დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
May 16 2013, 04:09 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
■გიორგი■
ზოგჯერ მგონია, რომ შენი ნიკის უკან აბსოლუტურად გაუცნობეირებელი ადამიანი დგას, ზოგჯერ საპირისპირო განწყობას ტოვებ. ჯერ ხომ შეკითხვაა საერთოდ ჩამოუყალიბებელი, ადამიანი რომ ვერ მიხვდება რა გაინტერესებს. მეორეც, ცნება - ღმერთი ზედროული არსია, ეს იმდენად ლოგიკურია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანს (ვგულისხმობ რელიგიური ცნობიერების მქონეს) არც უნდა გაუჩნდეს შეკითხვა ღმერთი ზედროული არსია თუ არა. კვლავ ვიმეორებ, არ ვიცი რას გულისხმობ იმაში, რომ ამ შეხედულებას აკრიტიკებ, კარგი იქნებოდა რომ განგემარტა. რაღაც ჩვევად იქცა მართლმადიდებელ მამათა გაკრიტიკება, მაშინ როცა სახელიც კი არ იციან ამა თუ იმ მამისა, არათუ მისი რომელიმე ნაშრომი აქვთ წაკითხული. ამიტომ კეთილი ინებე სათანადოდ განმარტე რა გაინტერესებს. მერე კი შესაძლებელია საუბარი (მაგრამ რაც გვერდით თემაში დაატრიალეთ, მეეჭვება ნორმალური საუბარი შედგეს). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
■გიორგი■ |
May 16 2013, 08:02 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ ჯერ ხომ შეკითხვაა საერთოდ ჩამოუყალიბებელი, ადამიანი რომ ვერ მიხვდება რა გაინტერესებს. ამიტომ კეთილი ინებე სათანადოდ განმარტე რა გაინტერესებს. მერე კი შესაძლებელია საუბარი afxazi საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა იოანე დამასკელმა რაც შენც გწამს? შენც ხო გგონია რომ ღმერთი დროის მიღმაა? რის საფუძველზე გგონია მასე? შეგიძლია ამიხსნა? იქნებ მეც მასე მეგონოს ისე კარგად ჩამოაყალიბო. გისმენ.... -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი