დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 17 2013, 02:44 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ ვინც დროს ემორჩილება ის ქმნილებაა. და თუკი ღმერთი ზედროული არსი არ არის ის ქმნილება გამოდის. აბა ვერ გავიგე რას ნიშნავს ღმერთი ზედროული არ არის. იზრდება, ასაკი ემატება თუ რა ხდება? afxazi მე არ მითქვამს ღმერთი დროს ემორჩილება მეთქი. საერთოდ არასწორი ხედვაა რანაირადაც უდგები საკითხს და გეტყვი ჩემ აზრს რატომაც ვამბობ რომ არასწორი ხედვაა. აი მაგალითად, შენ მე არ მემორჩილები და არც მე არ გემორჩილები შენ. ხომ ასეა? მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ის, რომ ღმერთი დროს არ ემორჩილება და არ ეთაყვანება, არ ნიშნავს რომ დრო გაქრა, არ არსებობს მისთვის ან მსგავსი რამ. საფუძვლიანი საყრდენი არაა ეგ რასაც შენ ამბობ. გასაგებია, რომ ღმერთზე დრო არ მოქმედებს და ამას იმიტომ ვამბობთ ასე, რომ ის არ ბერდება, არ კვდება და შეუძლია მომავალი დაინახოს, თუნდაც წარსული. ამ ყველაფრის მიუხედავად, დრო მაინც არსებობს. როცა ამბობ რომ ღმერთი დროს მიღმიერია და ეს მართლა ასე გგონია, უნდა შეგეძლოს ამის ლოგიკურად ახსნა და ამასთან ერთად, ბიბლიასთან შეთანხმება. ბიბლიის თანახმად, დრო მარადიულია. საპირისპიროს დამტკიცება ან თეორიის სახით მაინც ჩამოყალიბება თუ შეგიძლია, სიამოვნებით მოგისმენდი. ციტატა ხო კიდე არ გინდა ეს ვითომ მაგრობა. რა შუაშია საერთოდ მაგრობა. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? გადადე გვერდით ეგ რაღაცეები. უბრალოდ ვიმსჯელოთ მე და შენ. ძალიან მაინტერესებს რატომ გგონიათ რომ ღმერთი დროის მიღმაა. შენ თუ ვერ ან არ გსურს ჩამოაყალიბო რატომ გგონია მასე, იქნებ ვინმე სხვამ ჩამოაყალიბოს რატომ, რის საფუძველზე გგონიათ მასე. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი