![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
სულ მეგონა, რომ ქრისტიანული აზრი ზოგადად იყო ის, რომ იესო განსხვავებული, სულიერი სხეულით აღდგა.
მაგრამ ახლახანს ვკითხულობდი მეცნიერულ სტატიას, სადაც განხილული ხატმებრძოლეთა არგუმენტები და ძველი ეკლესიის მამების მიდგომა. როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ საკითხზე სულ ეკლესიაში. ორიგენე ალექსანდრიელისგან დაიწყო "განსხვავებული, სულიერი სხეული"-ს აღქმა. თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელიც აჩვენებს ანტიოქიური სკოლის მიდგომას, ამბობს, რომ სულიერი სხეულით არ აღდგა იესო, მაგრამ მაინც განსხვავებული ხორცით აღდგა, უკვდავი ხორცით. VI საუკუნეში, როცა წმ. იუსტინიანე დიდს აბრალებდნენ დოკეტიზმს, პატრიარქი წმ. ევტიქე ამბობდა, რომ განსხვავებული ხორცით აღდგა ქრისტე. მაგრამ პაპი, წმ. გრიგოლ დიალოღოსი წმ. ევტიქის მაგ ფრაზას ერესად აღიქვამს და ციტირებს წმ. კირილესა და წმ. იოანე ოქროპირს რათა დაამტკიცოს ის, რომ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური სხეულით აღდგა. როგორია დღევანდელი ეკლესიის აზრი? დაიგმო თუ არა საბოლოოდ "განსხვავებული სხეულით აღდგომა"? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
ძალიან მიჭირს სიტყვებით გადმოცემა იმისა რასაც ვფიქრობ , ეს ჩემი მინუსია! ყოველთვის მიყვარს პირდაპირობა და უშუალოდ ძირითად აზრზე ფიქრი! რასაც დავითი ამტკიცებს ამაზე ბევრი მაქ ნაფიქრი_ ანუ თუ სხეული არ აღდგა , მაშ რანაირად არის ეს უფლის ჭეშმარიტი აღდგომა? მაგრამ როცა მთავარი არსი და დედაბოძი გესმის წმინდა წერილისა, რომ ქრისტე არარსში გავიდა და ის ნამდვილად მკვდარი და უმოქმედო იყო, უკვე ადვილად ხვდები რომ აღდგომა ეხება სუბიექტს და არა ხორცს! აქვე ძალიან ძნელად ვუშვებ ჩემს გონებაში ერთ რამეს_ თუ რასელი მართალია და მე ვფიქრობ რომ ეს ასეა! მაშინ ძე ღმერთმა არარსებობის მდგომარეობა ორჯერ განიცადა 1) უშუალოდ მაშინ როცა მარიამი სულიწმიდისგან აღმოჩნდა დაორსულებული და 2) როცა იესო ჯვარზე მოკვდა. ამის დაშვება ცოტა ძნელია , მაგრამ წმინდა წერილი უბრალოდ გამოსავალს არ ტოვებს , რადგან ეს სწორედ ასეა!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი