IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> როგორი სხეულით აღდგა იესო?
Otherguy
პოსტი May 1 2013, 06:40 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.

მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა.

როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით.

VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა.

როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"?



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 12 2013, 02:53 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ამდენი ხანი ამას ფიქრობდი? biggrin.gif biggrin.gif ფაქტიურად მომსპე.

■გიორგი■

ამას რა გაუხარდა რაღაც რომ დაწერა მისმა თანამოძმემ, თორემ გასუსული უყურებდა რა იწერებოდა biggrin.gif biggrin.gif

თანაც როგორ დაგვმოძღვრა:

ციტატა
ეცადე გააანალიზო რასაც esre ars cheshmariteba გიხსნის ზემოთ. ლოგიკურადაც ახსნა და წმინდა წერილის მოწომობითაც. ახლა მისი გააზრება და გათავისებაღაა საჭირო მეტი არაფერი.


მაშ გავაანალიზოთ, თუმცა მანამდე "ჭეშმარიტების" ბოლო ფრაზას უნდა გამოვეხმაურო:

ციტატა
და ბოლოს პატივი მეცი და ერთხელ მაინც გაეცი პასუხი ჩემ კითხვას ალბათ დამეთანხმები რომ 1 კორინთელთა 15: 45 ში მოხსენიებული უკანასკნელი ადამი არის იესო ქრისტე ხომ? მაშ რას ნიშნავს რომ იგი შეიქმნა ცხოველმყოფელ სულად? ეს ბოლოა და პირობას ვდებ რომ აღარ დავწერ არაფერს, აი ახლა გამომყევი ბოლომდე და ახსენი! სიფრთხილეა აქ საჭირო


ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მაბრალებ თითქოს პასუხს არ გცემ რაღაცაზე. საკმარისია ამგვარ თხოვნაზე დავწერო პასუხი, რომ ახალი რაღაც ჩნდება საყვედურით, რატომ ვტოვებ უყურადღებოდ რაღაც შეკითხვებს. საკმარისად ვიცი რა დონის სიცრუის მორევში ცხოვრობთ და აცხოვრებთ სხვებსაც (ნაკლებად გაცნობეირებულებს). ამიტომ ამგვარი შემთხვევები არ იყოს. თუ ვსაუბრობთ ერთ საკითხზე, ვისაუბროთ იმ საკითხზე. დაბრალებები აქ, თითქოს მე რაღაცას უყურადღებოდ ვტოვებ (მერე ამით იმის თქმა, რომ ჩამჭერით), არის ტყუილი და კიდევ რაღაც (არ ვიტყვი აქ).

რაც შეეხება ჩემს პოსტზე გამოხმაურებას:

შევადაროთ რა დავწერე და მერე რა დაწერა:

ციტატა
კვირა დილით მაცხოვრის საფლავთან მისული დედები იხილავენ მახარობელ ანგელოზს, რომელიც მიმართავს მათ:

”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (28, 5-6).

ყველას ვთხოვ დაუკვირდეს ანგელოზის სიტყვებს: ის, იმის დასამოწმებლად, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, უთითებს ცარიელ საფლავს, სადაც დაასვენეს მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. კვლავ დავუკვირდეთ, დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან, სადაც მათ ეგულებათ მაცხოვრის სხეული. ანგელოზმა ეს ყველაფერი იცის და ყოველგვარი დანამატების გარეშე ეუბნება, ნუ ელით აქ მაცხოვარს, არამედ ის აღდგა, ხოლო რომ აღდგა ამას მოწმობს ცარიელი სამარხი, ის ადგილი სადაც ესვენა მაცხოვრის სხეული. ეხლა გულწრფელად მითხარით, უკიდურესი ძალადობა არ არის ტექსტზე იმის თქმა, რომ თურმე ეს სხეული გადაუმალია, გაუქრია მამა ღმერთს, ხოლო მაცხოვარი სხვა, ახალი სხეულით გამოვიდა საფლავიდან.

ანგელოზი საუბრობს ზუსტად იმ სხეულზე, რომელიც მანამდე დასვენებული იყო სამარხში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ანგელოზი უბრალოდ იტყუება. სრულიად არაორაზროვნად არის ნათქვამი, იხილეთ, სამარხი ცარიელია, ის აღდგა.


გამოხმაურება:

ციტატა
ანგელოზი მიუთითებს ცარიელ სამარხს იმიტომ რომ ის მართლა ცარიელია და კიდევ იმისათვის რომ დედაკაცებმა ეჭვი არ აიღონ რომ მაცხოვარი არ აღდგა, ანუ ქრისტეს სხეული რომ კვლავ იქ ყოფილიყო მაშინ მოწაფეებს გაუჭირდებოდათ იმის აღქმა რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, ღმერთმა გააკეთა ის რასაც მანამდე აკეტებდა როცა მსხვერპლს წირავდნენ ხოლმე. მან მიიღო ქრისტეს სხეული , როგორც შესაწირი და უბრალოდ გააქრო. როცა მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე ისრაელები , იმ მსხვერპლის ხორცი იფერფლებოდა ხოლმე, რაც იმის დასტური იყო , რომ ღმერთი იღებდა შესაწირავს! ქრისტეს შემთხვევაშიც ღმერთმა მიიღო მისი წმინდა სხეული და ამის დასტურად კრეტსაბმელი ორად გაიპო რაც იმას ნიშნავდა რომ ქრისტეს აღარ შეუშლიდა ხორცი ზეციერ სამკვიდროში შესასვლელად! ამაზე პავლე საუბრობს ებრაელთა ეპისტოლეში.


ჯერ ერთი რაც დავწერე, დავწერე წმ. წერილისეული მოწმობის საფუძველზე. და მაშინ, როცა ყოველ ნაბიჯზე საყვედურებს ისვრით, რომ თურმე ჩვენ ბიბლია არ ვიცით, არც ერთი ციტატა არ მინახავს სახარებიდან თქვენეული მსჯელობის გასამყარებლად. ეს ფაქტია და ეს ერთნ რამეზე მეტყველებთ, თავად არ სცემთ პატივს წმ. წერილს და როცა გჭირდებათ მხოლოდ მაშინ იყენებთ მას.

აბა მაშ, სად ამოიკითხეთ, რომ ქრისტეს სხეული მამა ღმერთმა გააქრო, მოიპარა.

და რადგან ოპონენტის მხრიდან მუდმივი საყვედურებია სახარებისეული ციტატების უპატივცემულობისა, მოვითხოვ არგუმენტს, პირდაპირ ცნობას სახარებიდან აღნიშნული თეორიის გასამყარებლად, ანუ იმას, თუ სად წერია ცნობა (ვფიქრობ, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა ეწეროს) იმის შესახებ, რომ ქრისტეს სხეული გადამალეს.

და თუ ამგვარი არგუმენტი, პირდაპირი მოწმობა ვერ იქნება წარმოდგენილი, ყოველგვარი საუბარი შეწყდება და ე.წ. "ჭეშმარიტება" დატოვებს აქაურობას სიცრუის ქადაგების გამო.

რაც შეეხება ვითომ არგუმენტს, დავაკვირდეთ:

ციტატა
ანგელოზი მიუთითებს ცარიელ სამარხს იმიტომ რომ ის მართლა ცარიელია და კიდევ იმისათვის რომ დედაკაცებმა ეჭვი არ აიღონ რომ მაცხოვარი არ აღდგა, ანუ ქრისტეს სხეული რომ კვლავ იქ ყოფილიყო მაშინ მოწაფეებს გაუჭირდებოდათ იმის აღქმა რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა,


სამარცხინოა და მეტი არაფერი. ასე დამახინჯება ბიბლიური თხრობისა, ასე შეურაცხყოფა... ვის შეუძლია თუ არა რასელისტებს. სამარხისაკენ მიმავალ დედებს ანგელოზი უჩვენებს ცარიელ ადგილს იმის დასადასტურებლად, რომ მაცხოვარი აღდგა. რას მეუბნებით, რომ დედებს და მოციქულებს დაუმალეს "ჭეშმარიტება", სიმართლე, რომ არ დაბრკოლებულიყვნენ? და მერე რომ გაიგებდნენ ამ "სიმართლეს"? თუ მერე მზად იქნებოდნენ? რას ხლართავთ, რაში იხლართებით. საიდან მოგაქვთ ეს ზმანება, გონებაცთომილება. კვლავ იგივეს მოვითხოვ, წარმომიდგინოთ არგუმენტი ამ ინფორმაციის დასამოწმებლად.

მოვიტან იგივე ციტატას:

”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (მათე, 28, 5-6).

დედები მიდიან სამარხთან და თან გზაში ფიქრობენ, ნეტავ ვინ გადაგვიგორებს ლოდს (ეს სახარებისეული ცნობაა), რომ მივიდნენ და ემსახურონ მაცხოვრის სხეულს. მიდიან ამ ცნობიერებით. ხვდებათ მათ ანგელოზი და ეუბნება: ვიცი, რომ ჯვარცმულს ეძებთ, აქ აღარ არის, არამედ აღდგა და რომ აღდგა და აქ აღარ არის, იხილეთ ცარიელი სამარხი.

გავიხსენოთ სად ხვდება ანგელოზი დედებს:

და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.(მათე 28.2).

ანუ შესასვლელთან. და თუკი ანგელოზისთვის ის ფაქტი, რომ აღდგომის ჭეშმარიტებას ცარიელი სამარხი მოწმობს, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, რადგან ადგილი სადაც დასვენებული იყო სხეული ცარიელი, რა მნიშვნელობა ექნებოდა, თუკი დედები ჯერ კიდევ ვერ ხედავენ სამარხის შიდა სივრცეს? რა აზრი ქონდა ამ სიტყვებს, როცა ანგელოზს მარტივად შეეძლო ეთქვა, ის აღდგა, როგორც გეუბნებოდათ, წადით და სხვებსაც უთხარით. მაგრამ ანგელოზი ითვალისწინებს რა დამადასტურებელ მოწმობას, უთითებს ცარიელ სამარხზე, რომ თქვენ მოხვედით მაცხოვრის სხეულის სანახავად, მაგრამ ის აქ არ არის, არამედ აღდგა. არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არცერთი ზედმეტი მინიშნება, არც ანგელოზის მხრიდან, არც მახარებლის მხრიდან, რომ სხეული თურმე მოიპარეს. და თუ მოიპარეს რაღა მნიშვნელობა ექნებოდა ცარიელი სამარხის ნახვას, თუ ის სხეული არ აღდგა, რა მნიშვნელობა აქვს ანგელოზის სიტყვებს. თუკი მისი სიტყვები არგუმენტი არ არის, საერთოდ რატომ წარმოითქმის? მხოლოდ იმიტომ, რომ დედები და მოციქულები მოატყუოს? და რეალურად ამ ლოგიკით მართლაც ტყუილი გამოდის. თუკი ის სხეული გადამალეს, ლოგიკურია, რომ ცარიელი სამარხი არავითარი მოწმობაა აღდგომისა. გამოდის, რომ ანგელოზს შეცდომაში შეყავს მოციქულები. ხოლო ის, რომ მახარებელი არავითარ შენიშვნას არ იძლევა ამ ამბის გადმოცემისას, თავად მახარებელს შეყავს შეცდომაში მკითხველი. საერთოდ თუ ეს მართალია რატომ დაიმალა ეს ინფორმაცია, ისეთ სისუსტეზე დაემყარა ქრისტიანობა, რომ ამ ამბის გახმაურების გამო ეჭვის ქვეშ დადგებოდა აღდგომის ჭეშმარიტება? რატომ არცერთი მახარებელი არ საუბრობს ამაზე, პირიქით ამის საწინააღმდეგოს ამბობენ. რატომ? მხოლოდ რასელია ერთადერთი სპეკალი ჭეშმარიტებისა, რომ ის ჩაწვდა ამ სიმართლეს?

სამარცხინოა.

მეორე "არგუმენტი":

ციტატა
”ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა”. (იოანე 21,12).

დაყრილი ტილოები დაინახაო, ის ტილო, რომლითაც მაცხოვრის სხეული შემოსეს. თუკი მამა ღმერთმა გადამალა მაცხოვრის სხეული (გაურკვეველი მიზეზით, ანდა იმ მიზეზით, რომ მოციქულები კერპთაყვანისცემაში არ ჩავარდნილიყვნენ (ეს რასელისტების ნააზრევია), ლოგიკურია, რომ სახვევებიანა უნდა გადაემალა. მაგრამ სახვევები კიდევ ერთი მოწმობაა იმ უჭეშმარიტესი საიუდმლოსი, რომელიც მაცხოვრის საფლავში მოხდა, როცა ის აღდგა მკვდრეთით და აღდგა ზუსტად ის სხეული, რომელიც ჯვარს ეცვა და აღესრულა და რომელიც შემოსილი იყო ამ სახვევებით.


ამაზე მომიგო:

ციტატა
პეტრეს ხელში შერჩა ცარიელი ტილოები, იმიტომ რომ მას ერწმუნა ქრისტეს აღდგომა, სხვანაირად მასაც და მოწაფეებსაც გაუჭირდებოდათ დაჯერება და ღმერთიც არანაირად არ გაურთულებდა მოწაფეებს მდგომარეობას ისეთი რთული რეალობით რასაც ქრისტეს სულიერი სხეულით აღდგომა ქვია! მოწაფეების ცოდნა ჯერ კიდევ მინიმალური იყო მანამდე ვიდრე სულიწმიდა გარდამოვიდოდა მათზე, ამიტომ ღმერთმა ისე გააკეთა რომ მათ ერწმუნათ მთავარი_ რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა და არა ის რომ ის უკვე ახალი ქმნილება იყო და დიდებით დაჯილდოვდა! ქრისტეც თომას სთავაზობს ჭრილობებში თითის ჩაყოფას , რომ მისი ეჭვები საერთოდ გაფანტოს, არადა თუ ის ნამდვილად აღდგა იმ სხეულით, აღდგომა კი სხეულის განახლებასაც გულისხმობს , მაშინ საიდან ჭრილობები? ფაქტი სახეზეა ქრისტემ თომას დასარწმუნებლად მიიღო ჭრილობები და მანამდე მას არ ქონდა ეს ჭრილობები ხელზე რადგან ჭამის დროს მოწაფეებმა ვერ შენიშნეს გაჩვრეტილი ხელები , როცა ამ ხელებით იესომ პური გატეხა და მადლი შესწირა ღმერთს.


ანუ შენ აღიარებ იმას, რომ მოციქულებმა, ვიდრე სული წმინდა გარდამოვიდოდა, დაიჯერეს (თქვენეული ლოგიკით), რომ სამარხში დასვენებული სხეული აღდგა? და მთელი ეს მოწმობები ამისთვის იყო, რომ მოციქულები, თურმე მათი ცოდნის გათვალისწინებით, დროებით შეცდომაში ყოფილიყვნენ?

ჰოი სიცოფევ. ასეთი დაბალი დონის აზროვნება მართლა იშვიათია. თურმე იმავე სხეულით მკვდრეთით აღდგომა ყოფილა იოლი დასაჯერებელი, ხოლო გაურკვეველი სახის სულიერი აღდგომა ძნელად სარწმუნო. იმისთვის ყოფილან მზად და ამისთვის არა. მაგრამ ქრისტე რომ მოციქულებს სულიწმინდის გარდამოსვლამდე ეცხადება? თანაც რამდენიმეჯერმე? მაშინ როგორღა დაიჯერეს? თუკი ისინი ჯერ კიდევ უმეცარნი იყვნენ და თურმე ატყუებდნენ, რომ როგორმე სულიწმინდის გარდამოსვლამდე მიეღწიათ, მანამდე როგორ ირწმუნეს ქრისტეს ე.წ. "სულიერი აღდგომა", თუ ვერ ირწმუნეს. ეხლა არ მითხრათ მაინც არ სწამდათო. თუკი მთავარი ის იყო მოციქულთა მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღდგომა დაეჯერებინათ, ხოლო იმ ჭეშმარიტებას, რომ ეს აღდგომა ე.წ. "სულიერი" იყო, მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ჩაწვდებოდნენ, მაშ უფალი არც უნდა გამოცხადებოდა მანამდე. ვერ გავიგე, თუკი სამარხთან მისულ მოციქულებს სიმართლეს უმალავს ანგელოზი, იმავე დღეს რატომ ეცხადება ის მარიამს, მერე კი სხვა მოციქულებს? რაღაც აბდა-უბდა გამოდის. ანგელოზი უფრთხილდება მოციქულთა მდარე მდგომარეობას ცოდნის მხრივ, არ უმხელს მათ სიმართლეს, რომ თურმე მამამ სხეული გადამალა, რადგან სხეული რომ ენახათ სულიერ აღდგომას ვერ დაიჯერებდნენო, და ამ დროს თავად უფალი ეცხადება მათ და მოციქულებსაც სწამთ, რომ მაცხოვარი აღდგა.

ციტატა
ფაქტი სახეზეა ქრისტემ თომას დასარწმუნებლად მიიღო ჭრილობები და მანამდე მას არ ქონდა ეს ჭრილობები ხელზე რადგან ჭამის დროს მოწაფეებმა ვერ შენიშნეს გაჩვრეტილი ხელები , როცა ამ ხელებით იესომ პური გატეხა და მადლი შესწირა ღმერთს.


ჯერ ერთი ვერ დამიმტკიცებ, რომ ეს ეპიზოდი (ვფიქრობ ლუკა მახარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობი), თომა მოციქულთან უფლის გამოცხადებამდეა. მაგრამ აქვე არის საინტერესო ფრაზა, როდესაც უფალი მიმართავს მოციქულებს:

"შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს". (ლუკა 29.34).

რა ხორცსა და ძვლებზე საუბრობს უფალი. თავადვე ამბობს ზმანება არ ვარო, სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, მე კი მაქვსო. რაო, რას ამბობს მაცხოვარი?

ციტატა
თუკი ღმერთს სურდა რომ ყველას ერწმუნა რომ აღდგა ის სხეული რომელიც დაასვენეს სამარხში, მაშინ რატომ მოახდინა მან დიდი მიწისძვრა და რატომ დააფრთხო ჯარისკაცები რომლებიც დარაჯობდნენ ქრისტეს სხეულს? განა უფრო ეჭვი არ გაჩნდა რომ მართლა ვიღაცამ მოიპარა იმ მომენტში როცა ჯარისკაცები ვეღარ აკონტროლებდნენ საფლავის შესასვლელს?


სისულელეს რომ ამბობ შენ ალბათ ვერ ხვდები და მკითხველი ადვილად მიხვდება. სწორედ იმიტომ მოხდა მიწისძვრა და ანგელოზის გამოცხადება, ეს საკვირველება, რომ ამის ფონზე მცველთა მიერ გავრცელებული სიცრუე სიცრუედ წარმოჩენილიყო. მაგრამ უფრო ეფექტური ის არ იქნებოდა, არაფერი მომხდარიყო და უფალი ისე გამოცხადებოდა ყველას, ანუ საფლავი ისევე ყოფილიყო დახურული, მცველებით გარშემორტყმული, ხოლო უფალი, რომელიც სულიერად აღდგა, დანახებოდა მოციქულებს. მაგრამ გავიხსენოთ აიდან დაიწყო ეს ყოველივე.

მღვდელთმთავრები, იმ ცრუ ინფორმაციით, რომ თითქოს მოციქულები აპირებენ სხეულის მოპარვას და მერე იმის თქმას, რომ მაცხოვარი აღდგა, აყენებენ მცველებს. მაგრამ ხდება სასწაული, სამარხის კარი გაიღება და შემდეგ მაინც ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. მაგრამ მახარებელი სასწაულს ურთავს იმის დასადასტურებლად, რომ სამარხის კარი არ გადაუგორებიათ მოციქულებს, არამედ ის სასწაულებრივად გაიღო, რომ სხეული არავისაც არ მოუპარავს, არამედ ის აღდგა. მაშ რატომ არცერთი სიტყვა არ თქვა მახარებელმა, რომ სხეული მართლაც მოპიარეს, მაგრამ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა.

გამაგებინეთ ხახლო, რატომ არ არის ეს ინფორმაცია სახარებაში, რატომ?


და ბოლოს. ყველაზე აშკარა და უნათლესი მოწმობა მაცხოვრის სხეულის აღდგომისა, იმ სხეულისა, რითაც ის ცხოვრობდა აღდგომამდე, ჯვარცმამდე:

"მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც" (იოანე 2, 18-22)

და თქვენა რისი, ან ვისი გწამთ? კი ვიცი ვისიც გწამთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 12 2013, 08:24 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ May 12 2013, 03:53 PM) *

esre ars cheshmariteba

ამდენი ხანი ამას ფიქრობდი? biggrin.gif biggrin.gif ფაქტიურად მომსპე.

■გიორგი■

ამას რა გაუხარდა რაღაც რომ დაწერა მისმა თანამოძმემ, თორემ გასუსული უყურებდა რა იწერებოდა biggrin.gif biggrin.gif

თანაც როგორ დაგვმოძღვრა:
მაშ გავაანალიზოთ, თუმცა მანამდე "ჭეშმარიტების" ბოლო ფრაზას უნდა გამოვეხმაურო:
ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მაბრალებ თითქოს პასუხს არ გცემ რაღაცაზე. საკმარისია ამგვარ თხოვნაზე დავწერო პასუხი, რომ ახალი რაღაც ჩნდება საყვედურით, რატომ ვტოვებ უყურადღებოდ რაღაც შეკითხვებს. საკმარისად ვიცი რა დონის სიცრუის მორევში ცხოვრობთ და აცხოვრებთ სხვებსაც (ნაკლებად გაცნობეირებულებს). ამიტომ ამგვარი შემთხვევები არ იყოს. თუ ვსაუბრობთ ერთ საკითხზე, ვისაუბროთ იმ საკითხზე. დაბრალებები აქ, თითქოს მე რაღაცას უყურადღებოდ ვტოვებ (მერე ამით იმის თქმა, რომ ჩამჭერით), არის ტყუილი და კიდევ რაღაც (არ ვიტყვი აქ).

რაც შეეხება ჩემს პოსტზე გამოხმაურებას:

შევადაროთ რა დავწერე და მერე რა დაწერა:
გამოხმაურება:
ჯერ ერთი რაც დავწერე, დავწერე წმ. წერილისეული მოწმობის საფუძველზე. და მაშინ, როცა ყოველ ნაბიჯზე საყვედურებს ისვრით, რომ თურმე ჩვენ ბიბლია არ ვიცით, არც ერთი ციტატა არ მინახავს სახარებიდან თქვენეული მსჯელობის გასამყარებლად. ეს ფაქტია და ეს ერთნ რამეზე მეტყველებთ, თავად არ სცემთ პატივს წმ. წერილს და როცა გჭირდებათ მხოლოდ მაშინ იყენებთ მას.

აბა მაშ, სად ამოიკითხეთ, რომ ქრისტეს სხეული მამა ღმერთმა გააქრო, მოიპარა.

და რადგან ოპონენტის მხრიდან მუდმივი საყვედურებია სახარებისეული ციტატების უპატივცემულობისა, მოვითხოვ არგუმენტს, პირდაპირ ცნობას სახარებიდან აღნიშნული თეორიის გასამყარებლად, ანუ იმას, თუ სად წერია ცნობა (ვფიქრობ, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა ეწეროს) იმის შესახებ, რომ ქრისტეს სხეული გადამალეს.

და თუ ამგვარი არგუმენტი, პირდაპირი მოწმობა ვერ იქნება წარმოდგენილი, ყოველგვარი საუბარი შეწყდება და ე.წ. "ჭეშმარიტება" დატოვებს აქაურობას სიცრუის ქადაგების გამო.

რაც შეეხება ვითომ არგუმენტს, დავაკვირდეთ:
სამარცხინოა და მეტი არაფერი. ასე დამახინჯება ბიბლიური თხრობისა, ასე შეურაცხყოფა... ვის შეუძლია თუ არა რასელისტებს. სამარხისაკენ მიმავალ დედებს ანგელოზი უჩვენებს ცარიელ ადგილს იმის დასადასტურებლად, რომ მაცხოვარი აღდგა. რას მეუბნებით, რომ დედებს და მოციქულებს დაუმალეს "ჭეშმარიტება", სიმართლე, რომ არ დაბრკოლებულიყვნენ? და მერე რომ გაიგებდნენ ამ "სიმართლეს"? თუ მერე მზად იქნებოდნენ? რას ხლართავთ, რაში იხლართებით. საიდან მოგაქვთ ეს ზმანება, გონებაცთომილება. კვლავ იგივეს მოვითხოვ, წარმომიდგინოთ არგუმენტი ამ ინფორმაციის დასამოწმებლად.

მოვიტან იგივე ციტატას:

”მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა” (მათე, 28, 5-6).

დედები მიდიან სამარხთან და თან გზაში ფიქრობენ, ნეტავ ვინ გადაგვიგორებს ლოდს (ეს სახარებისეული ცნობაა), რომ მივიდნენ და ემსახურონ მაცხოვრის სხეულს. მიდიან ამ ცნობიერებით. ხვდებათ მათ ანგელოზი და ეუბნება: ვიცი, რომ ჯვარცმულს ეძებთ, აქ აღარ არის, არამედ აღდგა და რომ აღდგა და აქ აღარ არის, იხილეთ ცარიელი სამარხი.

გავიხსენოთ სად ხვდება ანგელოზი დედებს:

და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.(მათე 28.2).

ანუ შესასვლელთან. და თუკი ანგელოზისთვის ის ფაქტი, რომ აღდგომის ჭეშმარიტებას ცარიელი სამარხი მოწმობს, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა, რადგან ადგილი სადაც დასვენებული იყო სხეული ცარიელი, რა მნიშვნელობა ექნებოდა, თუკი დედები ჯერ კიდევ ვერ ხედავენ სამარხის შიდა სივრცეს? რა აზრი ქონდა ამ სიტყვებს, როცა ანგელოზს მარტივად შეეძლო ეთქვა, ის აღდგა, როგორც გეუბნებოდათ, წადით და სხვებსაც უთხარით. მაგრამ ანგელოზი ითვალისწინებს რა დამადასტურებელ მოწმობას, უთითებს ცარიელ სამარხზე, რომ თქვენ მოხვედით მაცხოვრის სხეულის სანახავად, მაგრამ ის აქ არ არის, არამედ აღდგა. არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არცერთი ზედმეტი მინიშნება, არც ანგელოზის მხრიდან, არც მახარებლის მხრიდან, რომ სხეული თურმე მოიპარეს. და თუ მოიპარეს რაღა მნიშვნელობა ექნებოდა ცარიელი სამარხის ნახვას, თუ ის სხეული არ აღდგა, რა მნიშვნელობა აქვს ანგელოზის სიტყვებს. თუკი მისი სიტყვები არგუმენტი არ არის, საერთოდ რატომ წარმოითქმის? მხოლოდ იმიტომ, რომ დედები და მოციქულები მოატყუოს? და რეალურად ამ ლოგიკით მართლაც ტყუილი გამოდის. თუკი ის სხეული გადამალეს, ლოგიკურია, რომ ცარიელი სამარხი არავითარი მოწმობაა აღდგომისა. გამოდის, რომ ანგელოზს შეცდომაში შეყავს მოციქულები. ხოლო ის, რომ მახარებელი არავითარ შენიშვნას არ იძლევა ამ ამბის გადმოცემისას, თავად მახარებელს შეყავს შეცდომაში მკითხველი. საერთოდ თუ ეს მართალია რატომ დაიმალა ეს ინფორმაცია, ისეთ სისუსტეზე დაემყარა ქრისტიანობა, რომ ამ ამბის გახმაურების გამო ეჭვის ქვეშ დადგებოდა აღდგომის ჭეშმარიტება? რატომ არცერთი მახარებელი არ საუბრობს ამაზე, პირიქით ამის საწინააღმდეგოს ამბობენ. რატომ? მხოლოდ რასელია ერთადერთი სპეკალი ჭეშმარიტებისა, რომ ის ჩაწვდა ამ სიმართლეს?

სამარცხინოა.

მეორე "არგუმენტი":
ამაზე მომიგო:
ანუ შენ აღიარებ იმას, რომ მოციქულებმა, ვიდრე სული წმინდა გარდამოვიდოდა, დაიჯერეს (თქვენეული ლოგიკით), რომ სამარხში დასვენებული სხეული აღდგა? და მთელი ეს მოწმობები ამისთვის იყო, რომ მოციქულები, თურმე მათი ცოდნის გათვალისწინებით, დროებით შეცდომაში ყოფილიყვნენ?

ჰოი სიცოფევ. ასეთი დაბალი დონის აზროვნება მართლა იშვიათია. თურმე იმავე სხეულით მკვდრეთით აღდგომა ყოფილა იოლი დასაჯერებელი, ხოლო გაურკვეველი სახის სულიერი აღდგომა ძნელად სარწმუნო. იმისთვის ყოფილან მზად და ამისთვის არა. მაგრამ ქრისტე რომ მოციქულებს სულიწმინდის გარდამოსვლამდე ეცხადება? თანაც რამდენიმეჯერმე? მაშინ როგორღა დაიჯერეს? თუკი ისინი ჯერ კიდევ უმეცარნი იყვნენ და თურმე ატყუებდნენ, რომ როგორმე სულიწმინდის გარდამოსვლამდე მიეღწიათ, მანამდე როგორ ირწმუნეს ქრისტეს ე.წ. "სულიერი აღდგომა", თუ ვერ ირწმუნეს. ეხლა არ მითხრათ მაინც არ სწამდათო. თუკი მთავარი ის იყო მოციქულთა მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღდგომა დაეჯერებინათ, ხოლო იმ ჭეშმარიტებას, რომ ეს აღდგომა ე.წ. "სულიერი" იყო, მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ჩაწვდებოდნენ, მაშ უფალი არც უნდა გამოცხადებოდა მანამდე. ვერ გავიგე, თუკი სამარხთან მისულ მოციქულებს სიმართლეს უმალავს ანგელოზი, იმავე დღეს რატომ ეცხადება ის მარიამს, მერე კი სხვა მოციქულებს? რაღაც აბდა-უბდა გამოდის. ანგელოზი უფრთხილდება მოციქულთა მდარე მდგომარეობას ცოდნის მხრივ, არ უმხელს მათ სიმართლეს, რომ თურმე მამამ სხეული გადამალა, რადგან სხეული რომ ენახათ სულიერ აღდგომას ვერ დაიჯერებდნენო, და ამ დროს თავად უფალი ეცხადება მათ და მოციქულებსაც სწამთ, რომ მაცხოვარი აღდგა.
ჯერ ერთი ვერ დამიმტკიცებ, რომ ეს ეპიზოდი (ვფიქრობ ლუკა მახარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობი), თომა მოციქულთან უფლის გამოცხადებამდეა. მაგრამ აქვე არის საინტერესო ფრაზა, როდესაც უფალი მიმართავს მოციქულებს:

"შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს". (ლუკა 29.34).

რა ხორცსა და ძვლებზე საუბრობს უფალი. თავადვე ამბობს ზმანება არ ვარო, სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, მე კი მაქვსო. რაო, რას ამბობს მაცხოვარი?
სისულელეს რომ ამბობ შენ ალბათ ვერ ხვდები და მკითხველი ადვილად მიხვდება. სწორედ იმიტომ მოხდა მიწისძვრა და ანგელოზის გამოცხადება, ეს საკვირველება, რომ ამის ფონზე მცველთა მიერ გავრცელებული სიცრუე სიცრუედ წარმოჩენილიყო. მაგრამ უფრო ეფექტური ის არ იქნებოდა, არაფერი მომხდარიყო და უფალი ისე გამოცხადებოდა ყველას, ანუ საფლავი ისევე ყოფილიყო დახურული, მცველებით გარშემორტყმული, ხოლო უფალი, რომელიც სულიერად აღდგა, დანახებოდა მოციქულებს. მაგრამ გავიხსენოთ აიდან დაიწყო ეს ყოველივე.

მღვდელთმთავრები, იმ ცრუ ინფორმაციით, რომ თითქოს მოციქულები აპირებენ სხეულის მოპარვას და მერე იმის თქმას, რომ მაცხოვარი აღდგა, აყენებენ მცველებს. მაგრამ ხდება სასწაული, სამარხის კარი გაიღება და შემდეგ მაინც ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. მაგრამ მახარებელი სასწაულს ურთავს იმის დასადასტურებლად, რომ სამარხის კარი არ გადაუგორებიათ მოციქულებს, არამედ ის სასწაულებრივად გაიღო, რომ სხეული არავისაც არ მოუპარავს, არამედ ის აღდგა. მაშ რატომ არცერთი სიტყვა არ თქვა მახარებელმა, რომ სხეული მართლაც მოპიარეს, მაგრამ არა მოციქულებმა, არამედ მამა ღმერთმა.

გამაგებინეთ ხახლო, რატომ არ არის ეს ინფორმაცია სახარებაში, რატომ?
და ბოლოს. ყველაზე აშკარა და უნათლესი მოწმობა მაცხოვრის სხეულის აღდგომისა, იმ სხეულისა, რითაც ის ცხოვრობდა აღდგომამდე, ჯვარცმამდე:

"მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც" (იოანე 2, 18-22)

და თქვენა რისი, ან ვისი გწამთ? კი ვიცი ვისიც გწამთ.

დავიწყებ იქიდან რომ მთელი არგუმენტაცია დაამყარე სიცრუეზე! მე არ მითქვია მოიპარეს სხეული ან გადამალესო. მე ვთქვი მამა ღმერთმა _ გააქრო_ სიტყვა გაქრობა ალბათ იცი რასაც ნიშნავს. ღმერთმა ქრისტეს ხორციელი სხეული ჩაანაცვლა სულიერი სხეულით და არც შენი საქმეა და არც ჩემი , რა გააკეთა ღმერთმა ! წმინდა წერილი მე მასწავლის რომ ქრისტემ თავისი სხეული გაიღო ჩვენთვის, პური რომელსაც ქვეყნიერებისთვის გავცემ , ამ სიტყვებში ეს იგულისხმა და კიდევ მიგითითე იოანეს სახარების მეექვსე თავიდან რომ თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვავთ კაცის ძის სისხლს არ გექნებათო საუკუნო სიცოცხლე! ამაზე ხმა ვერ ამოიღე და ვერც კი გაბედე რაიმეს დაწერა! ეხლა რაც შეეხება ზემოთ _ როცა უფალი პურს გატეხავს მოწაფეებთან ეს მოვლენა წინ უსწრებს თომა მოციქულთან შეხვედრას და სირცხვილი შენ ამ უვიცობისთვის! ხოლო როცა უფალი მოწაფეებს ეცხადება და უჩვენებს ხელებსა დაფეხებს და ეუბნება რომ ეს მისი ხორცი და ძვლებია ეს სწორედაც რომ ის მომენტია როცა თომაც იქვეა და აფსოლიტურად იდენტურია ეს ორი შემთხვევა! რაც შეეხება შენს ბოლო მოწმობას რომ ვითომცდა იოანეს 2:19 _ 21 საუბარია სწორედ იმ სხეულის აღდგომაზე რომელიც უნდა მოკვდეს! აქ უკვე აშკარად იმხილე საკუთარი თავი რადგან ეს მონაკვეთი კარგა ხანია ავხსენი და თუ სათქმელი გქონდა რომ ვცდებოდი დაგეწერა ბატონო! blink.gif არადა საუბარია სხეულზე და არა ხორცზე! და სწორედაც რომ სხეული აღადგინა უფალმა ოღონდ სულიერი და ეს განასახიერებდა სწორედ ხელითუქმნელ ტაძარს რომლის აშენებაც აღდგენაც დაიწყო თავად მაცხოვრის აღდგომით რადგან ქვაკუთხედს სწორედ უფალი წარმოადგენს და კიდევ ისიც კი არ იცი რომ ლოდი რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს ქვაკუთხედად იქცაო და ამაში სწორედ მაცხოვრის აღდგომა იგულისხმება! ესეც კი არ გესმის და როგორ გელაპარაკო სულიერ ტაძარზე რომელიც ჭეშმარიტად აღადგინა უფალმა? ძალიან მრავალი ადგილი ამოწმებს სახარებისა რომ თურმე ხელითუქმნელზე საუბრობდა უფალი ! და კიდევ ბოლოს 1 კორინთელთა 15:45 სწორედაც რომ აქ კარგად ეხება და მიესადაგება ეს მუხლი აღნიშნულ საკითხს რაზეც პოლემიკა მიდის და შენ კიდე დამაბრალე აქეთ იქით დახტიხარო, მე კი არ დავხტივარ შენ არ გესმის აღნიშნული მონაკვეთი და მაპატიე ეს უვიცობაა სწორედაც! ბოდიში ჩემი ყოველი სიტყვა მიიღე მეგობრულად და საწყენად ნუ მიიღებ ნურაფერს დავით! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   როგორი სხეულით აღდგა იესო?   May 1 2013, 06:40 PM
afxazi   Otherguy როდესაც მამებს...   May 1 2013, 06:56 PM
Otherguy   afxazi წმ. ევტიქის და წ...   May 1 2013, 07:03 PM
აკაკი   გირგოლ ნოსელს ხომ ...   May 1 2013, 07:39 PM
Otherguy   აკაკი არადა იესო დ...   May 1 2013, 07:51 PM
აკაკი   ვის როგორ ესმის ტე...   May 1 2013, 08:32 PM
A.V.M   Otherguy ეგ მოსაზრებაც ...   May 1 2013, 08:39 PM
esre ars cheshmariteba   ხორციელი სხეული ქრ...   May 2 2013, 12:15 AM
Otherguy   esre ars cheshmariteba და თომას რ...   May 2 2013, 08:12 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba და თომას ...   May 3 2013, 05:53 PM
■გიორგი■   [b]ხორციელი სხეული ...   May 3 2013, 01:33 AM
afxazi   ■გიორგი■ ამაზე არ...   May 3 2013, 10:42 AM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ ამაზე არ...   May 3 2013, 05:35 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ამ აბდა უ...   May 3 2013, 08:39 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ამ აბდა უბ...   May 3 2013, 08:56 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ე.ი. დღევა...   May 3 2013, 09:07 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ე.ი. დღევა...   May 3 2013, 09:25 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D თუ უკ...   May 3 2013, 09:41 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D თუ უკვ...   May 3 2013, 10:00 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba facepalm   May 3 2013, 09:50 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მაშინ ერ...   May 3 2013, 10:17 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მაშინ ერთ...   May 3 2013, 11:27 PM
Otherguy   afxazi შეურაწჰყოფა რა ...   May 3 2013, 10:19 PM
afxazi   Otherguy იგივე სხეული რ...   May 3 2013, 10:31 PM
Otherguy   [b]Otherguy აკრძალულ ნაყო...   May 3 2013, 10:40 PM
esre ars cheshmariteba   შოკში ვარ... მართლა.....   May 3 2013, 11:40 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ ...   May 3 2013, 11:48 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ...   May 3 2013, 11:51 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხო მაგრამ...   May 4 2013, 01:27 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba შეგიძლია ...   May 4 2013, 01:53 PM
აკაკი   ნაყოფი, რომლის ჭამ...   May 4 2013, 02:44 PM
Otherguy   ნაყოფი, რომლის ჭამ...   May 4 2013, 03:11 PM
■გიორგი■   [b]Otherguy როდესაც მამებ...   May 4 2013, 02:49 PM
აკაკი   Otherguy უფალს ხომ არ უთ...   May 4 2013, 04:50 PM
Otherguy   Otherguy სიკვდილი მარად...   May 4 2013, 11:02 PM
esre ars cheshmariteba   გიორგის ვეთანხმებ...   May 4 2013, 10:12 PM
აკაკი   Otherguy სიკვდილთან ერთ...   May 5 2013, 05:42 AM
esre ars cheshmariteba   ბატონმა დავითმა კი...   May 6 2013, 10:05 AM
Otherguy   ბატონმა დავითმა კ...   May 6 2013, 10:41 AM
esre ars cheshmariteba   მაგაზე 2 საუკუნე და...   May 6 2013, 10:57 AM
აკაკი   ხელი რომ დაგეჭრება...   May 6 2013, 01:11 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba კარგად მო...   May 6 2013, 08:33 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba კარგად მო...   May 6 2013, 10:55 PM
toka@   ჰა რა გადაწყდა ახლ...   May 6 2013, 08:55 PM
■გიორგი■   [b]ხოდა ფაქტი სახეზ...   May 8 2013, 02:36 AM
afxazi   ■გიორგი■ გაქრი :D :...   May 8 2013, 10:39 AM
■გიორგი■   რაც შეეხება "ორი ...   May 8 2013, 12:08 PM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ გაქრი :D :D ...   May 8 2013, 10:11 PM
toka@   afxazi ამიტო მიყვარხარ...   May 8 2013, 11:02 AM
afxazi   ■გიორგი■ შენთანა...   May 8 2013, 12:41 PM
■გიორგი■   მაგალითად შიმშილი...   May 8 2013, 04:12 PM
afxazi   ■გიორგი■ რას გავა...   May 8 2013, 04:34 PM
esre ars cheshmariteba   ადამინს არ აქვს სუ...   May 8 2013, 10:31 PM
toka@   წადიიი :D :D გადიი :D :D ...   May 8 2013, 10:34 PM
A.V.M   toka@ და მალიშს ჭამს კ...   May 9 2013, 12:32 AM
■გიორგი■   მიდი აბა გვითხარი ...   May 9 2013, 03:40 AM
afxazi   ■გიორგი■ შენგან ა...   May 9 2013, 11:52 AM
■გიორგი■   afxazi ისევ აბსურდულს ...   May 9 2013, 03:36 PM
afxazi   ■გიორგი■ მე ვთქვი...   May 9 2013, 04:09 PM
esre ars cheshmariteba   ■გიორგი■ მე ვთქვი, ...   May 9 2013, 09:52 PM
G_saxva   გიორგი ამას მგონი ...   May 10 2013, 09:38 AM
აკაკი   ვფიქრობ, მაშინ მივ...   May 9 2013, 04:14 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ მე ვთქვ...   May 9 2013, 04:24 PM
afxazi   ■გიორგი■ ვერ არის...   May 9 2013, 04:44 PM
esre ars cheshmariteba   [b]■გიორგი■ ვერ არი...   May 9 2013, 10:19 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ვერ არი...   May 9 2013, 06:49 PM
A.V.M   ბანი გინდა? facepalm   May 9 2013, 11:21 PM
toka@   esre ars cheshmariteba შენ ბიბლი...   May 10 2013, 09:50 AM
A.V.M   toka@ ლარიან მაღაზიაშ...   May 10 2013, 11:49 AM
afxazi   A.V.M G_saxva toka@ მშვიდად, მშ...   May 10 2013, 04:38 PM
esre ars cheshmariteba   A.V.M G_saxva toka@ მშვიდად, მ...   May 10 2013, 10:08 PM
აკაკი   "... ქრისტემ ადამია...   May 10 2013, 09:00 PM
afxazi   esre ars cheshmariteba პატივს ვ...   May 10 2013, 10:12 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba პატივს ვს...   May 11 2013, 11:52 PM
toka@   esre ars cheshmariteba გათუთქვა ...   May 10 2013, 10:18 PM
A.V.M   toka@ სულ როგორ მაიმუნ...   May 11 2013, 01:07 AM
Otherguy   afxazi საერთოდ რა არის ...   May 11 2013, 03:25 PM
■გიორგი■   afxazi ეცადე გააანალი...   May 12 2013, 01:30 AM
afxazi   esre ars cheshmariteba ამდენი ხა...   May 12 2013, 02:53 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba ამდენი ხ...   May 12 2013, 08:24 PM
esre ars cheshmariteba   ძალიან მიჭირს სიტყ...   May 12 2013, 08:51 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ნუ გასაგე...   May 12 2013, 09:17 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ნუ გასაგე...   May 12 2013, 09:38 PM
A.V.M   ბიბლიური დასტური რ...   May 12 2013, 09:34 PM
A.V.M   გაქრობა დაგვანახე...   May 12 2013, 09:39 PM
esre ars cheshmariteba   თვალსა და ხელს შუა ...   May 12 2013, 10:09 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:18 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:26 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D :D მე შ...   May 12 2013, 10:37 PM
A.V.M   ხო რა ... დაგვიწერე ბ...   May 12 2013, 10:25 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ამაღლება ...   May 12 2013, 10:27 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ?   May 12 2013, 10:32 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მე ვთქვი, ...   May 12 2013, 10:39 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მე ვთქვი, ...   May 12 2013, 10:43 PM
G_saxva   ვითხოვთ ამის დასტ...   May 13 2013, 09:55 AM
esre ars cheshmariteba   ვითხოვთ ამის დასტ...   May 13 2013, 09:46 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რად უნდა ...   May 12 2013, 10:51 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რად უნდა ა...   May 12 2013, 11:00 PM
toka@   esre ars cheshmariteba დედა შვილ...   May 13 2013, 12:17 AM
A.V.M   საძმო მოვრჩით მგონ...   May 13 2013, 09:52 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 10:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი