დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
May 17 2013, 01:59 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
■გიორგი■
ციტატა ღმერთი არაა მატერიალური და არც დრო. კონკრეტული ციტატა დაიდოს ბიბლიიდან, სადაც წერია, რომ დრო არ არის მატერიალური მოვლენა, არ მინდა არავითარი მსჯელობა, კონკრეტული ციტატა. სხვაზე არაფერზე გამოგეხმაურები, მხოლოდ კვლავ მოვითხოვ განმარტო სათანადოდ და ნუ ცდილობ ვითომცდა მსჯელობით იმ ფონის შექმნას, რომ აზრიანად წერ. ციტატა დრო აბსტრაქტული ცნებაა. ესა თუ ის აბსტრაქტული ცნება რაღაცით ხასიათდება. ამ შემთხვევაში განმარტე დრო რით ხასიათდება? შენ თუ რაღაც გეზმანა არ ვიცი, მაგრამ საზოგადოდ მიღებულია, რომ ცნება "დრო" აღნიშნავს "მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმას, რომელიც მოვლენების კანონზომერი მონაცვლეობით გამოიხატება" (http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D). ამიტომ რაზე დაყრდნობით აცხადებ, რომ ცნება დრო, ეს აბსტრაქტული ცნება (რაზეც არ ამბობ, თუ რის ხასიათდება ის), არის რაღაც მარადიული (ჯერ ტერმინი "დრო" აბსოლუტურად შეუსაბამოა ტერმინ "მარადიულთან") და მუდმივად არსებობდა ღმერთთან ერთად, რომ ღმერთს ამ მარადიულ დროში უწევს მყოფობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი