დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 17 2013, 04:26 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
ციტატა საიდან ამბობ ან ამტიკცებ თუ ღმერთი აზროვნებს იქ დრო არისო? როცა ყველაფერი მარადიულია მაშინ დრო აზრს და მნიშვნელობას კარგავს ანუ დრო თუ აზრს და მნიშვნელობას დაკარგავს გამოდის ის არ არსებობს ანუ არ მოქმედებს. დროს ხომ სამი განზომილება აქვს წარსული აწმყო და მომავალი, მას რასაც წარსული აქვს და მომავალი გააჩნია დასაწყისი და დასასრული, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ვერ იარსებს. თუ წარსული არ გაქვს აწმყო და მომავალი არ გექნება თუ მომავალი არ გაქ აწმყოც არ გქონია. G_saxvaლოგიკური მსჯელობიდან. თუნდაც შენივე მსჯელობიდან რაც აქ დაწერე. აი წარმოიდგინა რომ შენ გახდი უკვდავი. ეს ნიშნავს რომ შენ უსასრულოდ იარსებებ, მაგრამ არ ნიშნავს რომ დრო შეიცვალა და გადასხვაფერდა. იმის და მიუხედავად რა როდის შეიქმნა, მატერიალური ანდა სულიერი სამყარო, დრო მაინც არსებობდა და არსებობს. სულ რომ მოისპოს ყველაფერი, დრო არ ჩერდება. სანამ რაიმე შეიქმნებოდა, დრო მოედინობოდა წარსული უსასრულობიდან და მიედინება მომავალი უსასრულობისაკენ. ამ უსასრულობასთან ერთად არსებობს ღმერთიც. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს შენ, მე ან აფხაზი და სხვები რას ვაკეთებთ, რას ვფიქრობთ, ცოცხლები ვართ თუ მკვდრები. დრო მაინც არსებობს და ასე იყო ყოველთვის. ღმერთი დაუსაბამოა, ამაში ერთი აზრის ვართ, იმიტომ რომ თავად ღმერთი აცხადებს ამას როგორც ფაქტი და ამბობს რომ ის მუდამ არსებობდა. ასეა წმინდა წერილის თანახმად. როცა ამბობს რომ ის მუდამ არსებობდა, ნიშნავს რომ ის თავის თავს დროში გვიცხადებს და გვეუბნება რომ დროის ნებისემირ (მ უ დ ა მ) მონაკვეთში არსებობდა. მე არ მინახავს წმინდა წერილში არანაირი საფუძველი, რაც იმას გვაფიქრებინებდა რომ დრო შეიქმნა. ის რაც არ შეიქმნა და არსებობს, იმას დასაბამი ისევე არ აქვს, როგორც ღმერთს, რომელიც არ შეიქმნა მაგრამ არსებობს. ახლა მითხარი, რატომ არ უპასუხე ჩემს ამ კითხვას: ციტატა შენ როგორც ჩანს ამ საკითხით დაინტერესბული და თან გარკვეულიც ხარ. იქნებ მითხრა, რომელი შეიქმნა პირველად, ღვთის ანგელოზები თუ მატერიალური სამყარო? მარტივი კითხვაა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი