დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 17 2013, 04:26 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
ციტატა საიდან ამბობ ან ამტიკცებ თუ ღმერთი აზროვნებს იქ დრო არისო? როცა ყველაფერი მარადიულია მაშინ დრო აზრს და მნიშვნელობას კარგავს ანუ დრო თუ აზრს და მნიშვნელობას დაკარგავს გამოდის ის არ არსებობს ანუ არ მოქმედებს. დროს ხომ სამი განზომილება აქვს წარსული აწმყო და მომავალი, მას რასაც წარსული აქვს და მომავალი გააჩნია დასაწყისი და დასასრული, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ვერ იარსებს. თუ წარსული არ გაქვს აწმყო და მომავალი არ გექნება თუ მომავალი არ გაქ აწმყოც არ გქონია. G_saxvaლოგიკური მსჯელობიდან. თუნდაც შენივე მსჯელობიდან რაც აქ დაწერე. აი წარმოიდგინა რომ შენ გახდი უკვდავი. ეს ნიშნავს რომ შენ უსასრულოდ იარსებებ, მაგრამ არ ნიშნავს რომ დრო შეიცვალა და გადასხვაფერდა. იმის და მიუხედავად რა როდის შეიქმნა, მატერიალური ანდა სულიერი სამყარო, დრო მაინც არსებობდა და არსებობს. სულ რომ მოისპოს ყველაფერი, დრო არ ჩერდება. სანამ რაიმე შეიქმნებოდა, დრო მოედინობოდა წარსული უსასრულობიდან და მიედინება მომავალი უსასრულობისაკენ. ამ უსასრულობასთან ერთად არსებობს ღმერთიც. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს შენ, მე ან აფხაზი და სხვები რას ვაკეთებთ, რას ვფიქრობთ, ცოცხლები ვართ თუ მკვდრები. დრო მაინც არსებობს და ასე იყო ყოველთვის. ღმერთი დაუსაბამოა, ამაში ერთი აზრის ვართ, იმიტომ რომ თავად ღმერთი აცხადებს ამას როგორც ფაქტი და ამბობს რომ ის მუდამ არსებობდა. ასეა წმინდა წერილის თანახმად. როცა ამბობს რომ ის მუდამ არსებობდა, ნიშნავს რომ ის თავის თავს დროში გვიცხადებს და გვეუბნება რომ დროის ნებისემირ (მ უ დ ა მ) მონაკვეთში არსებობდა. მე არ მინახავს წმინდა წერილში არანაირი საფუძველი, რაც იმას გვაფიქრებინებდა რომ დრო შეიქმნა. ის რაც არ შეიქმნა და არსებობს, იმას დასაბამი ისევე არ აქვს, როგორც ღმერთს, რომელიც არ შეიქმნა მაგრამ არსებობს. ახლა მითხარი, რატომ არ უპასუხე ჩემს ამ კითხვას: ციტატა შენ როგორც ჩანს ამ საკითხით დაინტერესბული და თან გარკვეულიც ხარ. იქნებ მითხრა, რომელი შეიქმნა პირველად, ღვთის ანგელოზები თუ მატერიალური სამყარო? მარტივი კითხვაა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
G_saxva |
May 17 2013, 04:46 PM
პოსტი
#3
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
G_saxva ლოგიკური მსჯელობიდან. თუნდაც შენივე მსჯელობიდან რაც აქ დაწერე. აი წარმოიდგინა რომ შენ გახდი უკვდავი. ეს ნიშნავს რომ შენ უსასრულოდ იარსებებ, მაგრამ არ ნიშნავს რომ დრო შეიცვალა და გადასხვაფერდა. იმის და მიუხედავად რა როდის შეიქმნა, მატერიალური ანდა სულიერი სამყარო, დრო მაინც არსებობდა და არსებობს. სულ რომ მოისპოს ყველაფერი, დრო არ ჩერდება. სანამ რაიმე შეიქმნებოდა, დრო მოედინობოდა წარსული უსასრულობიდან და მიედინება მომავალი უსასრულობისაკენ. ამ უსასრულობასთან ერთად არსებობს ღმერთიც. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს შენ, მე ან აფხაზი და სხვები რას ვაკეთებთ, რას ვფიქრობთ, ცოცხლები ვართ თუ მკვდრები. დრო მაინც არსებობს და ასე იყო ყოველთვის. ღმერთი დაუსაბამოა, ამაში ერთი აზრის ვართ, იმიტომ რომ თავად ღმერთი აცხადებს ამას როგორც ფაქტი და ამბობს რომ ის მუდამ არსებობდა. ასეა წმინდა წერილის თანახმად. როცა ამბობს რომ ის მუდამ არსებობდა, ნიშნავს რომ ის თავის თავს დროში გვიცხადებს და გვეუბნება რომ დროის ნებისემირ (მ უ დ ა მ) მონაკვეთში არსებობდა. მე არ მინახავს წმინდა წერილში არანაირი საფუძველი, რაც იმას გვაფიქრებინებდა რომ დრო შეიქმნა. ის რაც არ შეიქმნა და არსებობს, იმას დასაბამი ისევე არ აქვს, როგორც ღმერთს, რომელიც არ შეიქმნა მაგრამ არსებობს. ახლა მითხარი, რატომ არ უპასუხე ჩემს ამ კითხვას: ანგელოზები უფრო ადრე არსებობდნენ ვიდრე მატრელაური სამყარო „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). საერთოდ დრო რას განსაზღვრავს წარსულს აწმყოსა და მომავალს თუ შენ ამბობ ციტატა გასაგებია, რომ ღმერთზე დრო არ მოქმედებს და ამას იმიტომ ვამბობთ ასე, რომ ის არ ბერდება, არ კვდება და შეუძლია მომავალი დაინახოს, თუნდაც წარსული. ამ ყველაფრის მიუხედავად, დრო მაინც არსებობს. რომ ღმერთს შეუძლია დაინახოს წარსული აწმყო და მომავალი არსწორია. ზემოთ გამოასწორე და თქვი ღმერთი დროის ნებისმიერ მონაკვეთშია ანუ მთლიანად დროს მოიცავს, ის რაც დროს მოიცავს არ შეიძლება დროში არსებობდეს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
■გიორგი■ |
May 17 2013, 05:02 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
ანგელოზები უფრო ადრე არსებობდნენ ვიდრე მატრელაური სამყარო „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). მართალი ხარ. წმინდა წერილის თანახმად, ანგელოზები მატერიალური სამყაროს შექმნამდე შექმნა ღმერთმა. ეს ნიშნავს რომ ის თეორია, რომელიც ამბობს დრო მატერიალურია, გამოირიცხა. ციტატა ღმერთი დროის ნებისმიერ მონაკვეთშია ანუ მთლიანად დროს მოიცავს, ის რაც დროს მოიცავს არ შეიძლება დროში არსებობდეს. ღმერთი მთლიან დროს არ მოიცავს. ეს არასწორი ნათქვამია. ის, რომ ღმერთს შეუძლია მომავალი განსაზღვროს, ანუ მომავალ დროში მიმდინარე მოვლენები განჭვრიტოს, არანაირად არ ნიშნავს რომ ის დროსგან განყენებულია. მართლმადიდებლური მრწამსით დრო და ღმერთი განყენებულია ერთმანეთისგან. ღმერთი თითქოსდა დროის მიღმაა. რის საფუძველზე ამბობთ ამას? დრო რომ არ აბერებს ღმერთს, ეს არ ნიშნავს რომ დროის მიღმიერია ღმერთი. ჩამოაყალიბეთ რის საფუძველზე მიდიხართ მაგ დასკვნებამდე. ახლა გავდივარ და როცა მომიხერხდება ვნახავ თქვენ პოსტებს. ციტატა შენ ვერ წარმოგიდგენია რაიმე მოქმედება, მაგალითად ფიქრი, დროის გარეშე. ანუ შენ ფიქრობ რომ არსებობს აბსოლიტური დრო, რომელიც უცვლელად მიედინება (ნიუტონსაც მასე წარმოედგინა დრო) ნიუტონი სწორად ფიქრობდა. ჭკვიანი კაცი იყო. მაგრამ მე არაფერს გიმტკიცებთ. ჩვენ ამ საკითხებზე მითუმეტეს როცა მეცნიერებასაც ურევ ამ თემაში, იძულებული ვართ თეორიის დონეზე ვინმსჯელოთ. მე კი უფრო რელიგიური კუთხით მინდა ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ აგერ ზემოთ მიპასუხა G_saxva-მ და დავეთანხმე, რომ მატერიალურ სამყაროს შექმნამდე შეიქმნა ანგელოზებიო. ეს კი საყოველთაოდ აღიარებულიაო რომ იძახდი იმ თეორიას თავდაყირა აყენებს. ჩემი სურვილი ამ თემაში ისაა, გავიგო და გავაანალიზო, რაც ეფუძნებოდა იოანე დამასკელის იდეა, თითქოსდა ღმერთი დროის მიღმაა? რატომ უნდა გამოვაცალკეოთ დრო და ღმერთი მაშინ როცა თავად ღმერთი ამბობს რომ ის სულ მუდამ იქნება და სულ მუდამ იყო. დაფიქრდით, გამიზიარეთ თქვენი რწმენის საფუძვლები რატომ გგონიათ მასე. მადლობელი ვიქნები. თუ დაგაინტერესდებათ, მას შემდეგ რაც თქვენ საფუძვლებს გამიზიარებთ ჩემ აზრსაც მოგახსენებთ. იქნებ ისე ლოგიკურად და წერილისეულად ჩამოაყალიბოთ რომ გავიზიარო თქვენი შეხედულებები. დაწერეთ და მოგვიანებით შევეცდები დავბრუნდე და ვნახო თქვენი პოსტები. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი