დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#301
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 17 2013, 03:13 PM
პოსტი
#302
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ კონკრეტული ციტატა დაიდოს ბიბლიიდან, სადაც წერია, რომ დრო არ არის მატერიალური მოვლენა, არ მინდა არავითარი მსჯელობა, კონკრეტული ციტატა. სხვაზე არაფერზე გამოგეხმაურები, afxazi პატარა ბავშვები ხომ არ ვართ ერთმანეთს ვწეროთ მსგავსი რაღაცეები. არსად მომითხოვია შენგან, ბიბლიიდან დამიდე მუხლი, სადაც წერია, რომ დრო არის მატერიალური მოვლენა. მოგთხოვე? ან რომ მოგთხოვო დამიდებ? მიდი აბა დამიდე! ეგ არაა მსჯელობა აფხაზ და არგუმენტაცია, რასაც შენ ეხლა აკეთებ. მეც ამოვიჩემო და მოგეწო მასე როგორც შენ მწერ? აჰა ბატონო მოგწერ და დამიდე მუხლი. აი მოვითხოვ შენგან ამას: "კონკრეტული ციტატა დაიდოს ბიბლიიდან, სადაც წერია, რომ დრო არის მატერიალური მოვლენა, არ მინდა არავითარი მსჯელობა, კონკრეტული ციტატა! სხვაზე არაფერზე გამოგეხმაურები". მოგწონს?! ეგ არაა მსჯელობა. მე აქ უაზროდ კამათისთვის არ ვარ შემოსული. მინდა დამარწმუნო შენი ლოგიკით, ბიბლიით და რითაც გსურს იმით, რომ ღმერთი დროის მიღმაა, და რომ დროში არ მოქმედებს, რომ დრო მისგან განცალკევებულად უნდა მოიაზრებოდეს. ვერ მარწმუნებ ხომ ხედავ. არადა მინდა ყველა ის საფუძველი გამიზიარო, რის გამოც გგონია, რომ ღმერთი დროის მიღმაა. ვერ აყალიბებს საფუძვლიანად და ლოგიკურად. ამიტომ იძულებული ვარ რაც დააციტირე, იმაზე გავაკეთო კომენტარი. ეგ, რაც შენ დააციტირე, არის ერთერთი თეორია. მაგის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, არაფერს ცვლის, იმიტომ რომ დროის შესახებ ეგ განმარტება ამბობს რომ დრო "ერთერთ ფორმას წარმოადგენს რითაც მოვლენების კანონზომიერება გამიხატებაო". თუნდაც მასეც განვამრტოთ, რა მერე? ეგ განმარტება არ ამბობს დროს დასაწყისი ჰქონდაო და დრო ღვთისგან განყენებულად უნდა მოიაზრებოდესო. ვერ ვერანაირ ლოგიკურ ახსნას იძლევა ღმერთთან მიმართებაში. შენ ვერ მიპასუხე რიგ კითხვებზე. აქეთ მეკითხები რაღაცეებს. ანუ ვერ აყალიბებ შენი შეხედულების საფუძვლიანობას და სანდოობას. ამიტომ ზემოთ დასმული კითხვები პასუხგასაცემი გაქვს. ვერც ლოგიკით, ვერც ბიბლიის მუხლებით ვერ ჩამოაყალიბე რატომ გგონია რომ ღმერთი და დრო გამოცალკევებულია. ++++++++++++++++++ MIRDAT მატერიალურს შეეხები, დროს ვერ ეხები. მგონი არაა რთული მისახვედრი რომ ეგ რაც აფხაზმა დადო, მაგის მსგავსი არაერთი თეორია არსებობს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ დროს დასაბამი აქვს; არც იმას ნიშნავს რომ დღეს არსებული თეორიებით დროის ნამდვილ არსს წვდება ადმაიანი. დრო ისევე დაუსაბამოა, როგორც ღმერთი. წაიკითხე წინა პოსტები. შენ როგორც ჩანს ამ საკითხით დაინტერესბული და თან გარკვეულიც ხარ. იქნებ მითხრა, რომელი შეიქმნა პირველად, ღვთის ანგელოზები თუ მატერიალური სამყარო? მარტივი კითხვაა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი