![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ამდენი ხანი ამას ფიქრობდი? ![]() ![]() ■გიორგი■ ამას რა გაუხარდა რაღაც რომ დაწერა მისმა თანამოძმემ, თორემ გასუსული უყურებდა რა იწერებოდა ![]() ![]() თანაც როგორ დაგვმოძღვრა: ციტატა ეცადე გააანალიზო რასაც esre ars cheshmariteba გიხსნის ზემოთ. ლოგიკურადაც ახსნა და წმინდა წერილის მოწომობითაც. ახლა მისი გააზრება და გათავისებაღაა საჭირო მეტი არაფერი. მაშ გავაანალიზოთ, თუმცა მანამდე "ჭეშმარიტების" ბოლო ფრაზას უნდა გამოვეხმაურო: ციტატა და ბოლოს პატივი მეცი და ერთხელ მაინც გაეცი პასუხი ჩემ კითხვას ალბათ დამეთანხმები რომ 1 კორინთელთა 15: 45 ში მოხსენიებული უკანასკნელი ადამი არის იესო ქრისტე ხომ? მაშ რას ნიშნავს რომ იგი შეიქმნა ცხოველმყოფელ სულად? ეს ბოლოა და პირობას ვდებ რომ აღარ დავწერ არაფერს, აი ახლა გამომყევი ბოლომდე და ახსენი! სიფრთხილეა აქ საჭირო ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მაბრალებ თითქოს პასუხს არ გცემ რაღაცაზე. საკმარისია ამგვარ თხოვნაზე დავწერო პასუხი, რომ ახალი რაღაც ჩნდება საყვედურით, რატომ ვტოვებ უყურადღებოდ რაღაც შეკითხვებს. საკმარისად ვიცი რა დონის სიცრუის მორევში ცხოვრობთ და აცხოვრებთ სხვებსაც (ნაკლებად გაცნობეირებულებს). ამიტომ ამგვარი შემთხვევები არ იყოს. თუ ვსაუბრობთ ერთ საკითხზე, ვისაუბროთ იმ საკითხზე. დაბრალებები აქ, თითქოს მე რაღაცას უყურადღებოდ ვტოვებ (მერე ამით იმის თქმა, რომ ჩამჭერით), არის ტყუილი და კიდევ რაღაც (არ ვიტყვი აქ). რაც შეეხება ჩემს პოსტზე გამოხმაურებას: შევადაროთ რა დავწერე და მერე რა დაწერა: ციტატა კვირა დილით მაცხოვრის საფლავთან მისული დედები იხილავენ მახარობელ ანგელოზს, რომელიც მიმართავს მათ: ”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (28, 5-6). ყველას ვთხოვ დაუკვირდეს ანგელოზის სიტყვებს: ის, იმის დასამოწმებლად, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, უთითებს ცარიელ საფლავს, სადაც დაასვენეს მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. კვლავ დავუკვირდეთ, დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან, სადაც მათ ეგულებათ მაცხოვრის სხეული. ანგელოზმა ეს ყველაფერი იცის და ყოველგვარი დანამატების გარეშე ეუბნება, ნუ ელით აქ მაცხოვარს, არამედ ის აღდგა, ხოლო რომ აღდგა ამას მოწმობს ცარიელი სამარხი, ის ადგილი სადაც ესვენა მაცხოვრის სხეული. ეხლა გულწრფელად მითხარით, უკიდურესი ძალადობა არ არის ტექსტზე იმის თქმა, რომ თურმე ეს სხეული გადაუმალია, გაუქრია მამა ღმერთს, ხოლო მაცხოვარი სხვა, ახალი სხეულით გამოვიდა საფლავიდან. ანგელოზი საუბრობს ზუსტად იმ სხეულზე, რომელიც მანამდე დასვენებული იყო სამარხში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ანგელოზი უბრალოდ იტყუება. სრულიად არაორაზროვნად არის ნათქვამი, იხილეთ, სამარხი ცარიელია, ის აღდგა. გამოხმაურება: ციტატა ანგელოზი მიუთითებს ცარიელ სამარხს იმიტომ რომ ის მართლა ცარიელია და კიდევ იმისათვის რომ დედაკაცებმა ეჭვი არ აიღონ რომ მაცხოვარი არ აღდგა, ანუ ქრისტეს სხეული რომ კვლავ იქ ყოფილიყო მაშინ მოწაფეებს გაუჭირდებოდათ იმის აღქმა რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, ღმერთმა გააკეთა ის რასაც მანამდე აკეტებდა როცა მსხვერპლს წირავდნენ ხოლმე. მან მიიღო ქრისტეს სხეული , როგორც შესაწირი და უბრალოდ გააქრო. როცა მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე ისრაელები , იმ მსხვერპლის ხორცი იფერფლებოდა ხოლმე, რაც იმის დასტური იყო , რომ ღმერთი იღებდა შესაწირავს! ქრისტეს შემთხვევაშიც ღმერთმა მიიღო მისი წმინდა სხეული და ამის დასტურად კრეტსაბმელი ორად გაიპო რაც იმას ნიშნავდა რომ ქრისტეს აღარ შეუშლიდა ხორცი ზეციერ სამკვიდროში შესასვლელად! ამაზე პავლე საუბრობს ებრაელთა ეპისტოლეში. ჯერ ერთი რაც დავწერე, დავწერე წმ. წერილისეული მოწმობის საფუძველზე. და მაშინ, როცა ყოველ ნაბიჯზე საყვედურებს ისვრით, რომ თურმე ჩვენ ბიბლია არ ვიცით, არც ერთი ციტატა არ მინახავს სახარებიდან თქვენეული მსჯელობის გასამყარებლად. ეს ფაქტია და ეს ერთნ რამეზე მეტყველებთ, თავად არ სცემთ პატივს წმ. წერილს და როცა გჭირდებათ მხოლოდ მაშინ იყენებთ მას. აბა მაშ, სად ამოიკითხეთ, რომ ქრისტეს სხეული მამა ღმერთმა გააქრო, მოიპარა. და რადგან ოპონენტის მხრიდან მუდმივი საყვედურებია სახარებისეული ციტატების უპატივცემულობისა, მოვითხოვ არგუმენტს, პირდაპირ ცნობას სახარებიდან აღნიშნული თეორიის გასამყარებლად, ანუ იმას, თუ სად წერია ცნობა (ვფიქრობ, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა ეწეროს) იმის შესახებ, რომ ქრისტეს სხეული გადამალეს. და თუ ამგვარი არგუმენტი, პირდაპირი მოწმობა ვერ იქნება წარმოდგენილი, ყოველგვარი საუბარი შეწყდება და ე.წ. "ჭეშმარიტება" დატოვებს აქაურობას სიცრუის ქადაგების გამო. რაც შეეხება ვითომ არგუმენტს, დავაკვირდეთ: ციტატა ანგელოზი მიუთითებს ცარიელ სამარხს იმიტომ რომ ის მართლა ცარიელია და კიდევ იმისათვის რომ დედაკაცებმა ეჭვი არ აიღონ რომ მაცხოვარი არ აღდგა, ანუ ქრისტეს სხეული რომ კვლავ იქ ყოფილიყო მაშინ მოწაფეებს გაუჭირდებოდათ იმის აღქმა რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, სამარცხინოა და მეტი არაფერი. ასე დამახინჯება ბიბლიური თხრობისა, ასე შეურაცხყოფა... ვის შეუძლია თუ არა რასელისტებს. სამარხისაკენ მიმავალ დედებს ანგელოზი უჩვენებს ცარიელ ადგილს იმის დასადასტურებლად, რომ მაცხოვარი აღდგა. რას მეუბნებით, რომ დედებს და მოციქულებს დაუმალეს "ჭეშმარიტება", სიმართლე, რომ არ დაბრკოლებულიყვნენ? და მერე რომ გაიგებდნენ ამ "სიმართლეს"? თუ მერე მზად იქნებოდნენ? რას ხლართავთ, რაში იხლართებით. საიდან მოგაქვთ ეს ზმანება, გონებაცთომილება. კვლავ იგივეს მოვითხოვ, წარმომიდგინოთ არგუმენტი ამ ინფორმაციის დასამოწმებლად. მოვიტან იგივე ციტატას: ”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (მათე, 28, 5-6). დედები მიდიან სამარხთან და თან გზაში ფიქრობენ, ნეტავ ვინ გადაგვიგორებს ლოდს (ეს სახარებისეული ცნობაა), რომ მივიდნენ და ემსახურონ მაცხოვრის სხეულს. მიდიან ამ ცნობიერებით. ხვდებათ მათ ანგელოზი და ეუბნება: ვიცი, რომ ჯვარცმულს ეძებთ, აქ აღარ არის, არამედ აღდგა და რომ აღდგა და აქ აღარ არის, იხილეთ ცარიელი სამარხი. გავიხსენოთ სად ხვდება ანგელოზი დედებს: და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.(მათე 28.2). ანუ შესასვლელთან. და თუკი ანგელოზისთვის ის ფაქტი, რომ აღდგომის ჭეშმარიტებას ცარიელი სამარხი მოწმობს, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, რადგან ადგილი სადაც დასვენებული იყო სხეული ცარიელი, რა მნიშვნელობა ექნებოდა, თუკი დედები ჯერ კიდევ ვერ ხედავენ სამარხის შიდა სივრცეს? რა აზრი ქონდა ამ სიტყვებს, როცა ანგელოზს მარტივად შეეძლო ეთქვა, ის აღდგა, როგორც გეუბნებოდათ, წადით და სხვებსაც უთხარით. მაგრამ ანგელოზი ითვალისწინებს რა დამადასტურებელ მოწმობას, უთითებს ცარიელ სამარხზე, რომ თქვენ მოხვედით მაცხოვრის სხეულის სანახავად, მაგრამ ის აქ არ არის, არამედ აღდგა. არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არცერთი ზედმეტი მინიშნება, არც ანგელოზის მხრიდან, არც მახარებლის მხრიდან, რომ სხეული თურმე მოიპარეს. და თუ მოიპარეს რაღა მნიშვნელობა ექნებოდა ცარიელი სამარხის ნახვას, თუ ის სხეული არ აღდგა, რა მნიშვნელობა აქვს ანგელოზის სიტყვებს. თუკი მისი სიტყვები არგუმენტი არ არის, საერთოდ რატომ წარმოითქმის? მხოლოდ იმიტომ, რომ დედები და მოციქულები მოატყუოს? და რეალურად ამ ლოგიკით მართლაც ტყუილი გამოდის. თუკი ის სხეული გადამალეს, ლოგიკურია, რომ ცარიელი სამარხი არავითარი მოწმობაა აღდგომისა. გამოდის, რომ ანგელოზს შეცდომაში შეყავს მოციქულები. ხოლო ის, რომ მახარებელი არავითარ შენიშვნას არ იძლევა ამ ამბის გადმოცემისას, თავად მახარებელს შეყავს შეცდომაში მკითხველი. საერთოდ თუ ეს მართალია რატომ დაიმალა ეს ინფორმაცია, ისეთ სისუსტეზე დაემყარა ქრისტიანობა, რომ ამ ამბის გახმაურების გამო ეჭვის ქვეშ დადგებოდა აღდგომის ჭეშმარიტება? რატომ არცერთი მახარებელი არ საუბრობს ამაზე, პირიქით ამის საწინააღმდეგოს ამბობენ. რატომ? მხოლოდ რასელია ერთადერთი სპეკალი ჭეშმარიტებისა, რომ ის ჩაწვდა ამ სიმართლეს? სამარცხინოა. მეორე "არგუმენტი": ციტატა ”ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა”. (იოანე 21,12). დაყრილი ტილოები დაინახაო, ის ტილო, რომლითაც მაცხოვრის სხეული შემოსეს. თუკი მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული (გაურკვეველი მიზეზით, ანდა იმ მიზეზით, რომ მოციქულები კერპთაყვანისცემაში არ ჩავარდნილიყვნენ (ეს რასელისტების ნააზრევია), ლოგიკურია, რომ სახვევებიანა უნდა გადაემალა. მაგრამ სახვევები კიდევ ერთი მოწმობაა იმ უჭეშმარიტესი საიუდმლოსი, რომელიც მაცხოვრის საფლავში მოხდა, როცა ის აღდგა მკვდრეთით და აღდგა ზუსტად ის სხეული, რომელიც ჯვარს ეცვა და აღესრულა და რომელიც შემოსილი იყო ამ სახვევებით. ამაზე მომიგო: ციტატა პეტრეს ხელში შერჩა ცარიელი ტილოები, იმიტომ რომ მას ერწმუნა ქრისტეს აღდგომა, სხვანაირად მასაც და მოწაფეებსაც გაუჭირდებოდათ დაჯერება და ღმერთიც არანაირად არ გაურთულებდა მოწაფეებს მდგომარეობას ისეთი რთული რეალობით რასაც ქრისტეს სულიერი სხეულით აღდგომა ქვია! მოწაფეების ცოდნა ჯერ კიდევ მინიმალური იყო მანამდე ვიდრე სულიწმიდა გარდამოვიდოდა მათზე, ამიტომ ღმერთმა ისე გააკეთა რომ მათ ერწმუნათ მთავარი_ რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა და არა ის რომ ის უკვე ახალი ქმნილება იყო და დიდებით დაჯილდოვდა! ქრისტეც თომას სთავაზობს ჭრილობებში თითის ჩაყოფას , რომ მისი ეჭვები საერთოდ გაფანტოს, არადა თუ ის ნამდვილად აღდგა იმ სხეულით, აღდგომა კი სხეულის განახლებასაც გულისხმობს , მაშინ საიდან ჭრილობები? ფაქტი სახეზეა ქრისტემ თომას დასარწმუნებლად მიიღო ჭრილობები და მანამდე მას არ ქონდა ეს ჭრილობები ხელზე რადგან ჭამის დროს მოწაფეებმა ვერ შენიშნეს გაჩვრეტილი ხელები , როცა ამ ხელებით იესომ პური გატეხა და მადლი შესწირა ღმერთს. ანუ შენ აღიარებ იმას, რომ მოციქულებმა, ვიდრე სული წმინდა გარდამოვიდოდა, დაიჯერეს (თქვენეული ლოგიკით), რომ სამარხში დასვენებული სხეული აღდგა? და მთელი ეს მოწმობები ამისთვის იყო, რომ მოციქულები, თურმე მათი ცოდნის გათვალისწინებით, დროებით შეცდომაში ყოფილიყვნენ? ჰოი სიცოფევ. ასეთი დაბალი დონის აზროვნება მართლა იშვიათია. თურმე იმავე სხეულით მკვდრეთით აღდგომა ყოფილა იოლი დასაჯერებელი, ხოლო გაურკვეველი სახის სულიერი აღდგომა ძნელად სარწმუნო. იმისთვის ყოფილან მზად და ამისთვის არა. მაგრამ ქრისტე რომ მოციქულებს სულიწმინდის გარდამოსვლამდე ეცხადება? თანაც რამდენიმეჯერმე? მაშინ როგორღა დაიჯერეს? თუკი ისინი ჯერ კიდევ უმეცარნი იყვნენ და თურმე ატყუებდნენ, რომ როგორმე სულიწმინდის გარდამოსვლამდე მიეღწიათ, მანამდე როგორ ირწმუნეს ქრისტეს ე.წ. "სულიერი აღდგომა", თუ ვერ ირწმუნეს. ეხლა არ მითხრათ მაინც არ სწამდათო. თუკი მთავარი ის იყო მოციქულთა მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღდგომა დაეჯერებინათ, ხოლო იმ ჭეშმარიტებას, რომ ეს აღდგომა ე.წ. "სულიერი" იყო, მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ჩაწვდებოდნენ, მაშ უფალი არც უნდა გამოცხადებოდა მანამდე. ვერ გავიგე, თუკი სამარხთან მისულ მოციქულებს სიმართლეს უმალავს ანგელოზი, იმავე დღეს რატომ ეცხადება ის მარიამს, მერე კი სხვა მოციქულებს? რაღაც აბდა-უბდა გამოდის. ანგელოზი უფრთხილდება მოციქულთა მდარე მდგომარეობას ცოდნის მხრივ, არ უმხელს მათ სიმართლეს, რომ თურმე მამამ სხეული გადამალა, რადგან სხეული რომ ენახათ სულიერ აღდგომას ვერ დაიჯერებდნენო, და ამ დროს თავად უფალი ეცხადება მათ და მოციქულებსაც სწამთ, რომ მაცხოვარი აღდგა. ციტატა ფაქტი სახეზეა ქრისტემ თომას დასარწმუნებლად მიიღო ჭრილობები და მანამდე მას არ ქონდა ეს ჭრილობები ხელზე რადგან ჭამის დროს მოწაფეებმა ვერ შენიშნეს გაჩვრეტილი ხელები , როცა ამ ხელებით იესომ პური გატეხა და მადლი შესწირა ღმერთს. ჯერ ერთი ვერ დამიმტკიცებ, რომ ეს ეპიზოდი (ვფიქრობ ლუკა მახარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობი), თომა მოციქულთან უფლის გამოცხადებამდეა. მაგრამ აქვე არის საინტერესო ფრაზა, როდესაც უფალი მიმართავს მოციქულებს: "შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს". (ლუკა 29.34). რა ხორცსა და ძვლებზე საუბრობს უფალი. თავადვე ამბობს ზმანება არ ვარო, სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, მე კი მაქვსო. რაო, რას ამბობს მაცხოვარი? ციტატა თუკი ღმერთს სურდა რომ ყველას ერწმუნა რომ აღდგა ის სხეული რომელიც დაასვენეს სამარხში, მაშინ რატომ მოახდინა მან დიდი მიწისძვრა და რატომ დააფრთხო ჯარისკაცები რომლებიც დარაჯობდნენ ქრისტეს სხეულს? განა უფრო ეჭვი არ გაჩნდა რომ მართლა ვიღაცამ მოიპარა იმ მომენტში როცა ჯარისკაცები ვეღარ აკონტროლებდნენ საფლავის შესასვლელს? სისულელეს რომ ამბობ შენ ალბათ ვერ ხვდები და მკითხველი ადვილად მიხვდება. სწორედ იმიტომ მოხდა მიწისძვრა და ანგელოზის გამოცხადება, ეს საკვირველება, რომ ამის ფონზე მცველთა მიერ გავრცელებული სიცრუე სიცრუედ წარმოჩენილიყო. მაგრამ უფრო ეფექტური ის არ იქნებოდა, არაფერი მომხდარიყო და უფალი ისე გამოცხადებოდა ყველას, ანუ საფლავი ისევე ყოფილიყო დახურული, მცველებით გარშემორტყმული, ხოლო უფალი, რომელიც სულიერად აღდგა, დანახებოდა მოციქულებს. მაგრამ გავიხსენოთ აიდან დაიწყო ეს ყოველივე. მღვდელთმთავრები, იმ ცრუ ინფორმაციით, რომ თითქოს მოციქულები აპირებენ სხეულის მოპარვას და მერე იმის თქმას, რომ მაცხოვარი აღდგა, აყენებენ მცველებს. მაგრამ ხდება სასწაული, სამარხის კარი გაიღება და შემდეგ მაინც ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. მაგრამ მახარებელი სასწაულს ურთავს იმის დასადასტურებლად, რომ სამარხის კარი არ გადაუგორებიათ მოციქულებს, არამედ ის სასწაულებრივად გაიღო, რომ სხეული არავისაც არ მოუპარავს, არამედ ის აღდგა. მაშ რატომ არცერთი სიტყვა არ თქვა მახარებელმა, რომ სხეული მართლაც მოპიარეს, მაგრამ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა. გამაგებინეთ ხახლო, რატომ არ არის ეს ინფორმაცია სახარებაში, რატომ? და ბოლოს. ყველაზე აშკარა და უნათლესი მოწმობა მაცხოვრის სხეულის აღდგომისა, იმ სხეულისა, რითაც ის ცხოვრობდა აღდგომამდე, ჯვარცმამდე: "მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც" (იოანე 2, 18-22) და თქვენა რისი, ან ვისი გწამთ? კი ვიცი ვისიც გწამთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 11:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი