დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 17 2013, 12:32 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
afxazi
ნაცვლდ იმისა რომ კითხვებზე პასუხები გამცე, აქეთ მისვამ კითხვებს. ეს ნიშნავს, რომ შენ შეხედულებებს ლოგიკური არგუმენტებითა და წმინდა წერილის დახმარებით ვერ ასაბუთებ. ღმერთს და დროს აცალკევებ ერთმანეთისგან, მაგრამ უსაფუძვლოდ! ღმერთი არაა მატერიალური და არც დრო. ამიტომ მათი განცალკევებისთვის საფუძვლიანი არგუმენტი უნდა გქონდეს. იქ სადაც ღმერთია, იქაა დროც. ღვთის არსებობა დროშია და ვერ გააცალკევებ ერთმანეთისგან. ის ფაქტი, რომ ღმერთი არ ბერდება, არ ნიშნავს რომ მისთვის დრო არ არსებობს. ეგ არაა არგუმენტი. ერთადერთი, რაც შენ არგუმენტად მოიყვანე, ებრ. 1:2-ე მუხლი იყო, რაც სრულიად სხვა რამეზე მიუთითებს სინამდვილეში! ებრ. 1:2-ში წერია: "შექმნა ქვეყნიერებანი" (მეფე იაკობის თარგმანი: "made the worlds"; King James Translation). ბერძნ: ὃν ἔθηκεν κληρονόμον πάντων, δι' οὗ καὶ ἐποίησεν τοὺς αἰῶνας: KJV_Strongs(i) 2 G2980 Hath G1909 in G5130 these G2078 last G2250 days G2980 spoken [G5656] G2254 unto us G1722 by G5207 his Son G3739 , whom G5087 he hath appointed [G5656] G2818 heir G3956 of all things G1223 , by G3739 whom G2532 also G4160 he made [G5656] G165 the worlds; Webster_Strongs(i) 2 G2980 0 Hath G1909 in G5130 these G2078 last G2250 days G2980 [G5656] spoken G2254 to us G1722 by G5207 his Son G3739 , whom G5087 [G5656] he hath appointed G2818 heir G3956 of all things G1223 , by G3739 whom G2532 also G4160 [G5656] he made G165 the worlds; მოციქულს რომ სდომოდა დროის შექმნა აღენიშნა, დაწერდა ბერძნულ სიტყვას "ქრონოუ" (დრო!). იხ. მაგალითად საქ. 1:7. ეს იმას ნიშნავს, რომ მუხლი (ებრ. 1:2), რომელიც შენი შეხედულების მხარდასაჭერად გამოიყენე, არ გულისხმობს იმას რაც შენ გეგონა. ის გულიხმობს წყობას, ამა თუ იმ ეპოქაში მიმდინარე მოვლენებს და არა თვითონ დროს. ბიბლიის თანახმად, ღმერთი მარადიულია. ზემოთ აღვნიშნე და რადგან მკითხე, განვავრცობ: ღმერთი რომ მარადიულად არსებობს, ნიშნავს რომ დროის თანახმად, ღმერთი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს; არ იყო ისეთი დრო, როცა ღმერთი არ არსებობდა. დრო და ღმერთი ყოველთვის არსებობდა. იქ სადაც მოქმედება და აზროვნებაა, იქ დროა. ღმერთი ყოველთვის აზროვნებდა და შესაბამისად დროც ყოველთვის იყო. მატერიალური სამყარო არ განაპირობებს დროის არსებობას. მატერიალური სამყარო დროის იმ განზომილების არსებობას განაპირობებს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და როგორადაც დროს აღვიქვამთ. მატერიალური სამყარო აგრეთვე დროის იმ განზომილებას გვთავაზობს, რომელიც ადამიანმა გარკვეულწილად გაიაზრა და აღიქვა. ამიტომ, დროისა და ღვთის ერთმანეთისგან გამოცალკევება შეუძლებელია და ამავ დროს არასწორიც. არ უნდა გსურდეს და არ უნდა იყო იმით მოწადინებული, რომ დროისგან ღვთი გამოაცალკეო. ამიტომ მაინტერესებს, და გკითხე კიდეც, რა არის იმის მიზეზი რომ დრო განაყენოთ ღვთისგან?! რა გაიძულებთ (ან აღგძრავთ) მასეთი დამოკიდებულება რომ გქონდეთ დროისა და ღვთის მიმართ? რატომ გგონია რომ ღმერთს რაიმეთი აკნინებს ის ფაქტი, რომ ის სულ არსებობს დროსთან ერთად? დრო არაა ცოცხალი ან მკვდარი არსება. ან ნივთი ან პიროვნება რომ მისი არსებობა ღმერთს რაიმენაირად ამცირებდეს. დრო აბსტრაქტული ცნებაა. ამიტომ როცა ამბობთ, ღმერთი დროის მიღმაა, ეგ მცდარი შეხედულებაა. დრო არაა ფიზიკური არსება, რომ შეეხო ან სულიერი არსება რომ მის მიღმა რაღაც მოიაზრო. მომიყვანე საფუძვლიანი მიზეზები, რატომ გგონია რომ ღმერთი დროის მიღმა უნდა მოიაზრებოდეს? მოიყვანე ლოგიკური მსჯელობა და წმინდა წერილიდან მხარდამჭერი მუხლები რის გამოც მასე უნდა მეგონოს მეც, როგორც შენ გგონია. მხოლოდ ის, რომ შენ მასე გგონია, საკმარისია იმისთვის რომ მეც მასე მეგონოს? რა თქმა უნდა არა! -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი