დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 17 2013, 03:52 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
დრო როგორ არის დაუსაბამო? როგორ და ზუსტად ისე, როგორც მარადიულობაა უსასრულო. ციტატა როცა არაფერი არ არსებობს არც დრო არ არსებობს არა? არა. იმიტომ რომ როცა არაფერი არსებობს, ღმერთი არსებობს, რომელიც აზროვნებს. სადაც აზროვნებაა, იქ დროა. ხოლო როცა ღვთის გარდა არაფერი არსებობს, ეს ნიშნავს რომ ღმერთი მაინც არსებობს და მისი არსებობა უწყვეტია დროში. ციტატა როგორც კი რაიმე შეიქმენბა დროც გაჩნდება ანუ დროს დასაბამი ექნება. ელემენტარული ამბავია მე თუ მკითხავ. დროის არსებობას ღვთის გარდა სხვა ვინმეს ან რაიმეს არსებობა არ განაპირობებს. ამ კითხვაზე მაინც არ მიპასუხეთ არავინ: ციტატა შენ როგორც ჩანს ამ საკითხით დაინტერესბული და თან გარკვეულიც ხარ. იქნებ მითხრა, რომელი შეიქმნა პირველად, ღვთის ანგელოზები თუ მატერიალური სამყარო? მარტივი კითხვაა. თქვენ ერთი რამ მინდა გაიგოთ, რომ არაა აქ საჭირო თეორიების დამტკიცებაზე კამათი. გამიზიარეთ მხოლოდ ის საფუძვლები, რის გამოც დაჯერეთ რომ ღმერთი დროის მიღმაა. საიდან ეს იდეა იოანე დამასკელს? საიდან? რის საფუძველზე დაასკვნა ასეთი რამ? თანამედროვე დროში მცხოვრებ მეცნიერებს ათასნაირი შეხედულებები აქვთ და არაერთი თეორია შეიმუშავეს დროის რაობაზე. მაგრამ იოანე დამასკელი ხომ დროის მიღმიერობას რელიგიურ მოსაზრებებზე აგებდა? ხოდა რატომ? რის საფუძველზე? რას ეფუძნებოდა მისი ამგვარი შეხედულებები? ამიხსენით, გამიზიარეთ. თემაც სწორედ ამით დავიწყე.... -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
MIRDAT |
May 17 2013, 04:28 PM
პოსტი
#3
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
თქვენ ერთი რამ მინდა გაიგოთ, რომ არაა აქ საჭირო თეორიების დამტკიცებაზე კამათი. გამიზიარეთ მხოლოდ ის საფუძვლები, რის გამოც დაჯერეთ რომ ღმერთი დროის მიღმაა. საიდან ეს იდეა იოანე დამასკელს? საიდან? რის საფუძველზე დაასკვნა ასეთი რამ? თანამედროვე დროში მცხოვრებ მეცნიერებს ათასნაირი შეხედულებები აქვთ და არაერთი თეორია შეიმუშავეს დროის რაობაზე. მაგრამ იოანე დამასკელი ხომ დროის მიღმიერობას რელიგიურ მოსაზრებებზე აგებდა? ხოდა რატომ? რის საფუძველზე? რას ეფუძნებოდა მისი ამგვარი შეხედულებები? ამიხსენით, გამიზიარეთ. თემაც სწორედ ამით დავიწყე.... იოანე დამასკელზე ვერაფერს გეტყვი მაგრამ თანამედროვე მეცნიერების შეხედულებებზე შემიძლია გითხრა რაღაცები. უამრავი თეორია არსებობს დროსა და სამყაროს შესახებ, მაგრამ ბევრ რამეზე უკვე შეთანხმდნენ, თუკი მეცნიერები რამზე შეთანხმდნენ ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცამ ეს დაამტკიცა არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც, ამიტომ დანარჩენ მეცნიერებს აღარ შეუძლიათ ამაზე კამათი. ყველა შეთანხმდა იმაზე რომ დრო და მატერია განუყოფელია. მატეროა და სიჩქარე ანუ ენერგია მოქმედებს დროზე. ეს არაა თეორია, ეს ცდებითაც დაამტკიცეს და თუ გინდა მოგიყვები რა ცდებით, თუმცა არცისე საინტერესო ცდაა, მეტისმეტად მარტივია... ხო რაც შეეხება კითხვას, რატომ სხვამ მაგ კითხვას? ვინ იტყვის რომ ჯერ მატერიალური სამყარო შეიქმნა და მერე ანგელოზები? |
■გიორგი■ |
May 17 2013, 04:41 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
იოანე დამასკელზე ვერაფერს გეტყვი არადა მე სწორედ ეს მაინტერესებს. შენ თუ ვერა, იქნებ აფხაზმა, ან სხვა მორწმუნემ თქვას. ესე ოპლა და ხომ არ შეთხზა დროის მიღმიერობის იდეამ დამასკელმა. ესე იგი, რაღაც რელიგიური საფუძველი ჰქონდა. ამის გაგება მინდა. ვინმეს ეცოდინება და დაწერს. ციტატა მაგრამ თანამედროვე მეცნიერების შეხედულებებზე შემიძლია გითხრა რაღაცები. უამრავი თეორია არსებობს დროსა და სამყაროს შესახებ, მაგრამ ბევრ რამეზე უკვე შეთანხმდნენ, თუკი მეცნიერები რამზე შეთანხმდნენ ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცამ ეს დაამტკიცა არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც, ამიტომ დანარჩენ მეცნიერებს აღარ შეუძლიათ ამაზე კამათი. ყველა შეთანხმდა იმაზე რომ დრო და მატერია განუყოფელია. მატეროა და სიჩქარე ანუ ენერგია მოქმედებს დროზე. ეს არაა თეორია, ეს ცდებითაც დაამტკიცეს და თუ გინდა მოგიყვები რა ცდებით, თუმცა არცისე საინტერესო ცდაა, მეტისმეტად მარტივია... ეგ მეც ვიცი, მაგრამ ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს და გეტყვი რატომაც. იმიტომ რომ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი, (თუნდაც ყველა რომ შეთანხმდეს) ათასი თეორიიდან რომელიღაცაზე და თქვას, ეს ალბათ ასეაო, მაინც არ ჯდება რელიგიურ ხედვასთან. ალბათ იტყვი რატომო. იმიტომ რომ ჩემ კითხვაზე როცა უპასუხებენ, მაშინ მიხვდები რატომაც, ანუ ღვთის სიტყვა მორწმუნეებისთვის ნებისმიერ სამეცნიერო თეორიაზე მაღლაა. ციტატა ხო რაც შეეხება კითხვას, რატომ სხვამ მაგ კითხვას? ვინ იტყვის რომ ჯერ მატერიალური სამყარო შეიქმნა და მერე ანგელოზები? ვინ იტყვის და ბევრი. თუ არ იტყვის, მაშინ ის თქვას რა პასუხიც აქვს ჩემ კითხვაზე. სადაა პასუხები? არადა რა მარტივი კითხვა დავსვი. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი