დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
May 17 2013, 10:21 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
■გიორგი■
ციტატა აი მაგალითად, შენ მე არ მემორჩილები და არც მე არ გემორჩილები შენ. ხომ ასეა? მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ ოპონენტად აღგიქვა ხოლმე, მაგრამ ისეთი "არგუმენტები" მოგაქვს ხოლმე რომ უკიდურესად მიჭირს სერიოზული მსჯელობა. საერთოდ რა შუაში იყო ეს ფრაზა ვერ გავიგე. ციტატა ის, რომ ღმერთი დროს არ ემორჩილება და არ ეთაყვანება, არ ნიშნავს რომ დრო გაქრა, არ არსებობს მისთვის ან მსგავსი რამ. სადმე დავწერე დრო არ არსებობს, ან გაქრა თქო? ციტატა გასაგებია, რომ ღმერთზე დრო არ მოქმედებს და ამას იმიტომ ვამბობთ ასე, რომ ის არ ბერდება, არ კვდება და შეუძლია მომავალი დაინახოს, თუნდაც წარსული. და რას ნიშნავს სხვას ზედროულობა. თუკი დროის მიმდინარეობას არ ემორჩილები, თუკი ასაკი არ გემატება, თუკი მარადიულად უცვალებელი ხარ, დაუსაბამო, დაუსრულებელი... აბა სხვას რას ნიშნავს დროის მიღმიერება? ციტატა ამ ყველაფრის მიუხედავად, დრო მაინც არსებობს. კვლავ ვიმეორებ, მე მგონი ამაზე არ ვმსჯელობთ. თუკი შენ ეს საკითხი გაინტერესებს, მაშინ ამაზე ვისაუბროთ. ამიტომ გთხოვე, რომ პირველივე პოსტში გამოგეკვეთა ის, თუ რეალურად რა გაინტერესებდა. აქცენტი ერთ საკითხზე დასვი, ეხლა კი სრულიად სხვა რამეზე აკეთებ კომენტარებს. არავინ არ ამბობს, რომ დრო არ არსებობს (სულელი უნდა ვიყო ეს ვამტკიცო), მაგრამ ვამბობთ იმას, რომ დრო ეს არის მატერიალური მოვლენა (თუმცა ეს ტერმინი ფართო ცნებაა და სავსებით შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ვიწრო გაგება არ ქონდეს) და აღნიშნავს ჟამთა მონაცვლეობას. ამიტომ ყოვლადსრული არსის დროის ჩარჩოებში განსაზღვრა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი როგორც ქმნილება ამგვარად წარმოვაჩინოთ. დრო არსებობს იქიდან, როდესაც რაღაცა იწყებს არსებობას. და თუკი არაფერი არსებობს, დროის ცნებას რა აზრი აქვს. ციტატა ბიბლიის თანახმად, დრო მარადიულია. კარგი იქნებოდა ციტატით გაგემყარებინა ეს აზრი. გვაჩვენე სად წერია ეს ფრაზა, ოღონდ კონკრეტულად, ზოგადი ფრაზები არ მიიღება. აი მე კი საპირისპიროს ციტატით გავამყარებ. პავლე მოციქული აშკარად ამბობს, რომ დრო ეს ქმნილებაა: "ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1.2). და საერთოდ რას გულისხმობ ტერმინ დროში? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი