი


ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით.

ძველი აღთქმა


საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა.

ახალი აღთქმა


არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი).

IPB-ს სურათი


ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა".

დასკვნა


ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
  1. გადამწერნი ზედმიწევნით ამოწმებდნენ თავიანთსავე შესრულებულ ასლებს, უდარებდნენ სხვა ხელნაწერებს (რომელთა ავტორებიც, რა საკვირველია, ამგვარადვე იქცეოდნენ) შეცდომებისაგან დასაცავად.
  2. ღვთის ყოვლადწმიდა სულმა ჰყო ყოველივე, იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტი ასლები ( ხელნაწერები) გვქონოდა ღვთის სიტყვისა.
ასე რომ, არ უნდა მოვტყუვდეთ. მორმონების (ჯოზეფ სმიტის ამერიკული სექტა), სასულიერო ლიბერალების ("პროტესტანტული ლიბერალიზმი"), ისევე, როგორც სხვა კულტებისა და ცრუ-რელიგიების (როგორიცაა მაგ. ისლამი) განცხადებები, რომ - თითქოს - ბიბლია სრულიად განადგურდა, სიცრუე და სიყალბეა. სწორედ ამაზე მოწმობს ხელნაწერთა უვრცელესი, ისტორიული მტკიცებულებანი, რომელთა შესახებაც დაიწერა ეს ყოველივე - ზემოთ აღწერილი; საბოლოოდ კი იოანე მახარებლის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა" (ინ. 20:31).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აკაკი
პოსტი May 12 2013, 05:36 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მაიკლ ბრესემი
თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის ფილოლოგიის დოქტორი



ზოგიერთი არამართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს ამოიკითხოს ბიბლიდან მეტი, ვიდრე იქ რეალურად წერია; მათ სურთ, ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყოველგვარ ყოფით და ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმ აზრს, რომ, თითქოს, ბიბლია იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით, მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რისთვისაც მივმართოთ "აპოფატიკურ განმარტებას", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით.

მართლმადიდებლობას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, საკუთარი უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო, ადამიანურ გაგების ჩარჩოებში ვაქცევთ მას. ამ აპოფატიკური გაგებით, წმიდა წერილი არ არის...
  • ისტორიის წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ათასობით წლის ისტორიას მოიცავს და აღწერს, ბიბლია არ არის ძველი ისრაელისა და ძველი ეკლესიის უბრალო ჩანაწერი. ისინი, ვინც ბიბლიას წერდნენ არ იყვნენ ისტორიკოსები, არამედ მოციქულები, წინასწარმეტყველები, სარწმუნოებრივ-სულიერი წინამძღვრები, მეტად სულიერი სიმართლისა და ჭეშმარიტების მოძღვარებაზე მზრუნველნი, ვიდრე ისტორიული ფაქტების წარმომდგენნი. ბიბლიის ისტორია ისეთ შინაარს გვაწოდებს, რომელიც სულიერ სიმართლეებს ხსნის, გადარჩენის საღვთო განგებულების (გეგმის) თანდათანობით განვითარებასა და მდინარებას ასახავს.
  • მხატვრული რომანი, შეთხზული მოთხრობა. მის დამწერთ არ ჰქონდათ განზარხვა, ისეთი ფაქტები შეედგინათ, რომ შეცდომაში შეეყვანათ ხალხი, გამხდარიყვნენ რა იდუეველები თუ ქრისტიანები. უამრავი, გაცილებით მეტი არქეოლოგიური მტკიცებულება არსებობს, ვიდრე ჩაწერილია ბიბლიაში. თუმცა, მართლმადიდებელ ეკლესიას არანაირი პრეტენზია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც აღწერილია წმ. წერილში, ისტორიულად 100%-თ სუზუსტია. კვლავ აღვნიშნავთ, მისი ისტორიები, პირველ რიგში, გადმოგვცემენ ჭეშმარიტების, სულიერ სიმართლეთა აღწერილობას.
  • სამეცნიერო სახელმძღვანელო. პირველად ის უნდა ითქვას, რომ ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ მან ვინმეს გეოგრაფია უნდა ასწავლოს, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა ან სხვა სამეცნიერო ინფორმაციებს აზიაროს. როდესაც ბიბლია ხსენებულ საგნებს ეხება, ცხადია, იგი დამწერთა შეზღუდულ ცოდნას ეფუძნება, რომელიც იმ პერიოდისათვის ჰქონდათ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ბიბლია თავის თავში გარკვეულ, კონკრეტულ ადათებს, მითითებებსა და გამოცდილებას იმარხავს, რასაც ადამიანთა მოდგმა საჭიროებს წარმატებისათვის, მეტადრე სოციალურ კონტექსტში აღზრდისათვის, და იმასაც, რაც ნებისმიერ დროს საჭიროა ზნეობრივობისა და ეთიკურობისთვის, ღვთის სათნოდ და მოსაწონად.
  • შეუცდომელი თხზულება. ბიბლია შესანიშნავად თანხმდება თავის სულიერ დოგმატებსა და დებულებებში, სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. ბიბლია უტყუარი მოწმობაა იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რა სურს, რა ნებავს ღმერთს, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა შეუმცდარი, ყოველგვარი შეცდომისაგან თავისუფალი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგანაა შთაგონებული, ის ადამიანებმა (ადვილად რომ მოსდით შეცდომები) დაწერეს და თარგმნეს. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურია, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი მთლიანობაა მთელი თავისი სისავსით.
  • პერსონალური საიდუმლოება. ბიბლია არ არის მაგიური (ჯადოქრული) წიგნი, რის წინაშეც შესაძლებელი იქნებოდა კითხვების დასმა, გადაშლა, რის შემდეგაც დავადებდით თითს რომელიმე მუხლს და მივიღებთ პასუხს ღვთისგან. ასეთი პრაქტიკა ცნობილია, როგორც "ბიბლიომანსია" (ინგ. მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან - Βιβλιομαντεία/ბიბლიომანტია = ბიბლიით მკითხაობა, მარჩიელობა, წინასწარმეტყველება. მთარგმ.) და მას არ ეთანხმება, არ იაზარებს მართლმადიდებელი ეკლესია. ბიბლია სოციალურ-ზნეობრივ სირთულეებზე ღვთის მიერ ბრძანებულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს და იმის ცოდნას, თუ როგორ ვიაროთ სიმართლით და ვიპოვოთ ხსნა, მაგრამ ბიბლიას არ აქვს პასუხი ყველა შესაძლო ცხოვრებისეულ პრობლემაზე.
  • ფილოსოფიური ნაშრომი. ბიბლია არც იმას გულისხმობს, რომ იგი იკითხებოდეს, როგორც უბრალოდ ჰუმანისტური, ფილოსოფიური მსჯელობა, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ცხოვრება და საკუთარი თავი უკეთესად. მეტიც, თუკი მკითხველი ბიბლიას სულიერად უახლოვდება, მაშინ ბიბლია თავის სულიერ კურთხევებს ავლენს, მეტადრე სულიერად, ვიდრე ინტელექტუალურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვაქთ, ბიბლია ანიჭებს თავისი ჭეშმარიტების სისავსეს, თავისი სიკეთის, სილამაზის, სახიერებისა და მშვენიერების სისავსეს მხოლოდ ეკლესიის წიაღში, იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ შინაგანი ცხოველი ურთიერთობა სამწმინდა ღმერთთან - მამასთან, ძესა და სულიწმინდასთან.
  • სამოქალაქო კონსტიტუცია. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი გვკარნახობდეს, როგორ უნდა აწესრიგებდეს და მართავდეს საზოგადოება თავის თავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზნეობრივ, მორალურ პრინციპებს შეიცავს, რომელთა დაცვა და აღსრულება ყველასთვის სასარგებლოა, მთავრობის ხელმძღვანელთა ჩათვლით. ბიბლია არ უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ განისაზღვროს და დადგინდეს პოლიტიკური მტკიცებულებები, არც იმისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რომ მხარს უჭერდეს პოლიტიკურად მოტივირებულ პროგრამებს. მართლმადიდებლური ტრადიცია, გადმოცემა ასწავლის, რომ პოზიტიური სოციალური ცვლილება ხდება ეკლესიის წიაღში, როგორც ღვთის სასუფეველში მორწმუნეთა შორის.
  • თვითდახმარების სახელმძღვანელო. ბიბლია არაა განკუთვნილი საიმისოდ, რომ ეკლესიის წინამძღოლობის გარეშე შეისწავლებოდეს (ცხადია, საუბარია იმაზე, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის თავის შვილებს). ღვთის განზრახვა არაა, რომ ჩვენ "მარტოხელა მწირი ქრისტიანები" ვიყოთ, ბიბლიიდან რაღაც-რაღაცეების ამომკრებნი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადმოცემული დოგმატური სწავლებების მეთვალყურეობის გარეშე, მათ გაუთვალისწინებლად. ეს ხომ სულ მარტივია, და ზედმეტადაც ხშირი, განცალკევებით, ინდივიდუალურად ბიბლიის არასწორად განმარტება და ერესში ჩავარდნა, ან ეკლესიის გაყოფა ვინმეს მიერ საკუთარი დენომინაციის ჩამოყალიბებით.
  • ამომწურავი რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი წიგნია, ქრისტიანულ წიგნთა შორის უმთავრესი, იგი არ არის ყველაფერი, რასაც ვსაჭიროებთ; იგი არაა ერთადერთი სასარგებლო წიგნი იმისთვის, რომ ქრისტიანი გახდე და გაიზარდო ქრისტეში. მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს, შეისწავლონ არა მხოლოდ ბიბლია, არამდ იკითხონ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია, წმიდა მამათა და დედათა ნაწერები, ნაშრომები, როგორც მათი მთლიანი წიგნები, ისე შემოკრებილი გამონათქვამები, ლიტურგიკული საგალობლები, ან მსოფლიო კრებბზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონები და სხვ. რაზედაც წმ. მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს თავის სულიერ შვილებს.
  • საღვთო ბიოგრაფია. თვითონ ბიბლია არ არის ღმერთი, იგი არ აღწერს ღმერთს მთელი სისავსით, და არ არის ღმერთთან შეხვედრის ერთადერთი საშუალება. წარმოდგენა რომ გვქონდეს, ვიცოდეთ, რომ ასეთი გზა "ბიბლიის თაყვანისმცემლობაა", იგივე კერპთაყვანისცმემლობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანი უფრო მეტ დორს ხარჯავს თავისი ბიბიბლისა და ღმერთის შესწავლაში, ვიდრე ღმერთთან პირდაპირ, უშუალო, ზიარებაში ლოცვისა და თაყვანისცემის მეშვეობით. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც თაყვანსცემენ და ლოცულობენ საკმარისი ცოდნის გარეშე იმის შესახებ, ვისაც თაყვანსცემენ და ვის მიმართაც ლოცულობენ, და არც ის იციან, თუ რატომ. ესეც, ასევე, უმართებულოა და საჭიროებს გამოსწორებას.

ზემოთ აღნიშნულია ათი პუნქტი, რაც - შეიძლება ითქვას, ან არ ითქვას, - არ არის ბიბლია. ორი ათასწლეულის განმავლობაში, არაერთი მცდელობა იყო, ბიბლია კატეგორიებად დაეყოთ და დაენაწილებინათ. ბიბლია ნამდვილად უნიკალური წიგნია მთელს მსოფლიოში ტომებად გამოქვეყნებულ წიგნთა შორის. საუკეთესო გზა, რომ გავიგოთ, თუ რა არის ბიბლია, ან რა არ არის, ესაა მისი კითხვა, ჭვრეტა, განხილვა, მის შესახებ თქვენი მოძღვარების ან სხვა, განათლებული მართლმადიდებელი სულიერი წინამძღვრების დაკითხვით, და ამის შემდეგ უფრო მეტი კითხვით. ბიბლია მარად გააოცებს და განაცვიფრებს ადამიანს თავისი სულიერი და ზნეობრივი, მორალური წიაღსვლებით ღვთისა და კაცობრობის შესახებ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

როცა ბიბლიასთან გვაქვს საქმე, "შეუძლებელია იმ ყოველივეს ცოდნა, რასაც ვსაჭიროებით". ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი შეტყო ბიბლიიდან (არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე სასწავლებლიდან თუ ინდივიდუალურად), თავს იტყუებს. ბიბლიის მეცნიერ-მკვლევარები, პროფესორები, რომლებიც ყველაზე ხშირად სვამენ ბიბლიის უღრმესი ჭიდან, არასოდეს უკვდებათ წყურვილი და ისევ და ისევ უბრუნდებიან მას. ასე რომ, ჩვენი სურვილია რეგულარულად (სწორად და თანაზომიერად) ვასწავლიდეთ და შევამეცნებდეთ ჩვენსავე თავს წმ. წერილს. როგორც დიდი მეფე სოლომონი, ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა მივეწიფოთ სიბრძნეს და გავხდეთ ბრძენნი. "არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან" [სიბრძნე სოლომონისა 7:28].

http://omousia.blogspot.com/2012/07/blog-post_11.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ბიბლიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხები   Jul 17 2012, 08:02 AM
დათიკო   აკაკი მადლობა საინ...   Jul 20 2012, 07:35 PM
Otherguy   სინამდვილეში კი პ...   Jul 25 2012, 10:49 AM
დათიკო   Otherguy ხო, ვიცი, მაგრა, ...   Jul 25 2012, 08:45 PM
A.V.M   აქ დებდა ხომე ერთი ...   Jul 27 2012, 09:03 PM
აკაკი   მინდა ეს კარგი რუქ...   Aug 20 2012, 02:30 PM
აკაკი   წმინდა იერონიმეს ჰ...   Aug 23 2012, 07:06 AM
აკაკი   სეპტუაგინტა თუ მაზ...   Aug 23 2012, 01:40 PM
A.V.M   აკაკი შენ თუ მოგეპ...   Aug 23 2012, 01:45 PM
აკაკი   სეპტუაგინტა თუ მაზ...   Aug 23 2012, 01:48 PM
A.V.M   რატომ არა გგონია. თ...   Aug 23 2012, 01:55 PM
აკაკი   A.V.M წმ. ეფრემმა და წმ....   Aug 23 2012, 02:02 PM
A.V.M   აკაკი მე სხვა რამე...   Aug 23 2012, 02:29 PM
აკაკი   A.V.M ჰო, არ ვიცი, დაზუს...   Aug 23 2012, 02:33 PM
აკაკი   "ბიბლიაში მთლად ყ...   Aug 24 2012, 08:57 PM
A.V.M   ნუ წაკითხული მაქვს...   Aug 24 2012, 09:52 PM
აკაკი   A.V.M ამაზე მე არ მაქვ...   Aug 28 2012, 11:29 PM
აკაკი   დრ. პიტერ უილიამსი ...   Sep 6 2012, 10:48 AM
აკაკი   მ. იოანე რომანიდის...   Apr 22 2013, 05:39 PM
აკაკი   [b]მაიკლ ბრესემი თეს...   May 12 2013, 05:36 AM
ალექსანდრე   სახარებისეული ისტ...   Nov 16 2013, 02:07 AM
A.V.M   ალექსანდრე აი ეს მ...   Nov 16 2013, 02:09 AM
ალექსანდრე   მაცხოვრის შობის დრ...   Nov 21 2013, 05:10 PM
A.V.M   ალექსანდრე ჯიგარი ...   Nov 22 2013, 12:33 AM
ალექსანდრე   http://i047.radikal.ru/1311/96/8fc33dbdc1ef.jpg   Nov 26 2013, 02:06 AM
A.V.M   ალექსანდრე დღევან...   Nov 26 2013, 02:19 AM
ალექსანდრე   ფარისევლებისა და ს...   Nov 27 2013, 05:22 PM
A.V.M   Did I Find King David’s Palace? Eilat Mazar ...   Jan 21 2014, 11:08 PM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Feb 27 2014, 09:23 PM
afxazi   ეს საიდანმე გადმო...   Feb 28 2014, 05:20 PM
MIRDAT   შანკარა ქართულ თა...   Feb 28 2014, 09:18 PM
A.V.M   afxazi :D :D MIRDAT ინძაგის თ...   Mar 1 2014, 12:14 AM
azazeli   წინასწარმეტყველი ...   Jun 13 2014, 09:59 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Jun 13 2014, 10:08 PM
azazeli   წმ. პეტრე დამასკელ...   Jul 13 2014, 10:10 PM
G_saxva   azazeli ძალიან კარგი და ...   Jul 14 2014, 09:14 AM
marine   "ქრისტოლოგიური წ...   Sep 28 2015, 02:55 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 03:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი