დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 17 2013, 03:52 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
დრო როგორ არის დაუსაბამო? როგორ და ზუსტად ისე, როგორც მარადიულობაა უსასრულო. ციტატა როცა არაფერი არ არსებობს არც დრო არ არსებობს არა? არა. იმიტომ რომ როცა არაფერი არსებობს, ღმერთი არსებობს, რომელიც აზროვნებს. სადაც აზროვნებაა, იქ დროა. ხოლო როცა ღვთის გარდა არაფერი არსებობს, ეს ნიშნავს რომ ღმერთი მაინც არსებობს და მისი არსებობა უწყვეტია დროში. ციტატა როგორც კი რაიმე შეიქმენბა დროც გაჩნდება ანუ დროს დასაბამი ექნება. ელემენტარული ამბავია მე თუ მკითხავ. დროის არსებობას ღვთის გარდა სხვა ვინმეს ან რაიმეს არსებობა არ განაპირობებს. ამ კითხვაზე მაინც არ მიპასუხეთ არავინ: ციტატა შენ როგორც ჩანს ამ საკითხით დაინტერესბული და თან გარკვეულიც ხარ. იქნებ მითხრა, რომელი შეიქმნა პირველად, ღვთის ანგელოზები თუ მატერიალური სამყარო? მარტივი კითხვაა. თქვენ ერთი რამ მინდა გაიგოთ, რომ არაა აქ საჭირო თეორიების დამტკიცებაზე კამათი. გამიზიარეთ მხოლოდ ის საფუძვლები, რის გამოც დაჯერეთ რომ ღმერთი დროის მიღმაა. საიდან ეს იდეა იოანე დამასკელს? საიდან? რის საფუძველზე დაასკვნა ასეთი რამ? თანამედროვე დროში მცხოვრებ მეცნიერებს ათასნაირი შეხედულებები აქვთ და არაერთი თეორია შეიმუშავეს დროის რაობაზე. მაგრამ იოანე დამასკელი ხომ დროის მიღმიერობას რელიგიურ მოსაზრებებზე აგებდა? ხოდა რატომ? რის საფუძველზე? რას ეფუძნებოდა მისი ამგვარი შეხედულებები? ამიხსენით, გამიზიარეთ. თემაც სწორედ ამით დავიწყე.... -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი